სიდნი სვინი

სიდნი ბერნის სვინი (დ. 12 სექტემბერი, 1997) [1] — ამერიკელი მსახიობი. მან დიდი ყურადღება მიიპყრო Netflix- ის სერიალში Everything Sucks!(ყველაფერი ტეხს!) (2018),სადაც განასახიერა თინეიჯერი გოგოს ემალინ ადარიოს როლი, ასევე მან ითამაშა სერიალში The Handmaid's Tale (2018)(მხევლის წიგნი) და HBO- ს მინისერიალში Sharp Objects (2018)(ბასრი ნივთები). 2019 წლიდან თამაშობდა ქესი ჰოვარდის როლს HBO-ს თინეიჯერულ დრამა სერიალში Euphoria(ეიფორია) და ოლივია მოსბახერის როლს The White Lotus ( თეთრ ლოტუსში ).ასევე მან ითამაშა კვენტინ ტარანტინოს 2019 წლის ფილმში Once Upon a Time in Hollywood(ერთხელ ჰოლივუდში).

ადრეული წლები რედაქტირება

სიდნი დაიბადა და გაიზარდა სპოკენში, ვაშინგტონში, სადაც იგი დადიოდა წმინდა ჯორჯის სკოლაში . [2] მას ჰყავს უმცროსი ძმა ტრენტი.დედამისი იურისტია, ხოლო მამამისი სამედიცინო სფეროში მუშაობს. როდესაც მის მშობლიურ ქალაქში, სპოკენში, ფილმს იღებდნენ,სიდნის ძალიან მოუნდა ამ ფილმში თამაში. [2] მშობლების დასარწმუნებლად, რომ მათ ამ ფილმში თამაშის ნება დაერთოთ, წარუდგინა ხუთწლიანი ბიზნეს გეგმა.

სვინიმ დაიწყო გასაუბრებები და სამსახიობო სამუშაოები სიეტლში და პორტლენდში, ორეგონში, სადაც ასევე მისი ოჯახი დროებით ცხოვრობდა, სანამ სიდნი 14 წლის არ გახდა და ოჯახი ლოს-ანჯელესში არ გადავიდა საცხოვრებლად. [3]

კარიერა რედაქტირება

სვინი მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში, როგორებიცაა: 90210,Criminal Minds(კრიმინალური აზროვნება), გრეის ანატომია და Pretty Little Liars (პატარა საყვარელი მატყუარები).

სვინიმ ითამაშა ემალინ ადარიოს როლში Netflix- ის სერიალში Everything Sucks! (ყველაფერი ტეხს!), რომელიც ტრიალებდა ორეგონის უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებიის ორ ჯგუფს შორის 1996 წელს. ამის შემდეგ ის გამოჩნდა HBO- ს მინისერიალში Sharp Objects(ბასრი ნივთები), როგორც ალისა, ოთახის მეზობელი, რომელსაც ემი ადამსის პერსონაჟი ხვდება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. სვინიმ როლისთვის შეისწავლა გოგონები, რომლებიც მენტალურად დაავადებულები იყვნენ და ჰქონდათ მცდელობები საკუთარი თავის ზიანის მიყენების, ასევე ეწვია საავადმყოფოებს,სადაც მკურნალობენ პაციენტებს ,რომლებიც თავს ერჩიან.

მან ითამაშა მეორე სეზონის დისტოპიურ სერიალში მხევლის წიგნი,ედენ სპენსერის როლში.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

სვინი გაწვრთნილი MMA-ს( შერეული საბრძოლო ხელოვნება) მებრძოლია.

მან აღნიშნა, რომ იგი ქმნის ცალკეულ წიგნებს თითოეული მისი პერსონაჟისთვის,პერსონაჟის დაბადების დღიდან სცენარის ბოლო გვერდამდე.

2020 წლის დეკემბერში, სუინიმ $12,000 გადაურიცხა სხვადასხვა რესტორნებს, მის მშობლიურ ქალაქ სპოკენში, რომლებიც ამ თანხებს იყენებდნენ უსახლკაროთა თავშესაფრებში კერძების მოსამზადებლად.[4]

ფილმოგრაფია რედაქტირება

ფილმი რედაქტირება

წელისათაურიროლი
2009ზომბების მასიური განადგურებალიზა
2010ოპიუმის მჭამელისარა დეცერი
ტაკეოსამანთ ვრაითი
ღამის ბრმადაკარგული გოგონა
პალატაახალგაზრდა ალისა
2013ობობები 3Dემილი
2014ანგელოზები ვარსკვლავურ მტვერშიანი
2015გაიმართალილი ვუდსი
სიყვარულმა ხილული გახადალეა
საბრძოლო ხელოვნების ბავშვიჯულია
არდაბადებულიპატარა ჯენი ჰაჩინსი
გარეუბნიდან მოპარულიემა
2016კესიდის გზაკელსი კონორსი
ურდოჰეილი სამერსი
2017ვიკებიიდა
მკვდარი ჭიანჭველასემი
ეს ისევ განმეორდა წუხელახალგაზრდა პეიჯი
2018დაუნდობელიელი
არასწორი ქალიშვილისამანტა
ვერცხლის ტბის ქვეშმსროლელი ვარსკვლავი
მოვიდა ეშმაკიეშლი
2019ყრმობაჰოლი
კლემენტინილანა
ერთხელ ჰოლივუდშიდიანას ტბა / "გველი"
2020ნოქტურნიჯულიეტა ლოუ
2021მაღლიდან დაბლასკარლეტი
ვუარისტებიპიპა
ღამის კბილებიევა
TBAვერცხლის ვარსკვლავი [5]ფრანი
TBAსახელმწიფო ჰიმნი
  1. „UPI Almanac for Thursday, Sept. 12, 2019“. United Press International. September 12, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 5, 2020. ციტირების თარიღი: September 9, 2020. ციტატა: „…actor Sydney Sweeney in 1997 (age 22)“
  2. 2.0 2.1 Epperly, Emma (February 3, 2020). „Actress Sydney Sweeney returns home to Spokane for fan visit at middle school“. The Spokesman-Review. Spokane, Washington. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 27, 2020. ციტირების თარიღი: September 9, 2020.
  3. Sweeney, Sydney (June 24, 2019). Sydney Sweeney Talks About The HBO Series, "Euphoria". AOL Build Series. (Interview). https://www.youtube.com/watch?v=mCveID9lSFE.
  4. Pelle, Dan. (December 19, 2020) Sydney Sweeney donated $12,000 to fund meals. The Spokesman-Review.
  5. Wiseman, Andreas. 'Spider-Man: Into the Spider-Verse' Star Shameik Moore Joins Sydney Sweeney In Crime-Drama 'Silver Star' — Cannes Market en-US (2021-06-09). ციტირების თარიღი: 2021-06-09
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებანონა გაფრინდაშვილიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოთამარ მეფეილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომივახტანგ I გორგასალიქვეყნების სიაანტარქტიდაქართული დამწერლობაISO 3166-1თბილისიცოტნე დადიანიერეკლე IIფარნავაზ Iდიდგორის ბრძოლაპირველი მსოფლიო ომივეფხისტყაოსანიუფლისციხეიაკობ გოგებაშვილივაჟა-ფშაველასულხან-საბა ორბელიანიზედსართავი სახელისაქართველოს ისტორიაჩუტყვავილააჭარაქუნთრუშაბაგრატ III (საქართველოს მეფე)საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიბახტრიონი (პოემა)საქართველოს გეოგრაფიაარსებითი სახელიკავკასიაავსტრალიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024