მთავარი გვერდი
დიდი აფეთქება — დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
ბრუკლინის ხიდი (ინგლ. The Brooklyn Bridge; თავდაპირველად ნიუ-იორკ - ბრუკლინის ხიდი) ერთ-ერთი უძველესი დაკიდული ხიდია აშშ-ში და გადაჭიმულია 1.834 მ-ით მდინარე ისტზე მანჰეტენსა და ბრუკლინს შორის. მშენებლობის დასრულების ჟამს ის იყო უდიდესი დაკიდული ხიდი მსოფლიოში და ასევე პირველი ლითონის ბაგირებით დაკიდული ხიდი.
მშენებლობა დაიწყო 1869 წელს. ბრუკლინის ხიდი დასრულებულ იქნა 14 წლის შემდეგ და გაიხსნა 1883 წლის 24 მაისს. პირველ დღეს მასზე 1800 მანქანამ და 150.300 ადამიანმა გადაიარა. ხიდის მთავარი ნაწილის სიგრძე მდინარე ისტზე 486 მეტრია. ხიდის მშენებლობა $18 მილიონი დაჯდა და მასზე მუშაობისას დაახ. 27 ადამიანი დაიღუბა. გახსნიდან ერთ კვირაში, 30 მაისს, გავრცელებულმა ჭორმა ხიდის ჩავარდნის შესახებ მასზე მყოფ ადამიანთა შორის პანიკა გამოიწვია და შეხლა-შემოხლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.- ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი (ფოტოზე) ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
- სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
- გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა.
- კოპენჰაგენში მდებარე ისტორიული ნაგებობა ბორსენი ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანდა.
- საიმონ ჰარისი ირლანდიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.
- ბრიტანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი პიტერ ჰიგსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- რალფ ნორმან ენჯელი არის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.
- იოანე II პირველი პაპი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა პაპად არჩევის შემდეგ.
- უილიამ პიტი (სურათზე) დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, 1783 წელს თანამდებობის დაკავების მომენტში იგი 24 წლის იყო.
- მეტამორფოზის ბოლო სტადიაზე (იმაგო) ერთდღიურები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე.
- ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლება, მან თანამდებობა 19 წლის ასაკში დაიკავა.
- ზღვის მამლებს მკერდის წინა 3 სხივი თითისებრ გამონაზარდებად აქვთ გარდაქმნილი, რომელთა დახმარებითაც ფსკერზე ცოცავენ და საკვებს ეძებენ.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი | ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები | ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი | |||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია | ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები | ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა | |||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი | ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები | მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია | |||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი | ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა | მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა | |||
🔥 Top keywords: Google-ის შენაძენების სიამთავარი გვერდისპეციალური:ძიებასაქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოკატეგორია:ქართული გვარებიდავით IV აღმაშენებელირობერტ ფიცოირაკლი შოთაძეთამარ მეფეერეკლე IIგურამ თუშიშვილიმეორე მსოფლიო ომიქართული დამწერლობაფარნავაზ Iვახტანგ I გორგასალინიკო ფიროსმანითბილისისაქართველოს სახელმწიფო დროშაილია ჭავჭავაძეზედსართავი სახელისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირივეფხისტყაოსანიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტივაჟა-ფშაველასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაირაკლი კობახიძექვეყნების სიაპირველი მსოფლიო ომიწყალიგიორგი V ბრწყინვალესაქართველოს გეოგრაფიაევროკავშირიბახტრიონი (პოემა)ევროპასულხან-საბა ორბელიანიავსტრალიაგალაკტიონ ტაბიძე