ჯეოსელი

ფიქსირებული და მობილური კავშირგაბმულობის ქართული ოპერატორი

ჯეოსელი — კომპანია სილქნეტის მობილური კავშირგაბმულობის მიმართულება.

ჯეოსელი
ტიპი შვილობილი
დაფუძნდა 1996
სათავო ოფისი საქართველოს დროშა თბილისი
მფლობელი სილქნეტი
საიტი silknet.com

ისტორია რედაქტირება

ჯეოსელი დაარსდა 1996 წელს, როგორც დამოუკიდებელი კომპანია და გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში (900 MHz სიხშირეზე). პირველი ზარი კომპანიამ 1997 წლის 15 მარტს განახორციელა. კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ თურქული და ქართული მხარეები. ქართული მხარე საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო.

2001 წლის 27 მარტს ჯეოსელისა და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის GT მობილურის შერწყმის შედეგად, ჯეოსელი GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა (1800 mhz სიხშირეზე), რასაც წინასწარი გადახდის სისტემის, ლაი-ლაის შემოღება მოჰყვა.

2003 წლიდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა მსოფლიო კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ფინური კომპანია TeliaSonera.

2006 წლის მაისში ჯეოსელი UMTS ლიცენზიის მფლობელი ხდება (2100 MHz სიხშირეების სპექტრი).

2018 წელს საქართველოს საკომუნიკაციო სექტორში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად ჯეოსელი ქვეყნის უდიდესმა სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტმა შეიძინა. გარიგების ღირებულებამ 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული თანხის მობილიზება სილქნეტისთვის TBC ბანკმა რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტთან ერთად უზრუნველყო.[1] 1 ნოემბრიდან განხორციელდა შპს ჯეოსელის შერწყმა სს სილქნეტთან, შესაბამისად ჯეოსელმა, როგორც დამოუკიდებელმა სამეწარმეო სუბიექტმა, შეწყვიტა არსებობა და მისი აბონენტებისთვის მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას, უზრუნველყოფს სილქნეტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებითინათინ ბოკუჩავაქვეყნების სიასაქართველოდავით IV აღმაშენებელინილოსისეტყვათამარ მეფენონა გაფრინდაშვილიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიუფლისციხეჩუტყვავილათბილისირაბათის ციხეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ქუნთრუშაქართული დამწერლობავახტანგ I გორგასალიდემეტრე II თავდადებულიდიდგორის ბრძოლაერეკლე IIსვეტიცხოველიყინწვისის მონასტერიიოსებ სტალინიანემიაკარიბის კრიზისივარძიაცივი ომიანანურის ციხეშოთა არველაძეამერიკის შეერთებული შტატებიპირველი მსოფლიო ომიგონიერი ადამიანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისედანის ბრძოლა (1870)