მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხი (დ. 1 აგვისტო, 1988, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.

მარიამ ლაშხი
დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1988 (1988-08-01) (35 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ბიოგრაფია რედაქტირება

დამთავრებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნეს ინჟინერინგის სპეციალობით. 2006-2012 წლებში იყო შპს „იეს-ან“-ის დირექტორის მოადგილე. 2007-2009 წლებში იყო „საქ. ეკონ. პროგნოზი“-ის უმცროსი მკვლევარი. 2009 წელს იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის სამსახურის სპეციალისტი. 2011 წელს სტაჟირებას გადიოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 2012-2014 წლებში იყო ახალგაზრდული ასოციაცია „უკეთესი მომავლისთვის“ დამფუძნებელი. ამავე წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკში. 2014-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. 2018-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს ინოვციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებამონტენეგრომემარჯვენეობაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოქვეყნების სიადავით IV აღმაშენებელიილია ჭავჭავაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ვახტანგ I გორგასალითამარ მეფემეორე მსოფლიო ომიდიდგორის ბრძოლაჩუტყვავილაქუნთრუშაგიორგი მიქაუტაძეპირველი მსოფლიო ომითბილისიერეკლე IIევროპის სახალხო პარტიაშოთა არველაძექართული დამწერლობაევროპის პარლამენტივეფხისტყაოსანიიოსებ სტალინივაჟა-ფშაველამარინ ლე პენიაჭარამემარცხენეობაცოტნე დადიანიკარლეს პუჩდემონისეტყვადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაევროკავშირისაქართველოს გეოგრაფიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიფარნავაზ Iაკაკი წერეთელი