მატეო კოვაჩიჩი

მატეო კოვაჩიჩი (ხორ. Mateo Kovačić; დ. 6 მაისი, 1994, ლინცი, ავსტრია) — ხორვატი ფეხბურთელი, ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი.

მატეო კოვაჩიჩი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
6 მაისი, 1994 (1994-05-06) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
ლინცი, ავსტრია
სიმაღლე181 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ სიტი
ნომერი8
ახალგაზრდული კარიერა
2000–2007ლასკი
2007–2010დინამო ზაგრები
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2010-2013დინამო ზაგრები43(7)
2013–2015ინტერნაციონალე80(5)
2015–2018რეალ მადრიდი73(1)
2018–2019  ჩელსი32(0)
2019–2023ჩელსი110(4)
2023–მანჩესტერ სიტი30(1)
ეროვნული ნაკრები
2008ხორვატია 14-წლ.2(1)
2009ხორვატია 15-წლ.2(0)
2009–2011ხორვატია 17-წლ.15(0)
2011–2012ხორვატია 19-წლ.6(0)
2011–ხორვატია 21-წლ.7(0)
2013–ხორვატია99(5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2024

კარიერა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

მატეო კოვაჩიჩი ბოსნიელი ხორვატების ოჯახში ავსტრიის ქალაქ ლინცში 1994 წლის 6 მაისს დაიბადა, სადაც მისი მშობლები ჯერ კიდევ 1991 წელს გადავიდნენ. ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში, ლინცის საფეხბურთო კლუბ „ლასკის“ ბავშვთა გუნდში დაიწყო.[1][2]

13 წლის ასაკში გამორჩეული საფეხბურთო მონაცემების მქონე ნახევარმცველი „აიაქსის“, „შტუტგარტის“, „ბაიერნისა“ და „იუვენტუსის“ სკაუტებმა შენიშნეს, მაგრამ მისმა ოჯახმა გადაწყვიტა ზაგრებში გადასულიყო, სადაც მატეო ადგილობრივი „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიაში შევიდა.[2]

პროფესიული საფეხბურთო კარიერა ზაგრების „დინამოში“ 16 წლის ასაკში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც ზედიზედ ორჯერ ხორვატიის ჩემპიონის წოდება მოიპოვა, ვიდრე 2013 წელს მილანის „ინტერში“ გადაინაცვლებდა. 2011 წელს დასახელდა ხორვატიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.[3]

2014–15 წლების სეზონის შემდეგ მან მადრიდის „რეალში“ განაგრძო თამაში, სადაც ზედიზედ სამჯერ (2015–16, 2016–17, 2017–18) უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

შემდეგ, 2018 წელს ჯერ იჯარით „ჩელსის“ რიგებში განაგრძო თამაში, ხოლო 2018–19 წლების სეზონის ბოლოს კი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს საბოლოოდ მოაწერა ხელი. „ჩელსის“ შემადგენლობაში, კოვაჩიჩმა უეფა-ს ევროპა ლიგა (2018–19) და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (2020–21) მოიგო, ასევე 2019–20 სეზონის „ჩელსის“ წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „ჩელსის“ რიგებშივე გახდა უეფა-ს სუპერთასის მფლობელი და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული 2021–22 სეზონში.

სანაკრებო რედაქტირება

ავსტრიაში დაბადებული კოვაჩიჩი ხორვატიის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 2013 წლიდან დაიწყო თამაში, რომლის შემადგენლობაშიც 2014, 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე და 2016 და 2020 წლების უეფას ევროპის ჩემპიონატებზე ისაპარეზა, რა დროსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2023 წლის უეფას ერთა ლიგის ფინალებამდე მიაღწია.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

ზაგრების დინამო
  • ხორვატიის ჩემპიონატი: 2010–11, 2011–12[4]
  • ხორვატიის თასი: 2010–11,[5] 2011–12[6]
მადრიდის რეალი
ჩელსი
მანჩესტერ სიტი

სანაკრებო რედაქტირება

ხორვატია

ინდივიდუალური რედაქტირება

  • ხორვატიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2011
  • „ჩელსის“ წლის საუკეთესო მოთამაშე: 2019–20
  • „ჩელსის“ წლის გოლის ავტორი: 2021–22
  • პრემიერ ლიგის თვის გოლის ავტორი: 2022 წლის იანვარი

ჯილდოები რედაქტირება

  • ჰერცოგ ბრანიმირის ორდენის კავალერი: 2018

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Facebook · Instagram
თემატური საიტები
AFS · AS.com · BDFA · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net

სქოლიო რედაქტირება

  1. Mateo Kovačić - Player changes, player transfers. Transfermarkt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-01. ციტირების თარიღი: 2010-11-20
  2. 2.0 2.1 Židak, Tomislav. „Meteor Kovačić: Svi su ludi za dječakom koji je već sa 13 igrao zrelo kao nekad Maradona“. Jutarnji list (ხორვატული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-22. ციტირების თარიღი: 2023-10-25.
  3. Mateo Kovačić // famousfix.com
  4. M. Kovačić: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2023
  5. Varaždin vs. Dinamo Zagreb 1–3: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2023
  6. Osijek vs. Dinamo Zagreb 0–0: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2023
    Dinamo Zagreb vs. Osijek 3–1: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2023
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეტატო გრიგალაშვილიდავით IV აღმაშენებელივენეციის კომისიატურბულენტობაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოსალომე ქურასბედიანიწმინდა ნიკოლოზითამარ მეფემოციქულთასწორი ელენეერეკლე IIილია ჭავჭავაძექართული დამწერლობაირანითბილისიქვეყნების სიამეორე მსოფლიო ომივახტანგ I გორგასალისულხან-საბა ორბელიანიზედსართავი სახელიფარნავაზ Iვაჟა-ფშაველავეფხისტყაოსანიაკაკი წერეთელისაქართველოს სახელმწიფო დროშაგულიკო ჩაფიძეგალაკტიონ ტაბიძეგიორგი V ბრწყინვალემასონობაევროპაძუძუმწოვრებისვეტიცხოველიდიდგორის ბრძოლანიკო ფიროსმანისაქართველოს გეოგრაფიაშოთა რუსთაველი