ცინცინატის ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი

ცინცინატის ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღიზოოლოგიური პარკი აშშ-ის ქალაქ ცინცინატში. ქალაქის საკუთრება. იმართება ცინცინატის ზოოლოგიურ საზოგადოებასთან ერთად. დაარსდა 1875 წელს. სიძველის მიხედვით აშშ-ში მეორეა. იკავებს 30 ჰექტარი ფართობის ტერიტორიას ქალაქის ფარგლებში, აგრეთვე მართავს 43 ჰექტარ საშენ მეურნეობას კლერმონტის ოლქში. აერთიანებს ცხოველების ერთ-ერთ უდიდეს კოლექციას, რომლის შემადგენლობაში 500 სახეობის 17000-მდე ეგზემპლარი შედის. ზოოპარკის შემადგენლობაშია აგრეთვე ბოტანიკური ბაღი, რომელიც მთელი მსოფლიოს 3000-მდე სახეობისა და ჯიშის მცენარეს მოიცავს; ისინი დემონსტრირებულია ბაღის ექსპოზიციებში და ბუნებრივ პირობებს ჰმატებს ცხოველთა სამყოფელს.[1]

ზოოპარკის შესასვლელი

ზოოპარკს ეკუთვნის რეკორდი ტყვეობაში დასავლური ვაკის გორილის ახალდაბადებულთა რაოდენობის მიხედვით; სხვა ცხოველებიც, მათ შორის კომოდოს ვარანი, აზიური სპილო და შავი მარტორქა, წარმატებით გამრავლდნენ ზოოპარკის ფარგლებში. გამორჩეულ ექსპონატებს შორისაა თეთრი ბენგალური ვეფხვი და მრავალი სახეობის მწერი. ზოოპარკის საფრთხეში მყოფი ველური ბუნების კვლევის ცენტრი ატარებს კვლევებს სხვადასხვა რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენებით; 1995 წელს განხორციელდა პირველი წარმატებული ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცედურა და დაიბადა გორილა.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Cincinnati Zoo and Botanical Garden. ENCYCLOPÆDIA BRITANNICA. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2020.
🔥 Top keywords: წმინდა ცეცხლიმთავარი გვერდიაღდგომაილია IIკატეგორია:ქართული გვარებისპეციალური:ძიებაიესო ქრისტექაშვეთის ეკლესიადიდი შაბათიქვეყნების სიაიერუსალიმისაქართველოლიტანიობა9 აპრილის ტრაგედიაერთიანი ნაციონალური მოძრაობაარასამთავრობო ორგანიზაციასიონის ტაძარიქუნთრუშაქართული დამწერლობაადენოკარცინომაჭონათამარ მეფევეტომერაბ კოსტავაზვიად გამსახურდიადავით IV აღმაშენებელიქრისტეს საფლავის ტაძარიილია ჭავჭავაძეთბილისიიუდაიზმიქრისტეს თორმეტი მოციქულიკატეგორია:ქალაქები ქვეყნების მიხედვითისრაელიდიდი პარასკევიმაცხოვრის საფლავიმსოფლიოს შვიდი საოცრებაენდროქრისტიანობავნების კვირა