ოქსიმორონი

ოქსიმორონი (ბერძნ. oxymoron — გონებამახვილური სისულელე < oxy- მჭრელი, ბასრი, მახვილი და moron — უგუნურება) — სტილისტური ხერხი, ტროპის სახე; ემყარება ერთმანეთთან „შეუთავსებელ“, ურთიერთგამომრიცხავ ცნებათა დაკავშირებას, კონტრასტული ნიშნის გადატანას, რითაც ახალი ცნება ან ახალი წარმოდგენა იქმნება. ოქსიმორონი ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივ მეტყველებაში („მშრალი ღვინო“, „მჭევრმეტყველი დუმილი“ და სხვა), რიტორიკასა და მხატვრულ ლიტერატურაში.

Oxymoron ავტ. ეიკ ჰიდენი

მაგ., „თვალნო ლამაზნო, ვინ უძლს თქვენსა ძლიერს ბასრობას,თუ არა სჭვრეტდეს თქვენგან სიკვდილში თვით უკვდავებას?“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი)

„შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო, შენგან აროდეს მომესვენება“ (გიორგი ლეონიძე)

„დუმილი რეკავს“ (მუხრან მაჭავარიანი)

ოქსიმორონია ზოგიერთი ნაწარმოების სათაური: „ცოცხალი ლეში“ (ლევ ტოლსტოი), „ოპტიმისტური ტრაგედია“ (ვსევოლოდ ვიშნევსკი), „მზიანი ღამე“ (ნოდარ დუმბაძე).

ოქსიმორონი პარადოქსის ერთ-ერთი სახეა. მისი მხატვრული ფუნქციაა მოულოდნელობის ეფექტის შექმნა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გაჩეჩილაძე ს., ქსე, ტ. 7, გვ. 615-616, თბ., 1984
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებამონტენეგრომემარჯვენეობაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოქვეყნების სიადავით IV აღმაშენებელიილია ჭავჭავაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ვახტანგ I გორგასალითამარ მეფემეორე მსოფლიო ომიდიდგორის ბრძოლაჩუტყვავილაქუნთრუშაგიორგი მიქაუტაძეპირველი მსოფლიო ომითბილისიერეკლე IIევროპის სახალხო პარტიაშოთა არველაძექართული დამწერლობაევროპის პარლამენტივეფხისტყაოსანიიოსებ სტალინივაჟა-ფშაველამარინ ლე პენიაჭარამემარცხენეობაცოტნე დადიანიკარლეს პუჩდემონისეტყვადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაევროკავშირისაქართველოს გეოგრაფიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიფარნავაზ Iაკაკი წერეთელი