კევინ ბეიკონი

კევინ ნორვუდ ბეიკონი[1] (ინგლ. Kevin Norwood Bacon; დ. 8 ივლისი 1958, ფილადელფია, პენსილვანია, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. იგი ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს გამარჯვებულია, ასევე ემის პრემიის ნომინანტი[2].

კევინ ბეიკონი

კევინ ბეიკონი 2014 წელს
დაბადების სახელი კევინ ნორვუდ ბეიკონი
დაბადების თარიღი 8 ივლისი, 1958 (1958-07-08) (65 წლის)
ფილადელფია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
პროდიუსერი
აქტიური 1978–დღემდე
მეუღლე(ები) კირა სეჯვიკი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კევინ ბეიკონი დაიბადა 1958 წელს ქალაქ ფილადელფიაში. დედამისი რუთ ჰილდა იყო დამწყები სკოლის მასწავლებელი და ლიბერალი აქტივისტი, ხოლო მამამისი ედმუნდ ბეიკონი (1910-2005) ცნობილი არქიტექტორი. 17 წლის ასაკში კევინმა სახლი მიატოვა რათა მსახიობი გამხდარიყო. იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც მუშაობდა ბროდვეის თეატრში. 20 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი სცენაზე. მოგვიანებით რამდენიმე წელი იღებდა პატარა როლებს. თავდაპირველად მონაწილეობას იღებდა სერიალებსა და მცირებიუჯეტიან ფილმებში.

კევინ ბეიკონის კინოდებიუტი შედგა 1978 წელს ფილმში „ცხოველთა სახლი“. დიდ ეკრანზე „შეიჭრა“ 1984 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „თავისუფლები“, რის შემდეგ პოპულარობა მოიპოვა. შემდეგ რამდენიმე ხნით კარიერაში ვარდნა განიცადა, მანამ სანამ ოლივერ სტოუნმა არ მიიწვია ფილმში „ჯფკ“ (1991), რომელიც იყო მისთვის საეტაპო ფილმი. შემდგომ ბეიკონის კინოკარიერამ ისევ აღმავლობა განიცადა და ამჯერად დიდი ხნით. 1994 წელს მერილ სტიპთან ითამაშა ფილმში „ველური მდინარე“. ერთი წლის შემდეგ გამოდის ფილმი „აპოლონ 13“, რომელიც რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული კინოა და მოგვითხრობს ამერიკელ თავდადებულ კოსმონავტებზე. შემდეგ იყო კინოფილმები „უჩინმაჩინი“, „24 საათი“, „მდინარე მისტიკი“, „სად იმალება სიმართლე“, „ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ“ და სხვა.

სხვადასხვა დროს თამაში მოუწია ჰოლივუდის ვარსკვლავებთან: ჯეკ ნიკოლსონთან, რობერტ დე ნიროსთან, ბრედ პიტთან, ტომ კრუზთან, შონ პენთან, ტომ ჰენქსთან, მერილ სტრიპთან, ჯულია რობერტსთან და ა.შ.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1978 ცხოველთა სახლი National Lampoon's Animal Houseკიპი
1979 თავიდან დაწყება Starting Overქმარი
1979 ნიჭი The Giftტედი
1980 მთლიანობაში გმირი Hero at Largeმეორე თინეიჯერი
1980 პარასკევი 13 Friday the 13thჯეკი
1981 მხოლოდ სიცილი Only When I Laughდონი
1982 საჭაშნიკე Dinerტიმოთი
1982 42-მე Forty Deuceრიკი
1984 თავისუფლები Footlooseრენი
1986 ბროკერი Quicksilverჯეკი
1987 თეთრი წყლის ზაფხული White Water Summerვიკი
1987 ხაზის დასასრული End of the Lineევერეტი
1987 თვითმფრინავით, მატარებლით, მანქანით Planes, Trains and Automobilesტაქსის მგზავრი
1988 მას შვილი ეყოლება She's Having a Babyჯეფერსონი
1989 დამნაშავეთა კანონი Criminal Lawმარტინი
1989 დიდი სურათი The Big Pictureნიკი
1990 დედამიწის თრთოლა Tremorsვალენტინი
1990 კომაში Flatlinersდევიდი
1991 პირატები Pyratesარი
1991 კუინზის ლოგიკა Queens Logicდენისი
1991 მან თქვა, მანაც თქვა He Said, She Saidდენ ჰენსონი
1991 ჯფკ JFKუილი ო'კიფი
1991 პატარა ბიწიერი A Little Viciousმთხრობელი
1992 რამდენიმე კარგი ბიჭი A Few Good Menჯეკ როსი
1994 დაუმარცხებელი ველური The Air Up Thereჯიმი დოლანი
1994 ველური მდინარე The River Wildუეიდი
1995 მკვლელობა პირველი ხარისხის Murder in the Firstჰენრი იანგი
1995 აპოლონი13 Apollo 13ჯეკი
1995ანფ ბალტო Baltoბალტო
1996 მძინარენი Sleepersშონი
1997 სრულყოფილების პორტრეტი Picture Perfectსემი
1997 დანიშნულების ადგილი ყველგან Destination Anywhereმაიკი
1997 როგორია ტყუოდე ამერიკაში Telling Lies in Americaბილი
1998 თხრილი ჩინეთში Digging to Chinaრიკი
1998 ველურობა Wild Things სერჟანტი რეი დუკეტი
1999 ექოს გამოძახილი Stir of Echoesტომი
2000 ჩემი ძაღლი სკიპი My Dog Skipჯეკ მორისი
2000 ჩვენ დავქორწინდით მარგოზე We Married Margo საკუთარი თავი
2000 უჩინმაჩინი Hollow Manსებასტიან კეინი
2001 ნოვოკაინი Novocaineლენსი
2002 მახეში Trappedჯო
2003 მდინარე მისტიკი Mystic Riverშონ დივაინი
2003 გაჭრა In the Cut ჯონი
2004 მეტყევე The Woodsman უოლტერი
2004 გამოქვაბულში ბინადარი Cavedweller რონალდი
2005 საყვარელი ბიჭი Loverboy მარტი
2005 სილამაზის სალონი Beauty Shop ჯორჯი
2005 სად იმალება სიმართლე Where the Truth Lies ლენი
2007 სასიკვდილო განაჩენი Death Sentence ნიკი
2007 გზა და კავშირი Rails & Ties ტომ სტარკი
2008 ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავ The Air I Breathe ლავი
2008 ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ Frost/Nixon ჯეკ ბრენანი
2008 ანჯელოს გადარჩენა Saving Angelo ბრენტი
2009 მაგიური შვიდეული The Magic 7საკუთარი თავი
2009 ჩემი ერთადერთი My One and Onlyდენი
2011 თეთრი სპილო Elephant Whiteჯიმი
2011 სუპერი Superჯოკი
2011 იქს-ადამიანები: პირველი კლასი X-Men: First Classსებასტიან შოუ
2011 ეს სულელური სიყვარული Crazy, Stupid, Love.დევიდი
2012 ჯეინ მენსფილდის ავტომობილი Jayne Mansfield's Carკეროლ კოლდუელი
2013 მოჩვენებითი პატრული R.I.P.D.ბობი ჰეიესი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gary Boyd Roberts. Ten Further Hollywood Figures (or Groups Thereof). New England Historic Genealogical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 13, 2009. ციტირების თარიღი: January 2, 2008.
  2. კევინ ბეიკონის ჯილდოები IMDB
🔥 Top keywords: ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიიოანე-ზოსიმესაქართველოქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020თამარ მეფეშოტლანდიამეორე მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძედიდგორის ბრძოლაჩუტყვავილაამაღლებაგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმამადუ სახოდავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიათბილისიქართული დამწერლობაკარლეს პუჩდემონივახტანგ I გორგასალიიოსებ სტალინიქუნთრუშასალომე კორკოტაშვილიპირველი მსოფლიო ომირაბათის ციხეფრანც ბეკენბაუერიპეტრე-პავლობის მარხვანატო ვაჩნაძეჯუმბერ ლეჟავაერეკლე IIდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენავეფხისტყაოსანი