თურქმენეთის დემოგრაფია

თურქმენეთის დემოგრაფია მოიცავს თურქმენეთის მოსახლეობის დემოგრაფიულ მახასიათებლებს, როგორიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, მოსახლეობის ზრდა, ეთნიკური ჯგუფები, განათლების დონე, ჯანდაცვა, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური მიკუთვნებულობა და მოსახლეობის სხვა ასპექტები. თურქმენეთის მოსახლეობის ეთნიკურ უმრავლესობას თურქმენები შეადგენენ.

თურქმენეთის მოსახლეობის პირამიდა (2016)

დემოგრაფიული ტრენდები რედაქტირება

თურქმენეთის მოსახლეობის სიმჭიდროვე რეგიონების მიხედვით

1939 წლის 17 იანვრის აღწერის მიხედვით, თურქმენეთის მოსახლეობა 1 251 883 ადამიანს შეადგენდა. მათგან 741.5 ათასი ადამიანი თურქმენი იყო, 232.9 ათასი ადამიანი ― რუსი, 107.4 ათასი ადამიანი ― უზბეკი, 61 400 ― ყაზახი, 19 500 ― თათარი, 8 300 ― ირანელი, 5 400 ― ბელუჯი, ხოლო 75 500 ― სხვა ეროვნების.[1] 1959 წლის აღწერის მიხედვით, თურქმენეთის მოსახლეობა 1.5 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო 1995 წელს ― 4.5 მილიონ ადამიანამდე.[2] 2022 წლის მონაცემებით, თურქმენეთის მოსახლეობა 7 057 841 ადამიანს შეადგენს.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო 2008-2018 წლებში თურქმენეთი 1 879 413-მა ადამიანმა დატოვა. სამუშაოს საძიებლად უმრავლესობა რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში გაემგზავრა.[3] 2013-2019 წლებში თურქმენეთიდან რუსეთში ემიგრირებულთა რაოდენობა გაორმაგდა.[4] შედეგად, 2018 წელს თურქმენეთის ოფიციალურმა უწყებებმა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება შეუზღუდეს, რათა ემიგრაცია შეემცირებინათ.[5][6][7][8][9]

ეთნიკური ჯგუფები რედაქტირება

ცხრილში მოცემულია თურქმენეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა 1926 წლიდან 1995 წლამდე.[2] დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა სლავური ეთნიკური ჯგუფების (რუსები და უკრაინელები), ასევე, ყაზახებისა და თათრების რაოდენობა. დღეისთვის თურქმენეთში სიდიდით მეორე ეთნიკურ ჯგუფს უზბეკები შეადგენენ, ხოლო მესამე ადგილზე რუსები არიან. 2001 წლის თებერვალში აშხაბადში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 91%-ს თურქმენები შეადგენენ, 3%-ს ― უზბეკები, ხოლო 2%-ს ― რუსები. 1989 წლიდან 2001 წლამდე თურქმენების რაოდენობა თურქმენეთში თითქმის გაორმაგდა (3.5 მილიონიდან 4.9 მილიონამდე), ხოლო რუსების რაოდენობა ⅔-ით შემცირდა (334 000-დან დაახლოებით 100 000-მდე).[10]

თურქმენეთის მოსახლეობა ეთნიკური ჯგუფების მიხედვით, 1926–2012
ეთნიკური
ჯგუფი
აღწერა, 19261აღწერა, 19392აღწერა, 19593აღწერა, 19704აღწერა, 19795აღწერა, 19896აღწერა, 19957აღწერა, 20128
რაოდენობა%რაოდენობა%რაოდენობა%რაოდენობა%რაოდენობა%რაოდენობა%რაოდენობა%რაოდენობა%
თურქმენები719,79271.9741,48859.2923,72460.91,416,70065.61,891,69568.42,536,60672.03,403,63976.74,066,95985.6
უზბეკები104,97110.5107,4518.6125,2318.3179,4988.3233,7308.5317,3339.0408,2599.2275,5655.8
რუსები75,3577.5232,92418.6262,70117.3313,07914.5349,17012.6333,8929.5297,3196.7242,3075.1
ყაზახები9,4710.961,3974.969,5224.668,5193.279,5392.987,8022.588,7522.019,0040.4
აზერბაიჯანელები4,2290.47,4420.612,8680.816,7750.823,5480.933,3650.936,5860.849,8521.2
ბელუჯები9,9741.05,3960.47,6260.512,3740.618,5840.728,2800.836,4280.8
თათრები4,7690.519,5171.629,9462.036,4571.740,4321.539,2771.135,5010.8
სომხები13,8591.415,9961.319,6961.323,0541.126,6051.031,8290.933,6380.8
უკრაინელები6,8770.721,7781.720,9551.435,3981.637,1181.335,5781.023,0640.5
სხვები51,6155.238,4943.144,1062.957,0262.664,3272.378,7552.271,1681.7142,2853.1
Total1,000,9141,251,8831,516,3752,158,8802,764,8483,522,7174,434,3544,751,120
1 Source: [1]. 2 Source: [2] დაარქივებული 21 December 2012 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. 3 Source: [3]. 4 Source: [4]. 5 Source: [5]. 6 Source: [6]. 7 Source: [7] 8 Source: [8]

აზერბაიჯანელები რედაქტირება

დიდი რაოდენობით აზერბაიჯანელები თურქმენეთში XX საუკუნის ადრეული წლებიდან იწყება. აზერბაიჯანელები მასიურად გადასახლდნენ თურქმენეთში 1902 წლის შამახის მიწისძვრის შემდეგ. შამახის ბეგები ძირითადად კრასნოვოდსკსა და აშხაბადში დასახლდნენ. ბეგების სიმდიდრე თურქმენეთისთვის „ინვესტიციების ბუმი“ იყო. ბეგებმა ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობა დაიწყეს. მოკლე პერიოდში სასტუმროები, სახლები, ჩაიხანები, ქარავანსერაები, მეჩეთები, მედრესები, სკოლები და თეატრები აშენდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის დროისთვის თურქმენეთში 36 000 აზერბაიჯანელი ცხოვრობდა. ამჟამად მათი რაოდენობა 52 000-ს აღემატება.

რუსები რედაქტირება

2000 წლის აღწერის მიხედვით, თურქმენეთში 297 913 რუსი ცხოვრობდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 4%-ს უტოლდება. რუსების დიდი ნაწილი თურქმენეთში XX საუკუნეში გადასახლდა. დასახლებების დიდი ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შეიქმნა. რუსების რაოდენობამ პიკს საბჭოთა კავშირის დაშლამდე მიაღწია. ამჟამად ეთნიკური რუსების დიდი ნაწილი ქვეყნის დედაქალაქში, აშხაბადში, ცხოვრობს.

ბელუჯები რედაქტირება

ბელუჯების ნაწილი თურქმენეთში XIX საუკუნის შუა ხანებში ავღანეთიდან გადასახლდა. თურქმენი ბელუჯები სუნიტები, ჰანაფის სკოლის მიმდევრები არიან.

სტატისტიკა რედაქტირება

აშშ-ის მსოფლიოს ფაქტების წიგნის 2018 წლის მონაცემების მიხედვით,[11] მოსახლეობის 72% თურქმენულ ენაზე საუბრობს, 12% ― რუსულ ენაზე, 9% ― უზბეკურ ენაზე, 1% ― აზერბაიჯანულზე, ხოლო 7% ― სხვა ენებზე.

თურქმენეთის მოსახლეობის 93% ისლამის მიმდევარია, 6% ― ქრისტიანია, ხოლო 1% ― უცნობია.

თურქმენეთის მოსახლეობის 85% თურქმენების ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, 5.8% ― უზბეკების, 5.1% ― რუსების, 1.2% ― აზერბაიჯანელების, ხოლო 1% ― სხვა ეთნიკურ ჯგუფებს.

სქოლიო რედაქტირება

  1. Скосырев, П. (1948). „Туркменистан в цифрах“, Туркменистан, Наша Родина (ru). Молодая гвардия. 
  2. 2.0 2.1 Population census of Turkmenistan 1995, Vol. 1, State Statistical Committee of Turkmenistan, Ashgabat, 1996.
  3. Источник: За 10 лет из Туркменистана выехало почти 1,9 миллиона человек ru. RFE/RL (29 May 2019).
  4. Эмиграция. Ваши истории на «Хронике Туркменистана» ru. Хроника Туркменистана (20 July 2019).
  5. Волков, Виталий. (5 July 2018) Почему власти Туркмении создают препятствия своим трудовым мигрантам ru. Deutsche Welle.
  6. Rising Emigration from Turkmenistan. Institute for War & Peace Reporting (8 October 2012).
  7. Najibullah, Farangis. (8 June 2019) Escape From Turkmenistan: Almost 2 Million Have Fled, But The President Looks The Other Way. RFE/RL.
  8. Baumgartner, Pete. (16 April 2018) Turkmenistan Clips Wings of Citizens Fleeing Economic Woes. RFE/RL.
  9. „Turkmenezuela-Turkmenistan finds a novel solution to mass emigration-It is simply stopping people from leaving“. The Economist. 5 July 2018.
  10. Ethnic composition of Turkmenistan in 2001, Demoscope Weekly, No. 37-38, 8–21 October 2001.
  11. Central Asia :: TURKMENISTAN. CIA The World Factbook (25 July 2023).
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღემარო მაყაშვილინინოობაკატეგორია:ქართული გვარებისკორპიონსისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეილია ჭავჭავაძეელისო ბოლქვაძედავით IV აღმაშენებელისაქართველომეორე მსოფლიო ომიწმინდა ნინოქვეყნების სიათამარ მეფევახტანგ I გორგასალიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ქუნთრუშაუფლისციხეჩუტყვავილა1 ივნისიქართული დამწერლობათბილისიერეკლე IIსეტყვადიდგორის ბრძოლატრისტან სარალიძეკლაუს მაინეპირველი მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირივეფხისტყაოსანიიოსებ სტალინისაქართველოს გეოგრაფიაჩერნობილის კატასტროფავაჟა-ფშაველაკარლეს პუჩდემონიმსოფლიოს შვიდი საოცრება31 მაისი