შონ ესტინი

შონ პატრიკ ესტინი (დაბადების სახელი: დიუკი; დ. 25 თებერვალი, 1971) — ამერიკელი მსახიობი, გამხმოვანებელი, რეჟისორი და პროდიუსერი. მისი სამსახიობო როლებიდან გამორჩეულია სემუაიზ გემჯის როლი ბეჭდების მბრძანებელი ტრილოგიაში (2001-2003), ასევე მაიკი ვალშის როლი ფილმში პატარა ხულიგნები და მეკობრეების ოქრო (1985), დანიელ რუტიგერის როლი ფილმში რუდი (1993), დოუგ ვაითმორი 50 პირველი პაემანი (2004), ბილი ფილმში დაწკაპუნება ( 2006), ლაინ მაკგილი 24-ის (2006) მე-5 სეზონში, ოსო სპეციალური აგენტი ოსო-ში (2009-2012 წლები), და ბობ ნიუბაი უცნაური ამბების (2017, 2019) მეორე და მესამე სეზონებში. [1]

შონ ესტინი
მშობლიური სახელი Sean Patrick Astin
დაბადების სახელი შონ პატრიკ დიუკი
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1971 წელი
სანტა-მონიკა, კალიფორნია; აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა მსახიობი, გამხმოვანებელი, რეჟისორი, პროდიუსერი
აქტიური 1980-დან- დღემდე
მეუღლე(ები)

კრისტინ ჰარელი


(დაქ. 1992)
შვილ(ებ)ი 3

ადრეული წლები

რედაქტირება

ესტინი დაიბადა კალიფორნიის შტატში, სანტა მონიკაში, მსახიობი პეტი დუკის (1946–2016) და მაიკლ ტელის ოჯახში. [2] [3] [4] იმ დროს შეცდომით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ბიოლოგიური მამა დესი არნაზ უმცროსი იყო. იმ პერიოდში დიუკს ასევე ჰქონდა ურთიერთობა მაიკლ ტელთან, მწერალთან, მუსიკის პრომოუტერთან და გაზეთ The Las Vegas Israelite- ის გამომცემელთან . როდესაც დიუკი დაფეხმძიმდა, იგი არ იყო დარწმუნებული არნაზი იყო თუ ტელი მამა, ამიტომ ტელმა შესთავაზა მასზე დაქორწინება, როგორც სკანდალიდან თავის დაღწევის საშულაება. ქორწინება მხოლოდ 13 დღე გაგრძელდა. ისინი 1970 წელს, ესტინის დაბადებამდე დასრულდა.[5][6][7]

1972 წლის 5 აგვისტოს დიუკი დაქორწინდა მსახიობ ჯონ ასტინზე, ორი წლის ურთიერთობის შემდეგ. მოგვიანებით ესტინმა შონი იშვილა. 1973 წელს დიუკს შეეძინა ასტინის ძმა, მაკენზი ასტინი, რომელიც ასევე მსახიობი გახდა. დიუკი და ჯონ ასტინი დაშორდნენ 1985 წელს. [8] დიუკი მაიკ პირსზე დაქორწინდა 1986 წელს[9]. 1989 წელს წყვილმა ბიჭი სახელად კევინი იშვილეს.

როდესაც ესტინი 14 წლის გახდა, დიუკმა უთხრა, რომ არნაზი იყო მისი მამა. შონმა დაიწყო თავისი ბიოლოგიური მამის შესახებ სიმართლის გარკვევა, ჩაიტარა ტესტები, რამაც დაამტკიცა, რომ მამამისი ტელი იყო.[10]ესტინი ინარჩუნებდა ახლო ურთიერთობას სამივესთან და ამბობდა: ,,დეზი არნაზ უმცროსს ვუყვარვარ, მე კი ის მიყვარს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ... მეცნიერება მეუბნება... რომ ის ჩემი ბიოლოგიური მამა არ არის. მეცნიერება მეუბნება, რომ მაიკ ტელი არის ”. ესტინს ჯონი მამამისად მიაჩნია, რადგან ის ჯონმა აღზარდა. ასტინი ასევე ახლოს არის მამინაცვალთან, მაიკ პირსთან და ამბობს, რომ ოთხი მამა ჰყავს.[11]

ესტინი დედის მხრიდან გერმანელი და ირლანდიელი წარმოშობისაა, ავსტრიელ-ებრაელი და პოლონელ-ებრაელი კი ბიოლოგიური მამის მხრიდან. [12] [13] [14] იგი კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი პროტესტანტი გახდა. [15]

ესტინი სწავლობდა ჯვაროსანთა ხელოვნების საშუალო სკოლაში და ასევე დადიოდა ლოს ანჯელესის სტელა ადლერის კონსერვატორიაში . მან დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიისა და ინგლისურის ბაკალავრის ხარისხი (ამერიკული ლიტერატურა და კულტურა). ლოს-ანჯელესის კოლეჯის კურსდამთავრებული ესტინი იყო სკოლის დირექტორთა საბჭოს მფარველთა ასოციაციისა და სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში . [16]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ესტინმა კრისტინ ჰარელზე იქორწინა 1992 წლის 11 ივლისს. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ: ალექსანდრა (დაიბადა 1996 წლის 27 ნოემბერს), ელიზაბეტი (დაიბადა 2002 წლის 6 აგვისტოს) და იზაბელას (დაიბადა 2005 წლის 22 ივლისს), რომელთა გვარი ლუიზაა.[17]მი სმა მეუღლემ თინეიჯერი მის ინდიანას ტიტული მიიღო 1984 წელს. [18] ალექსანდრას ჰქონდა მცირე როლი როლი ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნებაში, როგორც ელანორ გამჯი, ასტინის პერსონაჟის ქალიშვილი. მან მონაწილეობა მიიღო ფილში კრესტვიუს აკადემიის ცუდი ბავშვები, სადაც გამოდის ეთელ ბალდიჩის როლში.

შონ ასტინი 1990-იან წლებში

ასტინს ტერფზე აქვს ტატუ, სადაც აწერია ,,ცხრა". ის დაწერილია თენგვარის დამწერლობით, რაც მისთვის ბეჭდების მბრძანებელთან და ბეჭდის საძმოში ყოფნასთან ასოცირდება. იდენტური ტატუ აქვს ბეჭდის საძმოს ცხრა მსახიობიდან რვასაც ( ელაიჯ ვუდი, შონ ბინი, ბილი ბოიდი, იან მაკკელენი, დომინიკ მონაგანი, ვიგო მორტენსენი და ორლანდო ბლუმი). ტატუ აქვს გიმლის როლის შემსრულებლის დუბლიორ ბრეტ ბეტისაც.[19]

2013 წლის აგვისტოს ინტერვიუში ესტინმა თქვა, რომ ის ლუთერანელი იყო და ის მონათლეს ცოლის ლუთერანულ ეკლესიაში. [15]

2015 წლის 10 ოქტომბერს ასტინმა მონაწილეობა მიიღო 2015 წლის რკინის კაცის მსოფლიო ჩემპიონატზე კაილუა კონაში, ჰავაი. ის მონაწილეობას 143-ე ნომრით ღებდა და რბოლა 15:30:31-ში დაასრულა. [20]

პოლიტიკური მხარდაჭერა

რედაქტირება

2004 წლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ასტინმა მხარი დაუჭირა სენატორ ჯონ კერის და მონაწილეობა მიიღო კერის კამპანიის მიტინგზე პორტლენდში, ორეგონი. [21]

იმ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ესტინმა მხარი დაუჭირა სენატორ ჰილარი კლინტონს. ის მონაწილეობას იღებდა მის წინასაარჩევნო კამპანიებშიც.[22]

ასტინი მსახურობდა დემოკრატ დენ ადლერის, გასართობი ინდუსტრიის ბიზნესმენ მეგობარ კამპანიის მენეჯერად, კალიფორნიის 36-ე კონგრესის ოლქის საგანგებო არჩევნებზე, 2011 წელს .

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ესტინმა მოაწყო კამპანია ჰილარი კლინტონისთვის შუადასავლეთის შტატებში, როგორიცაა აიოვა, ნებრასკა და ვისკონსინი . [23]

2020 წლის ტვიტერის პოსტში ასტინმა გამოხატა მხარდაჭერა დემოკრატების კანდიდატის ჯო ბაიდენის მიმართ.[24]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელისახელწოდებაროლი
1985პატარა ხულიგნები და მეკობრეების ოქრომაიკი ვალში
1987როგორც მამა ისე შვილიკლარენსი / ტრიგერი
1987თეთრი წყლის ზაფხულიალანი
1989ვარდების ომიჯოშ როუზი
1989ერთად დგომადუნკან მაკდერმოტი
1990მამფისის ლამაზმანებისერჟანტი რიჩარდ მური
1991თოჯინების ჯარისკაცებიუილიამ ტეპერი
1991ნებისყოფამაიკლო
1992დღე ანგელოზების ქალაქშიგრეგი
1992გაყინული კალიფორნიელიდეივ მორგანი
1993რუდიდანიელ რუტიგერი
1994უსაფრთხო გასასვლელიიზი სინგერი
1995ჰარისონ ბერჯერონიჰარისონ ბერჯერონი
1996სიმამაცე ბრძოლაშიპატელა
1998ბიჭი ხვდება გოგოსმაიკი
1998ბულვორდიგარი
1999შეკავებარალფი
1999კიმბერლიბობი
2000დიშ დოგსიმორგანი
2000ბოლო პროდიუსერიბო პომერანცი
2000ყინულის მტეხავიმატ ფოსტერი
2000ცა ჩამოწვამისტერ შვერცი
2001ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმოსემუაიზ გემჯი
2002ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკისემუაიზ გემჯი
2000თოვლის ძაღლებიჩინუკიგახმოვანება
2003ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება (საუნდტრეკი)სემუაიზ გემჯი
2004ბალტო IIIკოდიგახმოვანება
2004ელვისი შენობას ტოვებსაარონი
200450 პირველი პაემანიდოუგ ვაითმორი
2005ღიმილიმაიკ მათიუსი
2005ცაზე დიდიკენ ზორბელი
2005სლიფსტრიმისტიუარტ ქონვეი
2005შიშის ზღვარზერანდალი
2005მადლობა გრავიტაციისთვისკოუჩ ამალი
2006ის რაც სიყვარულიაჯორჯი
2006ასტერიქსი და ვიკინგებიჯასტფორკიქსი
2006დაწკაპუნებაბილი
2007საბოლოო სეზონიკენტ სტოკი
2007ჩემი ცოლი ჩამორჩენილიაჯეფიმოკლემეტრაჟიანი ფილმი
2008ყოველთვის ძლიერიმარკუსი
2008ტყის სულიფიურიგახმოვანება
2012ბობათონი[25]ტაკინ მასტუჰმიკითრეილერი
2014დედების დასვენების ღამეშონი[26][27]
2014რიბიტირიბიტიგახმოვანება
2014ქალაქის ფერის გმირიჰორატიოგახმოვანება
2015გჯერა?დოქტორი ფარელი
2015ვუდლონიჰანკი
2015ქიში და შამათიდაისონი
2016ხელმეორედთედ-ო
2016დიაპაზონი 15გრიგსბი
2016აწყვეტილიკარლი
2017კერსტვიუს აკადემიის ცუდი ბავშვებინაში
2017მკვდარი ჭიანჭველაარტი
2017ჯაშუშობასემ ჯეიკობსონი
2017ლირიტომ კორნვალი
2018გლორია ბელიჯერემი
2020უარყოფითიფრანკი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Otterson, Joe (June 7, 2018). „Sean Astin Talks 'Stranger Things': 'Bob Newby Was Tailor-Made for Me'. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2018. ციტირების თარიღი: December 30, 2018.
  2. Astin, Sean (Patrick). ციტირების თარიღი: March 15, 2015.
  3. Personal Biography. ციტირების თარიღი: March 15, 2015
  4. Sean Astin profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 27, 2015. ციტირების თარიღი: March 15, 2015
  5. „Sean Astin's childhood with Patty Duke“. ABC News. July 31, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2017. ციტირების თარიღი: May 20, 2017.
  6. Sean Astin Q&A at GenCon 2003 (August 1, 2003). ციტირების თარიღი: December 13, 2006
  7. Barrett, Victoria (December 19, 2003). „I don't want to play the fat guy or the friend all my life“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 28, 2006. ციტირების თარიღი: February 24, 2020.
  8. Patty Duke Biography. Biography channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 31, 2015. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
  9. „Sean Astin's childhood with Patty Duke“. ABC News. July 31, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2017. ციტირების თარიღი: May 20, 2017.
  10. Dam, Julie K.L; Jordan, Julie (January 14, 2002). „Hobbit Forming“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 7, 2016. ციტირების თარიღი: February 24, 2020. ციტატა: „DNA tests ... proved Tell to be his father.“
  11. „Sean Astin's childhood with Patty Duke“. ABC News. July 31, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2017. ციტირების თარიღი: May 20, 2017.
  12. Sean Astin Q&A at GenCon 2003. ციტირების თარიღი: May 28, 2012
  13. Heritage of Michael Tell. ციტირების თარიღი: February 21, 2014
  14. Heritage of Beatrice Goldstein (Michael Tell's mother). ციტირების თარიღი: October 18, 2017
  15. 15.0 15.1 Sean Astin talks about his eclectic faith journey, his love of animals and his role in an upcoming Christian comedy from the Erwin Brothers. ციტირების თარიღი: January 30, 2014
  16. Sean Astin '97. ციტირების თარიღი: 2016-03-28
  17. "Personal Biography" დაარქივებული March 15, 2015, საიტზე Wayback Machine. , seanastin.com; retrieved December 26, 2016.
  18. Past Titleholders: Miss Indiana Teen USA. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 12, 2017. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
  19. The Matching Tattoos of 'the Lord of the Rings' Cast. ციტირების თარიღი: August 11, 2017
  20. IRONMAN World Championship Results. World Triathlon Corporation (October 10, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 13, 2016. ციტირების თარიღი: March 29, 2016.
  21. Calisuri and Corvar and Arathorn. (May 17, 2004) Sean Astin at Portland, OR Rally for John Kerry. TheOneRing.net. ციტირების თარიღი: May 20, 2017
  22. „Chelsea Clinton, 'Rudy' start to stump at IU“. Indiana Daily Student. March 24, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 15, 2008. ციტირების თარიღი: March 28, 2008.
  23. Weis. Hobbit Star Stumps for Clinton. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 6, 2016. ციტირების თარიღი: August 5, 2016
  24. SeanAstin. (October 22, 2020) Go get 'em @JoeBiden. ციტირების თარიღი: October 30, 2020
  25. Astin, Sean. (March 6, 2012) Boobathon Trailer with Sean Astin. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2019. ციტირების თარიღი: March 6, 2019.
  26. Law, Jeannie (January 21, 2014). 'Moms' Night Out' Movie Featuring Patricia Heaton, Sean Astin, and Sarah Drew Portrays 'Christians in a Positive Light'. BREATHEcast. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 2, 2014. ციტირების თარიღი: January 30, 2014.
  27. „Erwin Brothers Wrap Filming On Family Comedy 'MOMS' NIGHT OUT' (პრეს-რელიზი). Sony Pictures. PR Newswire. June 24, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2014. ციტირების თარიღი: January 31, 2014. ციტატა: „... a wife and her husband, played by Grey's Anatomy's Sarah Drew as Allyson and Sean Astin as Sean“
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძემთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუსულთმოფენობაჩეხეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საბა ლობჟანიძეხვიჩა კვარაცხელიაგიორგი ქოჩორაშვილიარდა გიულერიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძეფეხბურთის წესებივილი სანიოლილიონელ მესიზურიკო დავითაშვილიგურამ კაშიაპორტუგალიაკატეგორია:ქართული გვარებიფეხბურთიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდიდგორის ბრძოლამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოპეპეგიორგი ქვილითაიალაზებიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ოთარ კიტეიშვილისაბა საზონოვითამაშგარექვეყნების სიაანზორ მექვაბიშვილი