ჯესიკა ბილი

ჯესიკა კლერ ბილი (ინგლ. Jessica Biel; დ. 3 მარტი, 1982) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. ცნობილი გახდა ტელესერიალ „მეშვიდე ცა“-ში შესრულებული როლის შემდეგ. არაერთ ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან აღსანიშნავია: „ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით“ (2003), „ბლეიდი 3“ (2004), „ჩაკი და ლარი: სახანძრო ქორწილი“ (2007), „გუნდი „ა“ (2010), „ახალი წლის წინა დღე“ (2011), „ყველაფრის გახსენება“ (2012).

ჯესიკა ბილი

ჯესიკა ბილი 2013 წელს
დაბადების სახელი ჯესიკა კლერ ბილი
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1982
ილი, მინესოტა, აშშ
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
მომღერალი
აქტიური 1996–დღემდე
მეუღლე(ები) ჯასტინ ტიმბერლეიკი

ჯესიკა ბილი დაიბადა აშშ-ის მინესოტის შტატის ქალაქ ილში, დედამისის — დიასახლისისა და სულიერი მკურნალის კიმბერლის და მამამისის — „General Electric“-ის მუშაკის, მეწარმისა და ბიზნეს-კონსულტანტის ჯონათან ბილის ოჯახში.[1][2] ჯესიკა ბილი გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ირლანდიური და ჩოქტო წარმოშობისაა.[3][4] ჰყავს უმცროსი ძმა ჯასტინი (დ. 1985).[5] ბილის ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა; ცხოვრობდნენ ტეხასში, კონექტიკუტში, ილინოისში. საბოლოოდ დასახლდნენ კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში. ბილი მოზარდის ასაკში ფეხბურთს თამაშობდა,[6] აგრეთვე ემზადებოდა ტანმოვარჯიშეზე.[2]

თავდაპირველად ბილი ვოკალზე სწავლობდა. 9 წლის ასაკში გამოჩნდა რამდენიმე მუსიკალურ დადგმაში, სადაც სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებდა. მოგვიანებით სამოდელო საქმით დაკავდა, იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. 14 წლის ასაკში მიიღო მერი კედმენის როლი სატელევიზიო სერიალში „მეშვიდე ცა“, რომელსაც მრავალი წელი უჩვენებდნენ WB სატელევიზიო არხზე. კინოში პირველი როლი მიიღო 1997 წელს ფილმში „ულის ოქრო“, სადაც თამაში მოუწია პიტერ ფონდასთან. მას შემდეგ რეგულარულად იღებს როლებს ჰოლივუდის ფილმებში.

2007 წლის იანვრიდან ურთიერთობაში იმყოფება ცნობილ ამერიკელ მომღერალთან და მსახიობთან — ჯასტინ ტიმბერლეიკთან, თუმცა 2011 წლის მარტში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იმავე წლის შემოდგომაზე შერიგდნენ, ხოლო დეკემბრის ბოლოს ტიმბერლეიკმა ჯესიკას ხელი სთხოვა. 2012 წლის 19 ოქტომბერს წყვილი დაქორწინდა.[7]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელისახელწოდებაროლიშენიშვნა
1996–
2006
მეშვიდე ცამერი კედმენი
1997ულის ოქროკეისი
1998სახლში საშობაოდ ვიქნებიელი
2001საზაფხულო თამაშებიტენლი
2002სექსის წესებილარა
2003ტეხასური ხოცვა ბენზოხერხითერინი
2004მობილურიქლოი
2004ბლეიდი 3ებიგეილი
2005სტელსიკარა
2005ელისაბეთტაუნიელენი
2005ლონდონილონდონი
2005გრიფინებიბრუკი (ხმა)ეპიზოდი: „Brian the Bachelor“
2006ილუზიონისტისოფი
2006სიმამაცის სახლივანესა
2007წინასწარმეტყველილიზი
2007ჩაკი და ლარი: სახანძრო ქორწილიალექსი
2008მჟავაროუზ-ჯინი
2008მსუბუქი ყოფაქცევალარიტა
2009პლანეტა 51ნირა (ხმა)
2010წმინდა ვალენტინის დღეკარა
2010გუნდი „ა“კარისა
2011ახალი წლის წინა დღეტესი
2012ყველაფრის გახსენებამელინა
2012მაღალი კაციჯულია
2012რა ვიცით სიყვარულზე?სტეისი
2012ჰიჩკოკივერა მაილზი
2013სიმართლე ემანუელზელინდა
2015ვნებით შეპყრობილიელისი
2015სისხლმდინარე გულიმეი
2016ეშმაკი და ღრმა ლურჯი ზღვაპენი
2016მკვლელობის ხარისხიკლარა
2016სპარკივიქსიხმა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Kappes, Serena. (July 27, 2005) Celeb Spotlight: Jessica Biel – Stealth, Jessica Biel. Time Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 28, 2010. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
  2. 2.0 2.1 Jonathan Van Meter. ; Mario Testino (Photographer) (February 2010) The Real Biel. Variety. Condé Nast Publications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 2012-09-01.
  3. Venutolo, Anthony (May 16, 2009). „Jessica Biel keeps challenging herself to prove she's pretty darned talented“. The Star-Ledger.
  4. "Jessica Biel: The Real Biel" დაარქივებული 2012-07-28 საიტზე Wayback Machine. Vogue
  5. „Jessica Biel: Actress – Most Beautiful, Jessica Biel“. People. Time Inc. 51 (17). May 10, 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 17, 2010. ციტირების თარიღი: June 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  6. James Brady (July 10, 2005). „In Step With: Jessica Biel“. Parade Magazine.
  7. Justin Timberlake-Jessica Biel wedding: 'It's great to be married'. Los Angeles Times (October 19, 2012). ციტირების თარიღი: October 19, 2012.
🔥 Top keywords: