კომოდოს ვარანი

ქვეწარმავალი ვარანისებრთა ოჯახისა

კომოდოს ვარანი[1] (ლათ. Varanus komodoensis) — ქვეწარმავალი ვარანისებრთა ოჯახისა. ყველაზე დიდი თანამედროვე ხვლიკი: სხეულის სიგრძე 3 მეტრამდე და მეტი, მასა — 140 კგ-მდე. კიდურები კარგადაა განვითარებული. ახალგაზრდა ინდივიდების შეფერილობა მორუხო-წაბლისფერია წითელ-ნარინჯისფერი ლაქებით, ზრდასრულებისა — ერთფეროვანი მუქი მურა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ინდონეზიაში, კერძოდ, კომოდოს (აქედან სახელწოდება), რინჯის, პადარის კუნძულებზე და კუნძულ ფლორესის აღმოსავლეთ ნაწილში. ბინადრობს ბორცვების ბუჩქნარითა და მეჩხერი ტყით შემოსილ კალთებზე, ხშირად შედის მდინარეების ამომშრალ კალაპოტებში. თხრის 5 მეტრამდე სიგრძის სოროებს; ახალგაზრდები თავშესაფრად ხეების ფუღუროებსაც იყენებენ. მეზობელ კუნძულებზე გადასასვლელად შეუძლია ზღვაში საკმაოდ შორს შეცურვა. აქტიურია დღისით. იკვებება გარეული ღორებით, თხებით, ირმებით, მაიმუნებით, მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით, გველებით, აგრეთვე ლეშით. ნადავლს სუნით დაეძებს. მსხვერპლს კლავს სისხლის მოწამვლით, რომელიც ჭრილობაში ვარანის ნერწყვის მოხვედრით ვითარდება; ნერწყვი ლპობის ბაქტერიებს შეიცავს. ცნობილია ადამიანზე თავდასხმის შემთხვევებიც. დედალი სოროში ან პირდაპირ მიწაში დებს 200-გრამიან 30-მდე კვერცხს. ნაშიერები (27–30 სმ-ის სიგრძის) იჩეკებიან 8–8,5 თვეში. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლ. 40 წელს შეადგენს. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში. ვარანის გადაშენებისაგან დასაცავად ინდონეზიაში შექმნილია კომოდოს ეროვნული პარკი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული (1991).

კომოდოს ვარანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Varanus komodoensis (Ouwens, 1912)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22884
გავრცელება

  ამომწყდარი
  წარმოდგენილი

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მუსხელიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 298.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიჰომოფობიაოჯახების საერთაშორისო დღე17 მაისიბიძინა ჩოლოყაშვილიავთანდილ ჯორბენაძესაქართველოსუვერენიტეტიირაკლი კობახიძეინტელექტის კოეფიციენტიახალი კალედონიაალექს ფერგიუსონიილია IIარასამთავრობო ორგანიზაციაქვეყნების სიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღედავით IV აღმაშენებელიბიძინა ივანიშვილიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებითამარ მეფეილია ჭავჭავაძეიკორთის ტაძარიქაშვეთის ეკლესიაზვიად გამსახურდიავახტანგ I გორგასალიმეორე მსოფლიო ომიუქმე დღეები საქართველოში9 აპრილის ტრაგედიათბილისიუცხოური აგენტების კანონისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიარაბინარული გენდერიმერაბ კოსტავალიბერალიზმიოჯახიქართული დამწერლობასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი