ბაიტი (byte) — ინფორმაციის შენახვის ძირითადი ერთეული კომპიუტერულ მეცნიერებებში. მრავალ კომპიუტერულ არქიტექტურაში ბაიტი არის მეხსიერების დამისამართების ერთეული და უმთავრესად შედგება რვა ბიტისაგან. ბაიტი დაპროგრამირების ენების მონაცემთა უმთავრესი ტიპია, განსაკუთრებით დაპროგრამირების სისტემურ ენებში.

ერთეულები ბაიტებში
ათობითი სისტემა (სი თავსართები)ორობითი სისტემა (IEC 60027)
დასახელებასიმბოლომნიშვნელობადასახელებასიმბოლომნიშვნელობა
 
ბაიტიBბაიტი100ბაიტიBბაიტი20
კილობაიტიkBკბ103კიბიბაიტიKiBკიბ210
მეგაბაიტიMBმბ106მებიბაიტიMiBმიბ220
გიგაბაიტიGBგბ109გიბიბაიტიGiBგიბ230
ტერაბაიტიTBტბ1012ტებიბაიტიTiBტიბ240
პეტაბაიტიPBპბ1015პებიბაიტიPiBპიბ250
ექსაბაიტიEBებ1018ექსბიბაიტიEiBეიბ260
ზეტაბაიტიZBზბ1021ზებიბაიტიZiBზიბ270
იოტაბაიტიYBიბ1024იობიბაიტიYiBიიბ280

ბაიტი ბიტების მოწესრიგებული თანამიმდევრობაა, რომელშიც თითოეული ბიტს ორიდან ერთ–ერთი მნიშვნელობა აქვს – 0 ან 1. ბაიტის ზომა კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის (ჰარდვეარი) განვითარებასთან ერთად იცვლებოდა, თუმცა თანამედროვე სისტემებში მიღებულია სტანდარტი, რომ ერთი ბაიტი შეიცავს რვა ბიტს. ისტორიულად ბაიტის ზომა განისაზღვრებოდა იმ ბიტების ერთობლიობით, რომლებიც საჭირო იყო ლათინური ანბანის ერთი სიმბოლოს ჩასაწერად. მისი ზომა განისაზღვრა ლათინური ანბანის სიმბოლოების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობით და საბოლოოდ ერთი კომპიუტერული სიტყვის თანაზომადი გახდა. ბაიტის ზომა ისტორიულად ვარირებდა ხუთიდან თორმეტი ბიტის დიაპაზონში.

1960–იან წწ. IBM–ის System/360 არქიტექტურის მქონე მიკროკომპიუტერების პოპულარობამ ფორმულა: "ერთი ბაიტი უდროს რვა ბიტს" კანონიკურად აქცია. ბაიტს ზოგიერთ ქვეყანაში ასევე ოქტეტადაც მოიხსენიებენ (მაგ. საფრანგეთში).

🔥 Top keywords: ნინოობამთავარი გვერდიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეწმინდა ნინოსპეციალური:ძიებაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაკატეგორია:ქართული გვარებიუემბლი1 ივნისირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)სკორპიონსიკარლო ანჩელოტიმარო მაყაშვილიილია ჭავჭავაძებორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)საქართველოდავით IV აღმაშენებელითამარ მეფექვეყნების სიავახტანგ I გორგასალიუფლისციხეტონი კროოსისაქართველოს დამოუკიდებლობის დღემეორე მსოფლიო ომიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ერეკლე IIტრისტან სარალიძექართული დამწერლობაშაჰ რუხ ხანითბილისისვეტიცხოველიქუნთრუშაკარლეს პუჩდემონიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024იოსებ სტალინიჩუტყვავილარაბათის ციხეტიტუშკებიდიდგორის ბრძოლა