მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ტონგის დროშა
ტონგის დროშა
ტონგა (ტონგ. — Tonga, ინგლ. Tonga), ოფიციალური სახელწოდება ტონგის სამეფო (ტონგ. — Puleʻanga Fakatuʻi ʻo Tonga, ინგლ. Kingdom of Tonga) — სახელმწიფო-არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში. შედგება დაახლოებით 170 კუნძულისგან, რომელთაგან 45 დასახლებულია. მდებარეობს მონაკვეთზე, რომელიც აერთიანებს ახალ ზელანდიასა და ჰავაის, სამხრეთ სამოასა და აღმოსავლეთ ფიჯის. ჩრდილოეთით ესაზღვრება სამოას, აღმოსავლეთით ნიუეს ხოლო დასავლეთით ფიჯის ტერიტორიულ წყლებს. საერთო ფართობია — 748 კმ². ქვეყნის მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს 103 252 ადამიანს. ქვეყნის დედაქალაქია — ნუკუალოფა.

4 ივნისი — ამ დღეს...

ჰაინრიხ III
ჰაინრიხ III
  • ძვ. წ. 780 : ისტორიაში პირველი მზის დაბნელება დაფიქსირდა ჩინეთში.
  • 1039 : ჰაინრიხ III (სურათზე) საღვთო რომის იმპერატორი გახდა.
  • 1615 : სიოგუნმა ტოკუგავა იეიასუმ ოსაკის ციხესიმაგრე აიღო.
  • 1783 : ძმებმა მონგოლფიეებმა საჰაერო ბურთის დემონსტრაცია მოახდინეს.
  • 1919 : ქალთა უფლებები: აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებით ქალებს ხმის უფლება მიეცათ.
  • 1943 : ხუნტამ არგენტინაში რამონ კასტილიოს მთავრობა ჩამოაგდო.
  • 1989 : ჩინეთის სახალხო არმიამ პეკინში, ტიანანმენის მოედანზე გამოსული მომიტინგეები დაარბია, რის გამოც 241 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7000-მდე მძიმედ დაშავდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებადავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოილია ჭავჭავაძეთამარ მეფექართული დამწერლობაპირველი რესპუბლიკის მოედანიმეორე მსოფლიო ომიერეკლე IIუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაქვეყნების სიაუფლისციხევახტანგ I გორგასალინინოობაავსტრალიადიდგორის ბრძოლათბილისივეფხისტყაოსანიკარლო ანჩელოტიწმინდა ნინოსვეტიცხოველირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღემარო მაყაშვილიპირველი მსოფლიო ომირაბათის ციხეჩუტყვავილაბაში-აჩუკიცოტნე დადიანისაქართველოს დამოუკიდებლობის დღევაჟა-ფშაველააკაკი წერეთელიმოციქულთასწორი ელენეანტარქტიდაიაკობ გოგებაშვილიკარლეს პუჩდემონიფარნავაზ I