მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ჰუვერის კაშხალი
ჰუვერის კაშხალი
ჰუვერის კაშხალი (ინგლ. Hoover Dam) — ბეტონის კაშხალი ბლეკ-კანიონზე, მდინარე კოლორადოზე, აშშ-ის შტატების — არიზონისა და ნევადის საზღვარზე. კაშხალს, რომელიც ლას-ვეგასიდან 48 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, სახელი ეწოდა ჰერბერტ ჰუვერის პატივსაცემად, რომელმაც მის მშენებლობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, თავდაპირველად როგორც აშშ-ის სავაჭრო მდივანმა, შემდეგ კი პრეზიდენტმა. კაშხლის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო და 1936 წელს დასრულდა, გეგმით გათვალისწინებულზე ორი წლით ადრე. 1981 წელს შეტანილ იქნა ისტორიულ ძეგლთა ეროვნულ რეესტრში, ხოლო 1985 წელს ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობის წოდება მიენიჭა. კაშხლის მიერ წარმოქმნილ ტბას სახელი ელვუდ მიდის პატივსაცემად დაერქვა, რომელიც ასევე კაშხლის მშენებლობას მეთვალყურეობდა.

სიახლეები

იბრაჰიმ რაისი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


29 მაისი — ამ დღეს...

ჰუვერის კაშხალი
ჰუვერის კაშხალი
  • 363 : რომის იმპერატორმა იულიანემ სასანიდების არმია დაამარცხა ქტესიფონის ბრძოლაში სასანიდების დედაქალაქის კედლებთან, თუმცა ქალაქში შესვლა ვერ მოახერხა.
  • 1167 : საღვთო რომის იმპერიის 1600-კაციანმა ჯარმა ქრისტიან ბუხისა და რეინალდ დასელის მეთაურობით დაამარცხა პაპის სამთავროების 10 000-იანი არმია.
  • 1453 : ოსმალებმა სულთან მეჰმედ II-ის მეთაურობით კონსტანტინოპოლი აიღეს და ბოლო მოუღეს ბიზანტიის იმპერიას.
  • 1886 : ქიმიკოსმა ჯონ პემბერტონმა კოკა-კოლას პირველი რეკლამა განათავსა Atlanta Journal-ში.
  • 1919 : ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია ნაწილობრივ დამტკიცდა ართურ ედინგტონის მიერ მზის დაბნელებაზე ჩატარებული დაკვირვებით.
  • 1935 : ჰუვერის კაშხლის (სურათზე) მშენებლობა დასრულდა.
  • 1953 : ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და ნეპალელმა თენცინგ ნორგეიმ პირველებმა დაიპყრეს ევერესტი.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდირეფერენდუმისპეციალური:ძიებასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეტრისტან სარალიძეკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“საქართველოდავით IV აღმაშენებელისერგო ორჯონიკიძენოე ჟორდანიაკატეგორია:ქართული გვარებითამარ მეფემეორე მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძესალომე ზურაბიშვილისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტითბილისივახტანგ I გორგასალივაჟა-ფშაველასაქართველოს გეოგრაფიანინო წილოსანისაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991)ქართული დამწერლობაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიაჭარასაქართველოს პარლამენტიერეკლე IIსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაზედსართავი სახელიზვიად გამსახურდიადიდგორის ბრძოლამარო მაყაშვილიპირველი მსოფლიო ომიქუნთრუშასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიევროკავშირიირმა ზავრადაშვილიფარნავაზ I