საქართველოს საფეხბურთო თასი

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს თასი)

საქართველოს საფეხბურთო თასი — ყოველწლიური სათასო გათამაშება ქართულ საფეხბურთო გუნდებს შორის, რომელსაც ატარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. თასი არის რანგით მეორე საფეხბურთო შეჯიბრი საქართველოში ეროვნული ლიგის შემდეგ. ტურნირი ქართველი ფეხბურთელის – დავით ყიფიანის სახელს ატარებს და მისი სპონსორია კომპანია „ყაზბეგი“.

საქართველოს საფეხბურთო თასი
დაარსდა 1990
რეგიონი საქართველოს დროშა საქართველო
ყველაზე ტიტულ. გუნდი დინამო თბილისი (13-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული საბურთალო თბილისი (3-ჯერ)

ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია „დინამო თბილისი“, რომელმაც 13-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „საბურთალო თბილისი“.

გათამაშების ფორმატი დაარსების დღიდან იცვლებოდა: 1990-იან წლებში გათამაშების ფორმატი ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა უმნიშვნელოდ − ასპარეზობა ხან საკვალიფიკაციო ეტაპით იწყებოდა, ხან პირდაპირ პლეი-ოფიდან. 2001 წლიდან გათამაშება დაიწყო შესარჩევი ეტაპიდან, სადაც გუნდები დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში იყვნენ განაწილებულნი, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ პლეი-ოფი მეთექვსმეტედფინალით იწყებოდა. 2004–06 წლებში საკვალიფიკაციო ეტაპები გაუქმდა და პირდაპირ პლეი-ოფიდან დაიწყო ტურნირი. 2006 წელს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ინიციატივით გათამაშება ჯგუფურ ეტაპად ჩატარდა. ასეთმა ფორმატმა ორი სეზონი იარსება. 2008 წლიდან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ყაზბეგის გათამაშება კვლავ ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს.

საქართველოს თასის გათამაშება 1990 წლიდან იღებს სათავეს. იგი ტარდება ეროვნული ჩემპიონატის დაარსების დღიდან და ჩემპიონატის პარალელურად ტარდება. 2007 წელს თასი დაზიანდა, მაგრამ დამზადდა ახალი ტიტული.

თასის მფლობელები ევროპაში

რედაქტირება

საქართველოს თასის მფლობელები თავდაპირველად უეფა-ს თასების მფლობელთა თასზე, შემდეგ კი უეფა-ს თასზე გამოდიოდნენ, თუმცა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევდნენ. 2004 წელს წარმატებას მიღწია საქართველოს თასის მფლობელმა და ჩემპიონატის მეორე ადგილოსანმა – „დინამო თბილისმა“, რომელიც უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც ყველა თამაში წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა[1].

2006 წელს, უეფას თასზე თასის მფლობელმა „ამერმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ბერლინის „ჰერტას“, თუმცა საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა ანგარიშით 2–3[2].

ფინალები

რედაქტირება
სეზონიგამარჯვებულიანგარიშიდამარცხებული
1990გურია (1)1–0 დ.დცხუმი სოხუმი
1991–92დინამო თბილისი (1)3–1ცხუმი სოხუმი
1992–93დინამო თბილისი (2)4–2დინამო ბათუმი
1993–94დინამო თბილისი (3)1–0მეტალურგი რუსთავი
1994–95დინამო თბილისი (4)1–0დინამო ბათუმი
1995–96დინამო თბილისი (5)1–0 დ.დდინამო ბათუმი
1996–97დინამო თბილისი (6)1–0დინამო ბათუმი
1997–98დინამო ბათუმი (1)2–1 დ.დდინამო თბილისი
1998–99ტორპედო ქუთაისი (1)0–0 დ.დ; პენ.4–2სამგურალი წყალტუბო
1999–2000ლოკომოტივი თბილისი (1)0–0 დ.დ; პენ.4–2ტორპედო ქუთაისი
2000–01ტორპედო ქუთაისი (2)0–0 დ.დ; პენ.4–3ლოკომოტივი თბილისი
2001–02ლოკომოტივი თბილისი (2)2–0ტორპედო ქუთაისი
2002–03დინამო თბილისი (7)3–1სიონი ბოლნისი
2003–04დინამო თბილისი (8)2–1ტორპედო ქუთისი
2004–05ლოკომოტივი თბილისი (3)2–0ზესტაფონი
2005–06ამერი თბილისი (1)2–2 დ.დ; პენ.4–3ზესტაფონი
2006–07ამერი თბილისი (2)1–0ზესტაფონი
2007–08ზესტაფონი (1)2–1ამერი თბილისი
2008–09დინამო თბილისი (9)1–1 დ.დ; პენ.2–0ოლიმპი რუსთავი
2009–10ვიტ ჯორჯია (1)1–0დინამო თბილისი
2010–11გაგრა (1)1–0 დ.დტორპედო ქუთაისი
2011–12დილა გორი (1)4–1ზესტაფონი
2012–13დინამო თბილისი (10)3–1ჩიხურა საჩხერე
2013–14დინამო თბილისი (11)2–1ჩიხურა საჩხერე
2014–15დინამო თბილისი (12)5–0სამტრედია
2015–16დინამო თბილისი (13)1–0სიონი ბოლნისი
2016ტორპედო ქუთაისი (3)2–1მერანი მარტვილი
2017ჩიხურა საჩხერე (1)0–0 დ.დ; პენ.4–3ტორპედო ქუთაისი
2018ტორპედო ქუთაისი (4)2–2 დ.დ; პენ.4–2გაგრა
2019საბურთალო თბილისი (1)3–1ლოკომოტივი თბილისი
2020გაგრა (2)0–0 დ.დ; პენ.5–3სამგურალი წყალტუბო
2021საბურთალო თბილისი (2)1–0სამგურალი წყალტუბო
2022ტორპედო ქუთაისი (5)2–0ლოკომოტივი თბილისი 2
2023საბურთალო თბილისი (3)1–0დინამო ბათუმი

სტატისტიკა კლუბების მიხედვით

რედაქტირება
კლუბიგამარჯვებულიფინალისტიგამარჯვების წლებიფინალისტობის წლები
დინამო თბილისი1321992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004, 2009, 2013, 2014, 2015, 2016 (გ)1998, 2010
ტორპედო ქუთაისი551999, 2001, 2016 (შ), 2018, 20222000, 2002, 2004, 2011, 2017
ლოკომოტივი თბილისი322000, 2002, 20052001,2019
საბურთალო თბილისი302019, 2021, 2023
ამერი თბილისი212006, 20072008
გაგრა212011, 20202018
დინამო ბათუმი1519981993, 1995, 1996, 1997, 2023
ზესტაფონი1420082005, 2006, 2007, 2012
ჩიხურა საჩხერე1220172013, 2014
გურია101990
ვიტ ჯორჯია102010
დილა გორი102012
სამგურალი წყალტუბო031999, 2020, 2021
ცხუმი სოხუმი021990, 1992
რუსთავი021994, 2009
სიონი ბოლნისი022003, 2016 (გ)
სამტრედია012015
მერანი მარტვილი012016 (შ)
ლოკომოტივი თბილისი 2012022


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „UEFA Cup 2004-05“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი 2017.
  2. „UEFA Cup 2006-07“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი 2017.
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძემთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუსულთმოფენობაჩეხეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საბა ლობჟანიძეხვიჩა კვარაცხელიაგიორგი ქოჩორაშვილიარდა გიულერიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძეფეხბურთის წესებივილი სანიოლილიონელ მესიზურიკო დავითაშვილიგურამ კაშიაპორტუგალიაკატეგორია:ქართული გვარებიფეხბურთიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდიდგორის ბრძოლამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოპეპეგიორგი ქვილითაიალაზებიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ოთარ კიტეიშვილისაბა საზონოვითამაშგარექვეყნების სიაანზორ მექვაბიშვილი