კეთი ბეიტსი

კეთლინ დოილი „კეთი“ ბეიტსი (ინგლ. Kathy Bates; დ. 28 ივნისი, 1948) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. 1970-1980-იან წლებში რამდენიმე უმნიშვნელო როლი მიიღო კინოსა და ტელევიზიაში, ხოლო პოპულარობა შესძინა ენი უილქსის როლმა ფილმში „მიზერი“ (1990), რისთვისაც მიენიჭა „ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის“ და პრემია „ოქროს გლობუსი“.[1] კინოკარიერაში მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე შესრულებული როლები ფილმებში: „შემწვარი მწვანე პომიდვრები“ (1991) და „დოლორეს კლეიბორნი“ (1995). მცირე როლი მიიღო ჯეიმზ კამერონის გახმაურებულ კინოფილმში „ტიტანიკი“. ამ პერიოდში ბეიტსმა მოღვაწეობა დაიწყო როგორც რეჟისორმა, უმეტესწილად სატელევიზიო მიმართულებით.

კეთი ბეიტსი

კეთი ბეიტსი 2015 წელს
დაბადების სახელი კეთლინ დოილი ბეიტსი
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1948
მემფისი
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
აქტიური 1971–დღემდე
მეუღლე(ები) ტონი კემპიზი (1991–1997)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

1990 — მიზერი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში

1990 — მიზერი

უფრო ადრე, კერძოდ 1983 წელს ბეიტსმა მიიღი ნომინაცია ტონის ჯილდოზე ბროდვეის სპექტაკლში თამაშისთვის — „ღამე, დედა“. 1998 წელს ბეიტსმა როლი მიიღო ფილმში „ძირითადი ფერები“, რისთვისაც მიენიჭა აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემია ქალი მეორეხარისხოვანი როლისთვის და ნომინაცია ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.

2002 წელს ითამაშა ფილმში „შმიდტის შესახებ (2002)“, რისთვისაც აგრეთვე წარადგინეს ოსკარის პრემიაზე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში. ბეიტსის ტელევიზიაში ყოფნამ და მოღვაწეობამ მოუტანა მას 8 ნომინაცია ემის პრემიაზე. 2003 წელს დაუსვეს დიაგნოზი — საკვერცხის კიბო, თუმცა მსახიობმა განაცხადა, რომ იგი მთლიანად გამოჯანმრთელდა.[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

კეთი ბეიტსი დაიბადა ტენესის შტატის ქალაქ მემფისში, დედამისის – დიასახლისის ბერტი კეთლინისა და მამამისის ინჟინერ-მექანიკოსის – ლენგდონ დოილი ბეიტსის ოჯახში. პაპამისი მამის მხრიდან, პროფესიით ადვოკატი იყო, დიდი დიდი პაპა კი იმიგრანტი ირლანდიიდან, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ენდრუ ჯექსონის კარზე პირად ექიმად მუშაობდა. ბეიტსმა მემფისში დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო მოგვიანებით სწავლა განაგრძო სამხრეთ მეთოდისტურ უნივერსიტეტში, სადაც დახელოვანდა თეატრალური განხრით. 1970 წელს საცხოვრებლად ქალაქ ნიუ-იორკში გადავიდა რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა.

აღსანიშნავია ლენფორდ უილსონის პიესაში „მეხუთე ივლისი“ და რობერტ ოლტმენის ფილმში „მოდი ჩემთან შეხვედრაზე, ჯიმი დინ, ჯიმი დინ“ შესრულებული როლები. 1983 წელს ბეიტსმა მიიღი ნომინაცია ტონის ჯილდოზე ბროდვეის სპექტაკლში თამაშისთვის — „ღამე, დედა“. კინოდებიუტი შედგა 1971 წელს მილოშ ფორმანის კომედიური ჟანრის ფილმში „აწყვეტა“.

1978 წელს დასტინ ჰოფმანთან ერთად ითამაშა ფილმში „საცდელი დრო“ (მათ ერთად თამაშო მოუწიათ აგრეთვე ფილმში „დიკ ტრეისი“, 1990). ერთბაშად ასრულებდა როლებს როგორც კინოში ასევე ტელევიზიაში. 1990 წელს ბეიტსმა მსახიობ ჯეიმზ კაანთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ოსკაროსან ფილმში „მიზერი“, რომელიც დაფუძნებულია სტივენ კინგის რომანზე. ბეიტსის მიერ შესრულებული როლი ენი უილქსის სახით იყო მნიშვნელოვანი და ამავდროულად წარმატებულიც, რამეთუ ამ როლისთვის ბეიტსმა პირველად მოიპოვა ოსკარის პრემია. 1991 წელს ჯესიკა ტენდისთან ერთად ითამაშა ცნობილ ფილმში „შემწვარი მწვანე პომიდვრები“. 1995 წელს ჯენიფერ ჯეისონ ლისთან ერთად ითამაშა ფილმში „დოლორეს კლეიბორნი“, რომელიც ფილმ „მიზერის“ მსგავსად, სტივენ კინგის ნაწარმოებზე იყო გადაღებული. 1990-იან წლებში შესრულებული კინოროლებიდან აღსანიშნავია: „ტიტანიკი“ (1997), „ძირითადი ფერები“ (1998), „დედიკოს ბიჭი“ (1998) და სხვ. ოსკარზე მესამე ნომინაცია ბეიტსმა მიიღო შესრულებული როლისთვის ფილმში „შმიდტის შესახებ“ (2002), სადაც მთავარ როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა.

კინოკარიერაში ოსკარზე სამჯერ იყო ნომინირებული („მიზერი“, 1990, „ძირითადი ფერები“, 1999, „შმიდტის შესახებ“, 2003), რომელთაგან მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა („მიზერი“, 1990).

საერთო ჯამში ემის პრემიაზე 8 იყო ნომინირებული. 2011 წელს ითამაშა NBC-ს ტელესერიალში „ჰარის კანონი“, რისთვისაც რიგით 8-ჯერ წარადგინეს ემის ნომინაციაზე.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1971 აწყვეტა Taking Offბობო ბეიტსი
1977–1977 ექიმები The Doctorsფილისი
1978–1978 სიყვარულის გემი The Love Boat სიყვარულის გემი
1978 საცდელი დრო Straight Time სელმა დარინი
1982 მოდი ჩემთან შეხვედრაზე, ჯიმი დინ, ჯიმი დინ Come Back to the Five and Dime, Jimmy Dean, Jimmy Dean სტელა
1983 ლამაზი წყვილი Two of a Kindავეჯის გამყიდველის ცოლი
1984–1984 ყველა ჩემი ბავშვი All My Childrenბელი
1984–1985 ერთი სიცოხლე, რომ იცოცხლო One Life to Liveეველინი
1986 ჯონი ბული Johnny Bullკეთრინი
1986 კეგნი და ლეისი Cagney & Laceyბრენდა
1986 მეორე დილას The Morning Afterქალი მატეო-სტრიტზე
1986–1987 სენტ-ელსვერი St. Elsewhereპოლი
1987–1987 დანიშნული მკვლელობა Murder Ordainedბობი
1987 ზაფხულის პაპანაქება Summer Heatრუთი
1987 ჩემი საუკეთესო მეგობარი: ვამპირი My Best Friend Is a Vampireჰელენი
1988 ართური 2 Arthur 2: On the Rocksკენდი
1989 ჩაინა-ბიჩი China Beachჟანი
1989 სიცოცხლის ნიშნები Signs of Lifeმერი ბეთ ალდერი
1989 მაღალი ფსონები High Stakesჯილი
1989 ლოს-ანჟელესის კანონი L.A. Lawშარლოტი
1990 მამაკაცები არ მიდიან Men Don't Leaveლიზა
1990 დიკ ტრეისი Dick Tracyქალბატონი გრინი
1990 თეთრი სასახლე White Palaceროზმარი
1990 მიზერი Miseryენი უილქსი
1991 ჩრდილები და ბურუსი Shadows and Fogმეძავი
1991 თამაში საღვთო ველებში At Play in the Fields of the Lordჰეზელი
1991 შემწვარი მწვანე პომიდორი Fried Green Tomatoesეველინი
1992 გზა მექამდე The Road to Meccasელზა ბარლოუ
1992 კოცნის პრელუდია Prelude to a Kissლი
1992 მეორე სუნთქვა Used Peopleბიბი
1993 ჩვენი საკუთარი სახლი A Home of Our Ownფრანსისი
1994–1994 წინააღმდეგობა The Standრაე
1993–2004 ამერიკული გამოცდილება The American Experienceმთხრობელი
1994 ჩრდილოეთი Northალასკელის დედა
1994 მშიერი კლასის წყევლა Curse of the Starving Classელა
1995 დოლორეს კლეიბორნი Dolores Claiborneდოლორეს კლეიბორნი
1995 ვესტსაიდის ვალსი The West Side Waltzმისის გუ
1995 ანგუსი Angusმეგი
1996 ეშმაკები Diaboliqueშირლი
1996 ომი სახლში The War at Homeმაურინი
1996 საბოლოო გადაწევა The Late Shiftჰელენი
1997 ზღვით წაღებულები Swept from the Seaმის სუოფერი
1997 ტიტანიკი Titanicმოლი ბრაუნი
1998 ძირითადი ფერები Primary Colorsლიბი
1998 ჯადოქრობის ეფექტი The Effects of Magicრაფაელა
1998 დედიკოს ბიჭი The Waterboyჰელენი
1998 სამოქალაქო ოქმი A Civil Actionმოსამართლე
1999 ენი Annieაგათა
1999 მზიდან მესამე პლანეტა 3rd Rock from the Sunშარლოტ
2000 ბრუნო Brunoდედა
2000 MADtv MADtvსტიუარტის ბებია
2001 ვირთხების რბოლა Rat Raceციყვი ქალი
2001 ამერიკელი გმირები American Outlawsმა ჯეიმსი
2001 მთის მეფე King of the Hillპოლიციის ოფიცერი
2002 სიყვარულით, ლაიზა Love Lizaმერი
2002 ჭრიჭინა Dragonflyბელმონტი
2002 შმიდტის შესახებ About Schmidtრობერტა ჰერცელი
2002 უსიტყვო სიყვარული Unconditional Loveგრეისი
2003–2005 ექვსი ფუტი მიწაში Six Feet Underბეტინა
2004 80 დღე დედამიწის გარშემო Around the World in 80 Days დედოფალი ვიქტორია
2004 პატარა შავი წიგნაკი Little Black Book კიპი
2004 წმინდა მეფის ლიუდოვიკის ხიდი The Bridge of San Luis Rey მარკიზა
2005 გოგონა ჰოსპიტალიდან Ambulance Girl ჯეინი
2005 დადის ხმები Rumor Has It... ჯეინი
2005 სითბოს სათავეები Warm Springs ჰელენა
2006 სიყვარული დიდ ქალაქში Failure to Launch სიუ
2006 უცნაური ნათესავები Relative Strangersაგნესა
2006 ბენევილი Bonnevilleმერჯინი
2006ანფ შარლოტის ქსელი Charlotte's Webძროხა ბიტსი
2007 ფუტკრების ფილმი Bee Movieჯანეტი
2007 ფრედ კლაუსი სანტას ძმაFred Clausკლაუსის დედა
2007 ოქროს კომპასიThe Golden Compassჰესტერი
2007 მე შენ მიყვარხარP.S. I Love Youპატრისია
2007 კვლავ შობაChristmas Is Here Againმის დოუდი
2008 მონადირეების ოჯახიThe Family That Preysშარლოტ
2008 დედამიწის გაჩერების დღეThe Day the Earth Stood Stillექიმი რეჯინა
2008 რევოლუციური გზაRevolutionary Roadჰელენ გივინგსი
2009 ძვირფასიCheriშარლოტ
2009–2009 ალისა საოცრებათა ქვეყანაშიAliceგულის დედოფალი
2009 პირადულიPersonal Effectsგლორია
2009 უხილავი მხარეThe Blind Sideმის სუი
2010 წმინდა ვალენტინის დღეValentine's Dayსუსანა
2010–2011 ოფისიThe Officeჯო
2011–2012 ჰარის კანონიHarry's Lawჰარიეტი
2011 შუაღამე პარიზშიMidnight in Parisგერტრუდა
2011 შეგიძლია არ აკოცო პატარძალსYou May Not Kiss the Brideბრაიანის დედა
2011 მთავარია არ გეშინოდეს!A Little Bit of Heavenბევერლი
2011 ორნახევარი კაციTwo and a Half Menჩარლი ჰარპერი
2014 ტემიTammy ლენორა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bagger, The (January 9, 2009). „Kathy Bates: An Oscar and a Lovely Career to Go With It“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 17, 2011.
  2. Celizic, Mike (January 9, 2009). „Kathy Bates reveals her triumph over ovarian cancer“. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 25, 2012. ციტირების თარიღი: January 17, 2011.
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძემთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუსულთმოფენობაჩეხეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საბა ლობჟანიძეხვიჩა კვარაცხელიაგიორგი ქოჩორაშვილიარდა გიულერიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძეფეხბურთის წესებივილი სანიოლილიონელ მესიზურიკო დავითაშვილიგურამ კაშიაპორტუგალიაკატეგორია:ქართული გვარებიფეხბურთიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდიდგორის ბრძოლამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოპეპეგიორგი ქვილითაიალაზებიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ოთარ კიტეიშვილისაბა საზონოვითამაშგარექვეყნების სიაანზორ მექვაბიშვილი