სუონსი სიტი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი „სუონსი სიტი“ (უელს. Clwb Pêl-droed Dinas Abertawe) — უელსური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი, ქალაქ სუონსიდან, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს. გუნდი საშინაო მატჩებს ლიბერთი სთედიუმზე მართავს.

სუონსი სიტი
Swansea City
სრული სახელი Swansea City Association Football Club
მეტსახელი The Swans (გედები)
დაარსდა 1912 (როგორც „სუონსი თაუნი“)
სტადიონი ლიბერთი სთედიუმი
სუონსი, უელსი
(ტევადობა: 21,008)
პრეზიდენტი უელსის დროშა ჰიუ ჯენკინსი
მწვრთნელი ინგლისის დროშა პოლ კლემენტი
კაპიტანი ინგლისის დროშა ლეონ ბრიტონი
ლიგა პრემიერლიგა
2016-17 მე-15 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ისტორია რედაქტირება

კლუბი დაარსდა 1912 წელს, როგორც „სუონსი თაუნი“ და საფეხბურთო ლიგას 1921 წელს შეუერთდა. 1969 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა და „სუონსი სიტი“ გახდა, რადგან ქალაქ სუონსის ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[1] გუნდი 1981 წელს ინგლისის პირველ დივიზიონში აღზევდა. შემდეგ სეზონში გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოგება შეეძლო, თუმცა მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა, რაც დღემდე კლუბის რეკორდია. სეზონის შემდეგ გუნდი კვლავ ქვედა ლიგაში დაქვეითდა, რამდენიმე წელში კი მეოთხე დივიზიონში აღმოჩნდა. 2003 წელს „სუონსი სიტი“ კინაღამ ინგლისის კონფერენციაში გავარდა. 2005 წელს სუონსის მაშინდელი მოედანი, „ვეჩ ფილდი“ დაიხურა და გუნდი „ლიბერთი სთედიუმზე“ გადავიდა. სუონსი სიტის მხარდამჭერთა საზოგადოება გუნდის აქციების 20%-ს ფლობს.

2013 წლის 24 თებერვალს, „სუონსიმ“ 2012-2013 წლების ლიგის თასის ფინალში „ბრედფორდი“ დაამარცხა, ანგარიშით 5-0. მოიგო ისტორიაში პირველი სერიოზული ტიტული და 2013-2014 წლების ევროპის ლიგაზე მოახერხა გასვლა.[2] თასმა „სუონსი სიტი“ ერთადერთ უელსურ კლუბად აქცია, რომელიც ამ ტურნირზე გავიდა და მეორე უელსურ კლუბად, რომელსაც ევროტურნირებზე უთამაშიათ.

მეტოქეობა რედაქტირება

„სუონსი სიტის“ მთავარი მეტოქე „კარდიფ სიტია“. ეს შეხვედრა აღიარებულია, როგორც ბრიტანეთის ყველაზე მტრული დაპირისპირება[3]. და მას მეორენაირად სამხრეთ უელსის დერბისაც ეძახიან. ხშირად ორივე გუნდის ფანებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი სეზონში სწორედ ეს შეხვედრაა ხოლმე. „სუონსის“ შედარებით სუსტი მეტოქეობა აკავშირებს „ბრისტოლ სიტისთან“, „ბრისტოლ როვერსთან“ და „ნიუპორტთან“. თუმცა „სუონსი“ „ნიუპორტს“ ძალიან იშვიათად ხვდება, რადგან გუნდებს ოთხი დივიზიონი აშორებს. მათი დაპირისპირების შესუსტების კიდე ერთი მიზეზი არის ის, რომ ორივე გუნდს საერთო მეტოქე, „კარდიფ სიტი“ ჰყავს.

სამხრეთ უელსურ დერბიში, დღემდე სუონსიმ 20 მატჩში იმარჯვა. „კარდიფს“ 18 გამარჯვება აქვს, 16 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

მიმდინარე შემადგენლობა რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარე  პოლონეთილუკაშ ფაბიანსკი
2მცველი  ესპანეთიჟორდი ამატი
3თავდამსხმელი  განაჯორდან აიუ
4ნახევარმცველი  სამხრეთი კორეაკი სონ იონი
5მცველი  ნიდერლანდებიმაიკ ვან დერ ჰორნი
6მცველი  ინგლისიელფი მოუსონი
7ნახევარმცველი  ინგლისილეონ ბრიტონი
8ნახევარმცველი  ნიდერლანდებილეროი ფერი
9თავდამსხმელი  ესპანეთიფერნანდო ლიორენტე
10თავდამსხმელი  ესპანეთიბორხა ბასტონი
12ნახევარმცველი  ინგლისინეითან დაიერი
13მეკარე  შვედეთიკრისტოფერ ნორდფელდტი
15ნახევარმცველი  ინგლისიუეინ რუტლეჯი
16მცველი  შვედეთიმარტინ ულსონი
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
19მეკარე  ავსტრალიამარკ ბირიგიტი (კაპიტანი)
20ნახევარმცველი  ეკვადორიჯეფერსონ მონტერო
22მცველი  ესპანეთიანხელ რანხელი
23თავდამსხმელი  ისლანდიაგილფი სიგურდსონი
24ნახევარმცველი  ინგლისიჯეკ კორკი
25მეკარე  გერმანიაგერჰარდ ტრემელი
26ნახევარმცველი  ინგლისიკაილ ნოტონი
28ნახევარმცველი  ნიდერლანდებილუჩანო ნარსინგი
33მცველი  არგენტინაფედერიკო ფერნანდესი
35მცველი  შოტლანდიასტივენ კინგსლი
42ნახევარმცველი  ინგლისიტომ ჯეროლი
56ნახევარმცველი  შოტლანდიაჯეი ფულტონი
62თავდამსხმელი  შოტლანდიაოლივერ მაკბერნი

ევროპული რეკორდი რედაქტირება

ანგარიშის ყველა გრაფაში პირველი წერია „სუონსის“ გატანილი გოლების რაოდენობა.
სეზონიტურნირიეტაპიმოწინააღმდეგეშინგასვლითიჯამშისქოლიო
1961–62თასების მფლობელთა თასიშესარჩევი ეტაპი მოტორი იენა2–21–53–7[4]
1966-67თასების მფლობელთა თასიპირველი ეტაპი სლავია სოფია1–10–41–5[5]
1981-82თასების მფლობელთა თასიპირველი ეტაპი ლოკომოტივი ლაიპციგი0–11–21–3[6]
1982-83თასების მფლობელთა თასიშესარჩევი ეტაპი ბრაგა3–00–13–1[7]
პირველი ეტაპი სლიემა უონდერერსი12–05–017–0[8]
მეორე ეტაპი პარი სენ-ჟერმენი0–10–20–3[9]
1983-84თასების მფლობელთა თასიშესარჩევი ეტაპი მაგდებურგი1–10–11–2[10]
1989-90თასების მფლობელთა თასიპირველი ეტაპი პანათინაიკოსი2–33–35–6[11]
1991-92თასების მფლობელთა თასიპირველი ეტაპი მონაკო1–20–81–10[12]
2013-14უეფა-ს ევროპის ლიგამე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი მალმე4–00–04–0[13]
პლეი-ოფი პეტროლული5–11–26–3[14]
ჯგუფური ეტაპი კუბანი კრასნოდარი1–11–1მე-2 ადგილი[15]
სანქტ-გალენი1–00–1[15]
ვალენსია0–13–0[15]
1/32 ეტაპი ნაპოლი0–01–31–3[16]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Online exhibition: The City of Swansea celebrates its 40th anniversary – City and County of Swansea. Swansea.gov.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-04. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2012.
  2. Swansea captures first major trophy. FoxSports (24 თებერვალი, 2013).
  3. „Welsh rivals are upwardly mobile“. BBC Sport. 2 აპრილი, 2009. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. 1961-62 UEFA Cup Winners' Cup Preliminary Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-13. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  5. 1966-67 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  6. 1981-82 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  7. 1982-83 UEFA Cup Winners' Cup Preliminary Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  8. 1982-83 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  9. 1982-83 UEFA Cup Winners' Cup Second Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  10. 1983-84 UEFA Cup Winners' Cup Preliminary Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 15 ივლისი 2013.
  11. 1989-90 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  12. 1991-92 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  13. 2013-14 UEFA Europa League third qualifying round results. UEFA (8 აგვისტო, 2013). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2013.
  14. 2013-14 UEFA Europa League play-off results. UEFA (22 August 2013). ციტირების თარიღი: 22 August 2013.
  15. 15.0 15.1 15.2 2013-14 UEFA Europa League group stage results. UEFA (7 სექტემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2013.
  16. 2013-14 UEFA Europa League Round of 32. UEFA (20 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2014.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიდავით IV აღმაშენებელისაქართველოდევდარაკიილია ჭავჭავაძეთამარ მეფემეორე მსოფლიო ომივახტანგ I გორგასალიქვეყნების სიავაჟა-ფშაველაანტარქტიდაჟიული შარტავალიბერალიზმიცოტნე დადიანიქართული დამწერლობაერეკლე IIვეფხისტყაოსანითბილისიევროკავშირიდარიალის ხეობაავსტრალიაფარნავაზ Iდიდგორის ბრძოლათეოკრატიაჩუტყვავილაპირველი მსოფლიო ომინიკო ფიროსმანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისულხან-საბა ორბელიანიქუნთრუშაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიტოტალიტარიზმიაჭარაბაგრატ III (საქართველოს მეფე)კარლეს პუჩდემონიუფლისციხე