შავი მურყანი

შავი მურყანი, ჩვეულებრივი მურყანი, თხმელა (ლათ. Alnus glutinosa) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. 30–38 მეტრამდე სიმაღლის ხეა. აქვს მუქი რუხი ფერის დამსკდარი ქერქი.[1] ფოთლები სუსტად შებუსვილი ან შიშველია,[2] ფოთლის ფირფიტა 7–12 სმ სიგრძის და 4–8 სმ სიგანის, ფართოოვალური ან უკუკვერცხის ფორმის, წვერში მომრგვალოა, ქვედა მხარე ძარღვების გაყოლებით — მოყვითალო ბუსუსებით დაფარული. ფოთლის ყუნწი 1,5–3 სმ სიგრძის და თხლად შებუსვილია. ყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს აგვისტო-ოქტომბერში. გავრცელებულია კავკასიაში, ევროპაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ირანში.[1] საქართველოში ყველა რეგიონში გვხვდება, ჯავახეთის გარდა. იზრდება დაბლობებში, მთაში ზღვის დონიდან 1800 მეტრს აღწევს და ტერასების გაყოლებით შერეულფოთლოვან ტყეებში გვხვდება. დაბლობისა და მთისწინების უხვტენიან რაიონებში — ჭაობიან, ალუვიურ, ეწერ ნიადაგზე ქმნის ტყეებს, მურყნარს. სინათლის, ტენისა და ნაწილობრივ სითბოს მოყვარულია. იზრდება სწრაფად. რბილი, ღია მოწითალო, მყიფე მერქანი აქვს. იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში.[2]

შავი მურყანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  მურყანი
სახეობა:  შავი მურყანი
ლათინური სახელი
Alnus glutinosa (L.) Gaertn.
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 63517
გავრცელება
  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 78.
  2. 2.0 2.1 გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 202.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიმამის დღეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ყურბან-ბაირამისპეციალური:ძიებადანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკატეგორია:ქართული გვარებისლოვენიადიდგორის ბრძოლასაქართველოქვეყნების სიასერბეთიიოანე-ზოსიმეთამარ მეფესლოვაკეთიდავით IV აღმაშენებელინიდერლანდებიმაროკორაბათის ციხეუფლისციხემეორე მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძედანიასეტყვაჩუტყვავილაალბანეთიკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიიუგოსლავიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკარლეს პუჩდემონიმამადუ სახო16 ივნისივახტანგ I გორგასალიჯუმბერ ლეჟავაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020პირველი მსოფლიო ომი