მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

სამოქალაქო უფლებების აქტი
სამოქალაქო უფლებების აქტი

სამოქალაქო უფლებების აქტიაშშ-ის კანონმდებლობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი აქტი, რომელმაც კანონგარეშედ გამოაცხადა დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის ან ეროვნული წარმოშობის მიხედვით.

გაუქმდა არათანაბარი საარჩევნო უფლბები, რასობრივი სეგრეგაცია სკოლებში. სამოქალაქო უფლებების აქტს ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა თეთრ სახლში 1964 წლის 2 ივლისს.

დღის სურათი

მდინარე ფლემის სათავე ბრაილ-ბრიგელში.
მდინარე ფლემის სათავე ბრაილ-ბრიგელში.
მდინარე ფლემის სათავე ბრაილ-ბრიგელში.

19 ივნისი — ამ დღეს...

დიმიტრი სენიავინი
დიმიტრი სენიავინი
  • 1807 : რუსმა ადმირალმა დიმიტრი სენიავინმა (სურათზე) ოსმალეთის ფლოტი გაანადგურა ათონთან.
  • 1846 : ნიუ-ჯერსის შტატში ბეისბოლის პირველი მატჩი გაიმართა.
  • 1939 : ყოფილ ამერიკელ ბეისბოლისტ ლუ გერიგს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რასაც ამჟამად „ლუ გერიგის დაავადებას“ უწოდებენ.
  • 1953 : ამერიკელები ჯულიუს და ეთელ როზენბერგები სიკვდილით დასაჯეს საბჭოთა კავშირისთვის აშშ-ის ბირთვული იარაღის საიდუმლოების გადაცემისთვის.
  • 1961 : ქუვეითმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1978 : გარფილდის კომიქსების დებიუტი შედგა.
  • 2002 : ჰამიდ კარზაი ავღანეთის პრეზიდენტი გახდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა