ქრისტოლოგია

ქრისტოლოგია (ბერძნ. Χριστός Khristós და -λογία , -ლოგია), ბერძნულიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ქრისტეს შესწავლა“ — თეოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის იესო ქრისტეს ბუნებას და მის ცხოვრებას. არსებობს განსხვავებული შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ბუნების იყო იესო, ადამიანური, ღვთაებრივი თუ ორივე ერთად. ქრისტოლოგია ასევე შეისწავლის ქრისტეს, როგორც მესიას.

პაოლო ვერონეზე, იესო ქრისტეს აღდგომა (დაახლოებით 1560 წ.).

ადრინდელ ქრისტიანული ნაწერებში იესო ქრისტე მოიხსენიება რამდენიმე სახელით, მათ შორის, როგორც: ძე კაცი, ღვთის ძე, მესია და კირიოსი. არსებობს ორი განსხვავებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული მოსაზრება. ერთ-ერთის მიხედვით, ქრისტე გახდა ადამიანი და შემდეგ დაბრუნდა ღმერთთან, ხოლო მეორე მოსაზრების, ადოპციონიზმის მიხედვით, იესო მიიჩნევა ღმერთის მიერ შვილად აყვანილად.

მეორედან მეხუთე საუკუნემდე, ქრისტეს ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების ურთიერთობა იყო დებატების მთავარი საგანი. ქალკედონის კრებაზე 451 წელს დაიგმო მონოფიზიტობა, რომლის მიხედვითაც ქრისტე ერთბუნებოვანია და კიდევ ერთხელ განმტკიცდა ქრისტოლოგიური კონცეფცია, დიოფიზიტობა. [1] დასავლური და აღმოსავლური მართლმადიდებელი ქრისტიანების უმრავლესობა დღემდე იზიარებს ამ მოსაზრებას, თუმცა გარკვეული ნაწილი მიაფიზიტიზმის მოძღვრებას ემხრობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Davis 1990.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებავეტომასონობაკატეგორია:ქართული გვარებიდავით IV აღმაშენებელიგიორგი სარდალაშვილისაქართველომარიამ ლაშხითამარ მეფეახალი კალედონიაირანისაქართველოს დამოუკიდებლობის დღექართული დამწერლობაილია ჭავჭავაძეთბილისივახტანგ I გორგასალიიბრაჰიმ რაისიირანის პრეზიდენტიფარნავაზ Iქვეყნების სიავაჟა-ფშაველაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიალი ხამენეიდიდგორის ბრძოლაბიძინა ივანიშვილისვეტიცხოველიმეორე მსოფლიო ომიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიერეკლე IIვეფხისტყაოსანისალომე ზურაბიშვილისაქართველოს გეოგრაფიასაქართველოს სახელმწიფო დროშასულხან-საბა ორბელიანიქუნთრუშაშოთა რუსთაველინიკო ფიროსმანიმიხეილ სააკაშვილი