ედვარდ ნორტონი

ედვარდ ჰარისონ ნორტონი[1] (ინგლ. Edward Harrison Norton; დ. 18 აგვისტო, 1969, ბოსტონი, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. ფილმების „მებრძოლთა კლუბისა“ და ამერიკული ისტორია X-ის“ ვარსკვლავი. სამჯერ იყო ნომინირებული პრემია ოსკარზე.

ედვარდ ნორტონი
დაბადების სახელი ედვარდ ჰარისონ ნორტონი
დაბადების თარიღი 18 აგვისტო, 1969 (1969-08-18) (54 წლის)
ბოსტონი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994-დღემდე
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

1996 — პირველყოფილი შიში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ედვარდ ნორტონი დაიბადა 1969 წლის 18 აგვისტოს ქალაქ ბოსტონში(აშშ). მისი დედა ასწავლიდა ინგლისურ ენას, მამა კი მუშაობდა პროკურორად კარტერის ადმინისტრაციაში. ედვარდი პატარაობიდანვე იყო სერიოზული, მიზანდასახული ბავშვი – უკვე 5 წლის ასაკში მან თვითონ აირჩია თავისთვის მსახიობის პროფესია, მას შემდეგ რაც ნახა სპექტაკლი, რომელშიც თამაშობდა მისი ძიძა.ის თამაშობდა სკოლის თეატრალურ სცენაზე, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ნორტონი მოეწყო პრესტიჟულ იელის უნივერსიტეტში, სადაც მან შეისწავლა ასტრონომია, ისტორია და იაპონური ენა. მიიღო რა დიპლომი ისტორიულ მეცნიერებათა დარგში, ის გაემგზავრა იაპონიაში ბაბუის კომპანიაში — Enterprise Foundation სამუშაოდ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, 1994 წელს, ნიუ–ორკში დაბრუნებულმა ედვარდმა გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის ჩვეულ სამუშაოზე და თავისი თავი მთლიანად მიეძღვნა მსახიობის ხელოვნებისათვის.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1996 პირველყოფილი შიში Primal Fear აარონ სტემპლერი
1996 ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ The People vs. Larry Flynt ალან აიზეკმენი
1996 ყველა ამბობს, რომ მე შენ მიყვარხარ Everyone Says I Love Youჰოლდენ სპენსი
1998 თაღლითები Roundersლესტერ მერფი
1998 ამერიკული ისტორია X American History Xდერეკ ვაინიარდი
1999 მებრძოლთა კლუბი Fight Clubმთხრობელი
2000 Keeping the Faith Keeping the Faithმამა ბრაიან ფინი
2001 ძარცვა The Scoreჯეკ ტელერი
2002 სიკვდილი სმუჩის! Death to Smoochyშელდონ მოპსი
2002 ფრიდა Fridaნელსონ როკფელერი
2002 წითელი დრაკონი Red Dragonუილ გრეჰემი
2002 25-ე საათი 25th Hourმონტი ბროგანი
2003 ძარცვა იტალიურად The Italian Jobსტივ ფრაზელი
2004 Strange Days on Planet Earth Strange Days on Planet Earthმასპინძელი
2005 Down in the Valley Down in the Valleyჰარლანი
2005 ზეციური სამეფო Kingdom of Heavenბოდუენ IV
2006 ილუზიონისტი The Illusionistაიზენჰაიმი
2006 მოხატული პირბადე The Painted Veilუოლტერ ფეინი
2008 გასაოცარი ჰალკი The Incredible Hulkჰალკი
2008 Bustin Down The Door Bustin Down The Doorმთხრობელი
2012 სავსე მთვარის სამეფო Moonrise Kingdomსკოტ მასტერ რენდი უორდი
2014 ადამიანი ჩიტი Birdman მაიკ შაინერი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Edward Norton — Frequently Asked Questions. Edward Norton.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-18. ციტირების თარიღი: 2006-12-19.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გიორგი მიქაუტაძეარდა გიულერიბუდუ ზივზივაძეკატეგორია:ქართული გვარებიდიდგორის ბრძოლასულთმოფენობაგიორგი ქოჩორაშვილიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილინიდერლანდებიქვეყნების სიასაქართველომეორე მსოფლიო ომიგიორგი ჩაკვეტაძესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიათამარ მეფეილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელილიონელ მესილაზებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიბუნიობაჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიშრედინგერის კატაკირჩხიბი (ასტროლოგია)პირველი მსოფლიო ომიგერმანიაჩეხეთისეტყვაკარლეს პუჩდემონიჩუტყვავილადავით ყიფიანითბილისი