ზესტაფონი (საფეხბურთო კლუბი)

ქართული საფეხბურთო კლუბი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზესტაფონი (მრავალმნიშვნელოვანი).

„ზესტაფონი“საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზესტაფონიდან, შეიქმნა 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით. იმავე, 2004 წელს, „ზესტაფონის“ მთავარი გუნდი ჩაერთო საქართველოს XIV-ე ეროვნულ ჩემპიონატში, უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის.

ზესტაფონი
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი
მეტსახელი ზესტა, ფეროელები, მარგველები
დაარსდა 18 ივნისი, 2004
სტადიონი დავით აბაშიძის სტადიონი
ზესტაფონი, საქართველო
(ტევადობა: 4600)
მწვრთნელი საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე
კაპიტანი საქართველოს დროშა ჯაბა დვალი
ლიგა ლიგა 3
ლიგა 3 (2022)

მე-15 ადგილი (დაქვეითდა)

საიტი = http://fczestafoni.ge
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

სადღეისოდ, საფეხბურთო კლუბის სისტემაში მთავარ გუნდთან ერთად შედიან: „ზესტაფონი–2“ (საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დუბლიორთა ტურნირის მონაწილე) და ჭაბუკთა გუნდები.

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ გარემონტდა დავით აბაშიძის სტადიონი, დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი სათამაშო მოედანი, მინდორზე დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, მიმდიანრეობს კლუბის ბაზის მშენებლობა და ა. შ.

საწყისი წლები

რედაქტირება
ქალაქ ზესტაფონის ნაკრები, 1923 წელი, გუნდის შემადგენლობა (მარცხნიდან მარჯვნივ): ბუხუტი გამცემლიძე, ვასილ ცნობილაძე, გიორგი ბუბაშვილი, ბიჭიკო ერაძე, გოგი ლაშხიანი, ლადო უზლავა, ალიოშა ბარდაველიძე, სანდრო ჭინჭარაძე, სერგო ჩხეიძე, კოტე ლალიაშვილი, სერგო ზაქარიაძე.

ფეხბურთს ზესტაფონში თამაშობდნენ XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საჯარო სკოლა) აღსაზრდელები. ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი). პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში, ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1. 20-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს. 30-იან წლებში ზესტაფონში შეიქმნა ორი საფეხბურთო გუნდი — „მერცხალი“ და „ლოკომოტივი“, რომლებმაც მრავალჯერ მიიღეს მონაწილეობა შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.

მეტალურგი

რედაქტირება
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, „მეტალურგი“, 1970 წელი

ახალი ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ამოქმედდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა[1]. სწორედ ქარხნის პროფკომიტეტის ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. გუნდს ეწოდა „მეტალურგი“. 1938 წლის აგვისტოში „მეტალურგმა“ მონაწილეობა მიიღო ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება „მეტალურგი“-ს საკავშირო ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მოსკოვის „ელექტროსტალი“, სტალინგრადის „კრასნი ოქტიაბრი“, ლენინგრადის „მეტალურგი“ და მხოლოდ ფინალში დამარცხდა „სერპ ი მოლოტი“-ის გუნდთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის „მეტალურგი“ ჩაერთო საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობდა 1989 წლის ჩათვლით.

მარგვეთი

რედაქტირება
ქსაქართველოს ვიცე-ჩემპიონი, უეფა-ს თასის მონაწილე, ს.კ. „მარგვეთი“ ,1996.

1990 წელს საქართველო გავიდა საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობიდან, შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და დაიწყო საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი.

1990 წელს ზესტაფონში შეიქმნა ახალი კლუბი — საფეხბურთო კლუბი „მარგვეთი“, რომელმაც დაიკავა „მეტალურგის“ ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ჯგუფში და პირველივე წელს გადავიდა უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში „მარგვეთი“ საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. 1996 წელს „მარგვეთი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობას უფლება მიიღო. ფინანსური პრობლემების გამო 1998 წელს კლუბი დაიშალა.

1999—2004 წლებში კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი „მეტალურგი“, რომელმაც 2001–2003 წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაში. თუმცა ეს გუნდიც დაიშალა.

ზესტაფონი

რედაქტირება

2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა ახალი გუნდი — საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“. „ზესტაფონმა“ არსებობის პირველ სამ წელიწადში ეროვნულ ჩემპიონატებში მე-5 და ორჯერ მე-4 ადგილი დაიკავა და ზედიზედ სამჯერ მონაწილეობდა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში.

2008 წლის 16 მაისს, საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალში დაამარცხა თბილისის „ამერი“ 2:1 და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა. 2010-2011 წლების სეზონში ზესტაფონი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. გუნდმა ეს ტიტული მომდევნო სეზონშიც დაიცვა.[2]

სტადიონი

რედაქტირება
ცენტრალური სტადიონი

ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა, რომელიც აშენებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ, ფუნქციონირება დაიწყო 1952 წელს. თუმცა რამდენიმე მატჩი მშენებარე სტადიონზე ჩატარდა ოფიციალური გახსნის წინა, 1951 წელსაც. 1981 წელს არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გადაიხურა დასავლეთის და აგებულ იქნა აღმოსავლეთის ტრიბუნა, რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა გაიზარდა 8 000 ადგილამდე.

2004 წელს კლუბ „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მიზანია არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება.

2005 წლის ზაფხულში სტადიონზე ჩატარდა მინდვრის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები. დამონტაჟდა გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი ახალი სადრენაჟო სისტემა, ამერიკული ფირმა „რაინბიორდის“ სარწყავი სისტემა, რომელიც წარმატებით გამოიცადა 2004 წელს პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონზე. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია მინდვრის საფარი – თურქული ფირმა „ჩიმექსის“ მიერ დამზადებული „ნატურალური მწვანე ხალიჩა“. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული „ბეშიქთაშისა“ და „ფენერბაჰჩეს“ მშობლიურ არენებზე, ასევე რუსთავის „მეტალურგის“ სტადიონზე. კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილია კლუბისათვის ახალი ბაზის აშენება, ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება და სხვა.[3]

2010 წლის 9 აპრილს სტადიონს მიენიჭა დავით აბაშიძის სახელი.

მიღწევები

რედაქტირება

გუნდის ფერები

რედაქტირება
ნაცრისფერითეთრი

ფეხბურთელები

რედაქტირება

შემადგენლობა 2014/15

რედაქტირება

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარე  საქართველოდავით კუპატაძე
2მცველი  საქართველოდავით მთივლიშვილი
5მცველი  საქართველომირიან რობაქიძე
6ნახევარმცველი  საქართველოგიორგი ვასაძე
7ნახევარმცველი  საქართველოდავით რაჟამაშვილი
8ნახევარმცველი  საქართველოივანე ხაბელაშვილი
10თავდამსხმელი  საქართველოგიორგი ილურიძე (კაპიტანი)
17თავდამსხმელი  საქართველოირაკლი სიხარულიძე
18მცველი  საქართველოდავით ლომაია
22ნახევარმცველი  საქართველოვაჟა ნემსაძე
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
28მეკარე  საქართველოგია მახათაძე
33მცველი  საქართველოოთარ ხიზანეიშვილი
42თავდამსხმელი  ნიგერიაჯონ ჯერემია
70თავდამსხმელი  საქართველოგიორგი ბერიძე
77მცველი  საქართველოლაშა მჭედლიშვილი
80ნახევარმცველი  საქართველოზვიად სიხარულია
99თავდამსხმელი  საქართველოგურამ სამუშია
-მცველი  საქართველომიხეილ ვაჭარაძე
-თავდამსხმელი  საქართველოარჩილ მესხი (იჯარით თბილისის დინამოდან)

იჯარით წასული ფეხბურთელები

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე

2014/2015 წლის ტრანსფერები

რედაქტირება

მოვიდნენ

რედაქტირება
პოზ.ფეხბურთელიყოფილი კლუბი
მცველი ოთარ ხიზანეიშვილი თავისუფალი აგენტი
მცველი გიორგი ხიდეშელი თავისუფალი აგენტი
მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი** მაჭახელა ხელვაჩაური
მცველი ოთარ ხიზანეიშვილი სიონი ბოლნისი
მცველი დავით ლომაია ზუგდიდი
მცველი დავით მთივლიშვილი ლოკომოტივი თბილისი
მცველი გიორგი ჩიხრაძე დაუგავა დაუგავპილსი
მცველი ფირუზ მარაქველიძე დინამო-2 თბილისი
ნახევარმცველი ლაშა გვალია ურალი
ნახევარმცველი გურამ სამუშია** ზუგდიდი
ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი** დილა გორი
ნახევარმცველი გიორგი ვასაძე მეტალურგი რუსთავი
ნახევარმცველი ივანე ხაბელაშვილი მეტალურგი რუსთავი
ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი სასკო
ნახევარმცველი ზვიად სიხარულია ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი ნოდარ გაჩეჩილაძე ჩხერიმელა ხარაგაული
ნახევარმცველი გიორგი ბერიძე დილა გორი
ნახევარმცველი პავლე ხორგუაშვილი თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი მათე კვირკვია ვიტ ჯორჯია
ნახევარმცველი ვაჟა ნემსაძე ალგეთი მარნეული
თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი ყარაბაღი აღდამი
თავდამსხმელი ჯაბა დვალი დინამო თბილისი
თავდამსხმელი ბექა ტუღუში ტორპედო ქუთაისი
თავდამსხმელი გიორგი ილურიძე ერმისი ლარნაკა
თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე
თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე მეტალურგი რუსთავი
თავდამსხმელი ჯონ ჯერემია გაგრა
თავდამსხმელი არჩილ მესხი* დინამო თბილისი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

რედაქტირება
პოზ.ფეხბურთელიახალი კლუბი
მეკარე კახაბერ მეშველიანი სამტრედია
მეკარე ბოიან პავლოვიჩი თავისუფალი აგენტი
მცველი ზაზა ჭელიძე გომელი
მცველი გიორგი გურული შუქურა ქობულეთი
მცველი ოთარ ხიზანეიშვილი სიონი ბოლნისი
მცველი თეიმურაზ ღონღაძე ჩიხურა საჩხერე
მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი სპარტაკი ცხინვალი
მცველი თედორე გრიგალაშვილი სამტრედია
მცველი თორნიკე გრიგალაშვილი სამტრედია
მცველი გიორგი ხიდეშელი დილა გორი
მცველი რენე ფერეირა დინამო თბილისი
ნახევარმცველი ნაემეკა აჯურუ თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი იგორ იელიჩი თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე სამტრედია
ნახევარმცველი რევაზ გეწაძე სამტრედია
ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი ბექა კაკუშაძე სამგურალი წყალტუბო
ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი სასკო თბილისი
ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი დინამო თბილისი
ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე სიონი ბოლნისი
ნახევარმცველი ლევან შარიქაძე სამტრედია
ნახევარმცველი მიხეილ სარდალიშვილი ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი ავთო ენდელაძე ზუგდიდი
ნახევარმცველი ლაშა გვალია დილა გორი
თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი დინამო ბათუმი
თავდამსხმელი ნიკოლოზ საბანაძე თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი ბექა ტუღუში ტორპედო ქუთაისი
თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი ფლამურტარი
თავდამსხმელი ირაკლი ქობალია თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი ჯაბა დვალი დაჩია კიშინიოვი
თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე სამტრედია
თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე დინამო თბილისი
თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია თავისუფალი აგენტი

* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.

ცნობილი ფეხბურთელები

რედაქტირება

მთავარი კატეგორია:ზესტაფონის ფეხბურთელები

გოლები უმაღლეს ლიგაში

რედაქტირება

ბომბარდირები სეზონის მიხედვით

რედაქტირება
წელიფეხბურთელიქვეყანაგოლები
2013-14ნიკოლოზ საბანაძე  საქართველო8
2012-13თორნიკე გორგიაშვილი  საქართველო5
2011-12ჯაბა დვალი  საქართველო20
2010-11ნიკოლოზ გელაშვილი  საქართველო18
2009-10ნიკოლოზ გელაშვილი  საქართველო16
2008-09ნიკოლოზ გელაშვილი  საქართველო20
2007-08ჟილვან ვიეირა  ბრაზილია12
2006-07გოგი ფიფია  საქართველო13
2005-06ზურაბ იონანიძე საქართველო12

ყველა დროის ბომბარდირები

რედაქტირება
სახელიპოზიციაქვეყანაწლებიგოლი
ნიკოლოზ გელაშვილითავდამსხმელი 2008–201163
ზურაბ იონანიძეთავდამსხმელი 2005–200948
ჯაბა დვალითავდამსხმელი 2010–201245
რატი წინამძღვრიშვილითავდამსხმელი 2008–201324
თორნიკე გორგიაშვილინახევარმცველი 2005–201321
გოგი ფიფიანახევარმცველი 2005–201121
შოთა გრიგალაშვილინახევარმცველი 2009–201218

გოლები ნომრების მიხედვით

რედაქტირება
გოლი Nºსახელიქვეყანათარიღი
1გიორგი ქურციკიძე 2 აგვისტო, 2004
100ზურაბ იონანიძე 18 ნოემბერი, 2006
200ნიკოლოზ გელაშვილი 2 ნოემბერი, 2008
300ნიკოლოზ გელაშვილი 29 აგვისტო, 2010
400ზაალ ელიავა 14 დეკემბერი, 2011

ზესტაფონის მწვრთნელები

რედაქტირება
პერიოდიმწვრთნელიტიტ. რაოდ.ტიტული
2013 — გია გეგუჩაძე
2013 რატკო დოსტანიჩი
2012 — 2013 კახაბერ კაჭარავა
2012 ზაზა ზამთარაძე
2011 — 2012 გია ჭიაბრიშვილი2საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს სუპერთასი
2008 — 2011 გია გეგუჩაძე1საქართველოს ჩემპიონი
2006 — 2008 თემურ მახარაძე1საქართველოს თასი
2006 მერაბ კოჭლაშვილი
2005 — 2006 კობა ჟორჟიკაშვილი
2004 — 2005 ვლადიმირ ზემლიანოი

სეზონები

რედაქტირება
სეზონილიგაადგ.თ.გტგშთასიევროპაშენიშვნა
2004–05უმაღლესი ლიგა53616515384853ფინალისტი
2005–064301875442261ფინალისტი
2006–074261691551157ფინალისტი
2007–083261853561659გამარჯვებულიინტერტოტოს თასის პირველი ეტაპი
2008–09430164104327521/4 ფინალიუეფა–ს თასის პირველი სკვალიფიკაციო ეტაპი
2009–10336191075833671/4 ფინალიუეფა–ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
2010–111362466721978ნახევარფინალიუეფა–ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
2011–121362475733379ფინალისტიუეფა–ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

უეფა–ს ევროპის ლიგის პლეი–ოფი

2012–13532126143538421/16 ფინალიუეფა–ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
2013–1423219584823621/8 ფინალიუეფა-ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
2014–15163068164061261/8 ფინალიდისკვალიფიკაცია
2018რეგიონული ლიგა4281729603323/30მეორე რაუნდი
201922720521002923/421/16-ფინალიაზღევდა ლიგა 4-ში
2020ლიგა 4614446222016მეორე რაუნდი
20212362394762741/371/16-ფინალიაზღევდა ლიგა 3-ში
2022ლიგა 315304323187715მეორე რაუნდი
2023133061113334629პირველი რაუნდი
2024მეორე რაუნდი


ყველა შეჯიბრის სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 19 იანვარი 2014
შეჯიბრისეზონიმატჩიმოგებაფრეწაგებაგტგშქულა
საქართველოს უმაღლესი ლიგა103051706372493262573
საქართველოს თასი106740141312350134
საქართველოს სუპერთასი33111324
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა26123695
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა414446271616
უეფა–ს ინტერტოტოს თასი12101233

ევროთასებზე

რედაქტირება
სეზონიშეჯიბრიეტაპიქვეყანაკლუბიშინგასვლითი
2007უეფა–ს ინტერტოტოს თასი1Q ტობოლი2–00–3
2008–09უეფა-ს თასი1Q დიორი ეტო1–21–1
2009–10უეფა-ს ევროპის ლიგა1Q ლისბერნი6–05–1
2Q ჰელსინგბორგი1–22–2
2010–11უეფა-ს ევროპის ლიგა1Q ფაეტანო5–00–0
2Q დუკლა ბანსკა–ბისტრიცა3–00–1
3Q კარპატი ლვოვი0–10–1
2011–12უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა2Q დაჩია კიშინიოვი3–00–2
3Q შტურმი გრაცი1–10–1
2011–12უეფა-ს ევროპის ლიგაპლეი-ოფი ბრიუგე3–30–2
2012–13უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა2Q ნეფთჩი ბაქო2–20–3
2014–15უეფა-ს ევროპის ლიგა2Q სპარტაკი ტრნავა0–00–3

უეფა–ს კლუბების რეიტინგში

რედაქტირება
განახლდა: 19 იანვარი 2014[4]
ადგილიქვეყანაკლუბიკოეფიციენტი
233 მალმე6.265
234 კალმარი6.265
235 ზესტაფონი5.975
236 სლავენი ბელუპო5.925
237 რუხი ხოჟუვი5.775

მატჩები უმაღლეს ლიგაში

რედაქტირება
განახლდა: 19 იანვარი 2014
სახელიპოზიციაქვეყანაწლებიმატჩები
როინ კვასხვაძემეკარე 2005–155
ალექსი ბენაშვილინახევარმცველი 2005–2013136
გიორგი ხიდეშელიმცველი 2005–2013116
სევასტი თოდუამცველი 2005–2010116
თორნიკე აფციაურინახევარმცველი 2010–2013114
ზურაბ იონანიძეთავდამსხმელი 2005–2010113
თორნიკე გრიგალაშვილინახევარმცველი 2005–2013112
ზაალ ელიავამცველი 2009–2012108
ირაკლი ძარიანახევარმცველი 2005–2011108
ნიკოლოზ გელაშვილითავდამსხმელი 2007–2011107
შოთა გრიგალაშვილინახევარმცველი 2009–2012101
მურთაზ დაუშვილინახევარმცველი 2005–201199
ჯაბა დვალითავდამსხმელი 2009–201298

ტექნიკური შტაბი

რედაქტირება
პოზიციასახელი
ვიცე პრეზიდენტი ვასილ გველესიანი
სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი
პრეს ატაშე სერგო ფუტკარაძე
ექიმი ოთარ მაღლაფერიძე
ადმინისტრატორი ალექსანდრე (უჩა) კიკნაველიძე
ვიდეო ოპერატორი თემურ კვინიკაძე
მასაჟისტი ზაზა გოგლიჩიძე
მასაჟისტი თემურ გამყრელიძე
მძღოლი გიორგი ძაბირაძე[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ზესტაფონის პარტნიორი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-27. ციტირების თარიღი: 2014-01-19.
  2. ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-27. ციტირების თარიღი: 2014-01-19.
  3. სტადიონი დაარქივებული 2011-07-08 საიტზე Wayback Machine. .
  4. უეფა–ს კლუბების რეიტინგი 2014. uefa.com. ციტირების თარიღი: 2014-01-19.
  5. პერსონალი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. .


🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძემთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუსულთმოფენობაჩეხეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საბა ლობჟანიძეხვიჩა კვარაცხელიაგიორგი ქოჩორაშვილიარდა გიულერიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძეფეხბურთის წესებივილი სანიოლილიონელ მესიზურიკო დავითაშვილიგურამ კაშიაპორტუგალიაკატეგორია:ქართული გვარებიფეხბურთიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდიდგორის ბრძოლამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოპეპეგიორგი ქვილითაიალაზებიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ოთარ კიტეიშვილისაბა საზონოვითამაშგარექვეყნების სიაანზორ მექვაბიშვილი