მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

მარშალის გეგმა
მარშალის გეგმა
მარშალის გეგმა (ინგლ. Marshall Plan), ოფიციალურად ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა (European Recovery Program - ERP) — აშშ-ის მთავარი პროგრამა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღმშენებლობისთვის. ინიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად და ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შექმნეს, ძირითადად კი უილიამ კლეიტონისა და ჯორჯ კენანის მიერ.

5 ივნისი — ამ დღეს...

ჯორჯ მარშალი
ჯორჯ მარშალი
  • 70 : ტიტუსმა და მისმა ლეგიონერებმა იერუსალიმის შუა კედელი გაარღვიეს.
  • 1837 : ტეხასის რესპუბლიკაში ქალაქი ჰიუსტონი დაარსდა.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომი — ათასზე მეტმა ბრიტანულმა ბომბდამშენმა ნორმანდიაში გადასხმის მოსამზადებლად სანაპიროსთან განლაგებულ გერმანულ ქვემეხებს 5000 ტონა ბომბი დაუშინეს.
  • 1947 : მარშალის გეგმა: ჰარვარდის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალი (სურათზე) მთავრობას ომით დანგრეული ევროპისთვის ეკონომიკურ დახმარებას მოუწოდებს.
  • 1967 : ექვსდღიანი ომი დაწყო: ისრაელის საჰაერო ძალები ერთდროულად იერიშს იწყებს ეგვიპტის, იორდანიისა და სირიის შეიარაღებაზე.
  • 1975 : სუეცის არხი გაიხსნა პირველად ექვსდღიანი ომის შემდეგ.
  • 1977 : Apple II - პირველი პრაქტიკული პერსონალური კომპიუტერი გამოვიდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებანონა გაფრინდაშვილიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოთამარ მეფეილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომივახტანგ I გორგასალიქვეყნების სიაანტარქტიდაქართული დამწერლობაISO 3166-1თბილისიცოტნე დადიანიერეკლე IIფარნავაზ Iდიდგორის ბრძოლაპირველი მსოფლიო ომივეფხისტყაოსანიუფლისციხეიაკობ გოგებაშვილივაჟა-ფშაველასულხან-საბა ორბელიანიზედსართავი სახელისაქართველოს ისტორიაჩუტყვავილააჭარაქუნთრუშაბაგრატ III (საქართველოს მეფე)საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიბახტრიონი (პოემა)საქართველოს გეოგრაფიაარსებითი სახელიკავკასიაავსტრალიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024