ჯიპი — ტერმინი, რომლითაც მსოფლიოში და უფრო ხშირად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არამართებულად მოიხსენიებენ SUV-ის ტიპის მსუბუქ ან ნახევრადსატვირთო ყველგანმავალ, მრავალდანიშნულებიან ავტომობილებს. ბოლო წლებში, Jeep-ის ბრენდის სავაჭრო ნიშნის მფლობელი კომპანია „კრაისლერი“ დაჟინებით ცდილობს ტერმინ „ჯიპის“ ჩანაცვლებას „ყველგანმავლით“, მიუხედავად იმისა, რომ თავად ინგლისური სიტყვა ჯიპი წარმოადგენს ჟარგონიზმს, რომელიც გავრცელებული ვერსიით მომდინარეობს აკრონიმისგან „GP“ (ჯი-ფი; ინგლ. „General Purpose“ — საერთო დანიშნულების, სხვადასხვა გამოყენების).

საავტომობილო სამყაროში ჯიპი ჩვეულებრივ ეწოდება მაღალი გამავლობის ავტომობილებს, გამოშვებულს სავაჭრო ნიშნით Jeep.[1]

ისტორია რედაქტირება

ტერმინის ზუსტი წარმოშობა დაუდგენელია და მის შესახებ მრავალი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. დაზუსტებით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილებთან მიმართებაში იგი გავრცელდა დაახლოებით 1940-იანი წლებიდან, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდიდან, როცა ამერიკაში დაიწყო სამხედრო მრავალდანიშნულებიანი, სრულამძრავიანი (4-თვლიანი) მსუბუქი ავტომანქანის პროტოტიპის შექმნა კომპანია „ფორდის“ მიერ სახელწოდებით Ford GP, ხოლო შემდეგ მისი სახეცვლილი ვერსიის წარმოება „ვილისის“ დიზაინით, დასახელებით Ford GPW, რომლის აბრევიატურა იშიფრებოდა შემდეგნაირად: G — სამთავრობო (ინგლ. Government) ხელშეკრულება, P — მანქანის ღერძებს შორის 80-დუიმიანი საფირმო ბაზა, W — „ვილისის“ (ინგლ. Willys-ის) ლიცენზია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახის ავტომანქანები მრავალი სხვადასხვა დანიშნულებისთვის აღმოჩნდა გამოსადეგი, შემოკლება ჯიპი (GP) მსოფლიოში თანდათან დამკვიდრდა, როგორც ტერმინ უნივერსალურის (ინგლ. General Purpose) აღმნიშვნელი.[2]

Ford GPW / Willys MB

არსებობს სხვა ვერსიებიც, რომ მისი წარმომავლობა შეიძლება უკავშირდებოდეს, იმ დროს მეტად პოპულარული ამერიკული კომიქსის „პაპაის“ ერთ-ერთი პატარა და მოხერხებული პერსონაჟის, „იუჯინ ჯიპის“ სახელს, ან სამხედროებში გავრცელებულ ჟარგონს, რომელსაც ახალბედებს ეძახდნენ, ან კი უბრალოდ შედეგია, დროთა განმავლობაში, ამ ყველა მნიშვნელობის თავისთავად შერწყმის.[3]

პირველი ცნობა მასმედიაში, სადაც ტერმინი ჯიპია მოხსენიებული, არის 1941 წელს გამოქვეყნებული სტატია გაზეთში The Washington Daily News, რომელშიც საუბარი იყო Willys Quad-ის საჩვენებელ ვერსიაზე, თანდართული ფოტოთი. რამდენიმე თვის შემდეგ კი ჟურნალში Field Artillery ასევე ამ სახელით იყო მოხსენიებული „ბანტამი“ (ინგლ. Bantam) და „ფორდის“ სხვა საცდელი ნიმუშები.[4]

პირველ სამოქალაქო მოდელს, რომლის ძარაზეც ამოტვიფრული იყო სიტყვა Jeep, წარმოადგენდა კომპანია „ვილის-ოვერლენდის“ (ინგლ. Willys-Overland) შემუშავებული Willys CJ-2A. რომლის გამოშვება დაიწყო 1945 სექტემბერში.[5]

1950 წლიდან კი სავაჭრო ნიშანი Jeep წარმოადგენს კომპანია „ვილის-ოვერლენდის“ კუთვნილებას, რომლის სამართალმემკვიდრეც დღესდღეობით არის „კრაისლერი“.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი