მოციქულები

მოციქულებისახარების მიხედვით, იესო ქრისტეს რჩეული 12 მოწაფე, მისი მუდმივი თანამგზავრები, ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტიანულ საზოგადოებათა მეთაურები. მოციქულები იყვნენ: სიმონ-პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იაკობ ზებედესი, იოანე ღვთისმეტყველი, მათე, ფილიპე, ნათანიელ-ბართლომე, თომა, იაკობ ალფესი, იუდა იაკობის (თადეოსი), სვიმონ კანანელი, იუდა ისკარიოტელი.როდესაც იუდამ იესო გასცა და მერე თავი ჩამოიხრჩო, თერთმეტმა მოციქულმა მის ნაცვლად კენჭისყრით ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთი — მატათა აირჩია. მოციქულები მოღვაწეობდნენ იერუსალიმში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს. სვიმონ კანანელი საქართველოში ეწამა, იგი ახალი ათონის მთაზე დაუკრძალავთ. მოციქულების თემას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქრისტიანულ ხელოვნებაში.

თორმეტი მოციქულის რუსული ხატი, XIV საუკუნე

გადატანითი მნიშვნელობით მოციქულები ეწოდება რომელიმე იდეის, მოძღვრების თავგადადებულ მიმდევარს.

ლიტერატურა რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაქართული დამწერლობათბილისიქართლის გაქრისტიანებაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოდავით IV აღმაშენებელიილია ჭავჭავაძეთამარ მეფეკორუფციადედამიწააღდგომავახტანგ I გორგასალიქუნთრუშავეფხისტყაოსანიასტრიდ ლინდგრენიმეორე მსოფლიო ომივაჟა-ფშაველადედამიწის დღეფარნავაზ Iპირველი მსოფლიო ომიბზობაქვეყნების სიანიკო ფიროსმანიევროპის პარლამენტირეზოლუციაერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისულხან-საბა ორბელიანისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკა26 აპრილილიბერალიზმიდიდგორის ბრძოლაევროკავშირისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიუქმე დღეები საქართველოში