მთავარი გვერდი
დიდი აფეთქება — დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
მარსელიეზა (ფრანგ. La Marseillaise — „მარსელური“) — საფრანგეთის რევოლუციის ყველაზე ცნობილი სიმღერა, რომელიც თავიდან გახდა რევოლუციონერების ჰიმნი, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ჰიმნად გადაიქცა. თავდაპირველად მარსელიეზას ერქვა „რეინის ჯარის სამხედრო მარში“. მარში დაიწერა 1792 წლის 25 აპრილს სამხედრო ინჟინერ რუჟე დე ლილის მიერ, რევოლუციური საფრანგეთის მიერ „ბოჰემიისა და უნგრეთის“ მეფისადმი ომის გამოცხადების შემდეგ. ამ სიმღერით 30 ივლისს პარიზში შევიდან მარსელის მოხალისეთა ბატალიონი.
1793 წლის 24 ნოემბერს ეროვნულმა კონვენტმა მარსელიეზა საფრანგეთის ჰიმნად გამოაცხადა.- კოპენჰაგენში მდებარე ისტორიული ნაგებობა ბორსენი ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანდა.
- საიმონ ჰარისი (ფოტოზე) ირლანდიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.
- ბრიტანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი პიტერ ჰიგსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- პეტერ პელეგრინი სლოვაკეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა
- შვედეთი ნატოს წევრი გახდა.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- რალფ ნორმან ენჯელი არის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.
- იოანე II პირველი პაპი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა პაპად არჩევის შემდეგ.
- უილიამ პიტი (სურათზე) დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, 1783 წელს თანამდებობის დაკავების მომენტში იგი 24 წლის იყო.
- მეტამორფოზის ბოლო სტადიაზე (იმაგო) ერთდღიურები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე.
- ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლება, მან თანამდებობა 19 წლის ასაკში დაიკავა.
- ზღვის მამლებს მკერდის წინა 3 სხივი თითისებრ გამონაზარდებად აქვთ გარდაქმნილი, რომელთა დახმარებითაც ფსკერზე ცოცავენ და საკვებს ეძებენ.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი | ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები | ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი | |||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია | ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები | ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა | |||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი | ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები | მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია | |||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი | ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა | მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა | |||
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაქართული დამწერლობათბილისიქართლის გაქრისტიანებაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოდავით IV აღმაშენებელიილია ჭავჭავაძეთამარ მეფეკორუფციადედამიწააღდგომავახტანგ I გორგასალიქუნთრუშავეფხისტყაოსანიასტრიდ ლინდგრენიმეორე მსოფლიო ომივაჟა-ფშაველადედამიწის დღეფარნავაზ Iპირველი მსოფლიო ომიბზობაქვეყნების სიანიკო ფიროსმანიევროპის პარლამენტირეზოლუციაერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისულხან-საბა ორბელიანისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკა26 აპრილილიბერალიზმიდიდგორის ბრძოლაევროკავშირისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიუქმე დღეები საქართველოში