მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ჩან კაიში
ჩან კაიში
ჩან კაიში იგივე ძიან ძეში (ჩინ. 蔣介石; (დ. 31 ოქტომბერი, 1887, ფენხუა, ჯეძიანის პროვინცია — გ. 5 აპრილი, 1975) – ჩინეთის რესპუბლიკის დამაარსებლის სუნ იატსენის ერთ-ერთი უერთგულესი თანამებრძოლი, გომინდანის თავმჯდომარე 1925 წლიდან, ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1927-1949 და 1950-1975 წლებში, ჩინეთის რევოლუციური არმიის მთავარსარდალი 1925 წლიდან, გენერალისიმუსი 1928 წლიდან.

სიახლეები

გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


20 მაისი — ამ დღეს...

აღმოსავლეთ ტიმორის დროშა
აღმოსავლეთ ტიმორის დროშა
  • 325 : ნიკეის პირველი საეკლესიო კრებაქრისტიანული ეკლესიის პირველი ეკუმენური ყრილობა გაიხსნა დღევანდელ იზნიქში (თურქეთი).
  • 1570 : კარტოგრაფმა აბრაჰამ ორტელიუსმა პირველი თანამედროვე ატლასი გამოსცა.
  • 1854 : ნიგოითის ბრძოლაში ქართველებმა ოსმალები დაამარცხეს.
  • 1891 : თომას ედისონის კინეტოსკოპის პროტოტიპის პირველი სახალხო დემონსტრაცია გაიმართა ქალთა ნაციონალური ფედერაციის კლუბის ყრილობაზე.
  • 1927 : ჯიდის ხელშეკრულებით საუდის არაბეთი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი გახდა.
  • 2002 : აღმოსავლეთი ტიმორი (დროშა სურათზე) XXI საუკუნის პირველი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
  • 2009 : მანმოჰან სინგჰი ინდოეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს მეორე ვადით, პირველი შემთხვევა ჯავაჰარლალ ნერუს შემდეგ.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდივეტოსპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიტიტუშკებისაქართველოავთანდილ ჯორბენაძედავით IV აღმაშენებელიბიძინა ივანიშვილიირაკლი კობახიძეწმინდა ირინეთამარ მეფესუვერენიტეტიახალი კალედონიაქვეყნების სიაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებითბილისისალომე ზურაბიშვილისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეარასამთავრობო ორგანიზაციაინტელექტის კოეფიციენტიმიხეილ სააკაშვილიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალიჰომოფობიამეორე მსოფლიო ომიქართული დამწერლობაზვიად გამსახურდიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიილია II9 აპრილის ტრაგედიაქუნთრუშაიოსებ სტალინიკარლეს პუჩდემონივაჟა-ფშაველასვეტიცხოველიევროკავშირინატა ფერაძელიბერალიზმი