ბზობა, ბაიაობაქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს (აქედან ქართული „ბზობა“), რუსეთში — ტირიფი (верба > „вербное воскресенье“).

იესოს დიდებით შესვლა იერუსალიმში, მართლმადიდებლური ხატი
იესოს შესვლა იერუსალიმში, ფრესკა, პალერმოს ტაძარი

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 2, გვ. 353, თბ., 1977

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაქართული დამწერლობათბილისიქართლის გაქრისტიანებაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოდავით IV აღმაშენებელიილია ჭავჭავაძეთამარ მეფეკორუფციადედამიწააღდგომავახტანგ I გორგასალიქუნთრუშავეფხისტყაოსანიასტრიდ ლინდგრენიმეორე მსოფლიო ომივაჟა-ფშაველადედამიწის დღეფარნავაზ Iპირველი მსოფლიო ომიბზობაქვეყნების სიანიკო ფიროსმანიევროპის პარლამენტირეზოლუციაერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისულხან-საბა ორბელიანისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკა26 აპრილილიბერალიზმიდიდგორის ბრძოლაევროკავშირისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიუქმე დღეები საქართველოში