ქუთაისის მაზრა

ქუთაისის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1841 წელს იმერეთის ოლქის ბაზაზე, 1846 წელს ჩამოყალიბდა საბოლოო სახით და იარსება 1928 წლამდე. ადმინისტრაციული ცენტრი — ქუთაისი. არსებობის განმავლობაში ძირითადად შედიოდა ქუთაისის გუბერნიის დაქვემდებარებაში.

ქუთაისის მაზრის გერბი 1843 წ.
ქუთაისის მაზრა 1886 წელს

XVIII-XIX ს-თა მიჯნაზე, სანამ რუსეთის იმპერია თავის მმართველობის ადმინისტრაციულ რეფორმას ჩაატარებდა, იმერეთის სამეფო, გარდა ნახევრადდამოუკიდებელი სამთავროებისა, ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფოდა ვაკის, ოკრიბა-ლეჩხუმის, რაჭის და არგვეთის სადროშოებად. 1810 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა იმერეთის სამეფო, რითაც დაასრულა საქართველოს დაპყრობა. რუსეთის იმპერიის თავდაპირველი ტერიტორიული მოწყობა დიდად არ განსხვავდებოდა არსებული მოწყობისგან: აქ შეიქმნა იმერეთის სამხედრო ოლქი, რომელიც ქუთაისის, შორაპნის, ვაკის, რაჭის, ჩხარის, საჩხერის ოკრუგებად იყოფოდა. თუმცა, 1814 წლისათვის გაუქმდა ჩხერისა და საჩხერის ოკრუგები და იმერეთი 4 ოკრუგად დაიყო.

1840 წლის 10 აპრილს სენატორ პავლე განის პროექტის საფუძველზე შეიქმნა საქართველო-იმერეთის გუბერნია, რომელშიც მთელი ამიერკავკასიის ქრისტიანი მოსახლეობა გააერთიანეს. საქართველო-იმერეთის გუბერნიაში გაერთიანდა იმერეთის სამხედრო ოლქიც და ეწოდა ქუთაისის მაზრა. მაზრა თავის მხრივ მოიცავდა — ვაკის, ქუთაისის, საჩხერის, რაჭის, საბუკის, შორაპნის საპოლიციო უბნებს.

1844 წლიდან კავკასიის რეგიონის მმართველად მეფისნაცვალი დაინიშნა. 1846 წელს კი ახალი ადმინისტრაციული რეფორმა განხორციელდა. სამეფისნაცვლო 4 გუბერნიად დაიყო, მათ შორის ერთ-ერთი იყო ქუთაისის გუბერნია, რომელშიც შევიდა ქუთაისის მაზრაც, თუმცა გამოეყო რაჭის და შორაპნის მაზრები.

1886 წლისათვის ქუთაისის მაზრა იყოფოდა ქუთაისის, ტყიბულის, ბაღდადის, სამტრედიისა და ხონის საპოლიციო უბნებად. მსგავსი დაყოფა შენარჩუნებული იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ყოფნისას და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გაერთიანების პირველ წლებშიც.

1928 წელს ქუთაისის მაზრამ არსებობა შეწყვიტა, ის გაერთიანდა რაჭა-ლეჩხუმისა და შორაპნის მაზრებთან და გარდაიქმნა მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულად — ქუთაისის ოლქად, სტატუსით გაუთანაბრდა ავტონომიურ ერთეულებს, ხოლო დაყოფა მოხდა რაიონების მიხედვით. 1940 წელს ქუთაისის ოლქს დაქვემდებარებაში შევიდა საქართველოს სსრ-ის მთელი დასავლეთ ნაწილი გარდა აფხაზეთის და აჭარის ავტონომიებისა. 1953 წელს ქუთაისის ოლქი გაუქმდა, შემავალი რაიონები პირდაპირ დაუქვემდებარდა ცენტრალურ ხელისუფლებას.

ადმინისტრაციული მოწყობა

რედაქტირება

დიუბუა დე მონპერეს ცნობით ქუთაისის მაზრაში ცხოვრობდა 29500 ადამიანი. 1913 წლის მონაცემებით ქუთაისის მაზრაში იყო 36 თემი.[1] 1926 წლისთვის ქუთაისის მაზრაში იყო სამი ქალაქი და 45 თემი, რომელშიც 262 სოფელი იყო გაერთიანებული. მაზრის მოსახლეობა შეადგენდა 300512 ადამიანს (აქედან 231935 იყო სოფლის მოსახლეობა), მაზრის ფართობი იყო 3495 კმ.2

ქალაქი/თემიმოსახლეობაფართობი კვ.კმ.სოფელი
ქუთაისი4575425,00
სამტრედია1391333,20
ხონი901024,40
ამაღლება499233,23
ბაღდათი11409319,213
ბაში292435,53
გამოჩინებული674459,014
გოდოგანი333648,84
გომი634262,414
გორა889672,78
გორდი4867506
გუბი196934,64
გურნა4717130,17
დვალიშვილები4306123,43
დიდი ჯიხაიში828133,21
ეწერი243826,45
ვანი1076265,712
ზედა სიმონეთი503246,84
ზეკარი2160354,95
იანეთი230823,81
კინჩხა262494,95
კულაში1143432,34
კუხი320426,13
მაღლაკი513863,91
მუხიანი244828,43
ნახახულევი810182,97
ობჩა403136,81
ორპირი5173115,221
ოფურჩხეთი368585,77
პატრიკეთი558858,63
რიონი359768,86
როდინაული218469,74
საკრაულა35641225
საპაიჭაო268367,610
საყულია388459,02
საჩხერე8103142,915
სვირი909668,82
ტობანიერი738074,113
უხუთი385273,73
ფარცხანაყანევი560045,71
ქვედა სიმონეთი600133,13
ქვიტირი496458,86
ღანირ-ქუტირი336736,43
ღანირ-ჭაგანი394935,23
ცხუნკური685693,67
წითელხევი318262,64
წყალტუბო7528104,39
ჭოგნარი323755,54

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძემთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუსულთმოფენობაჩეხეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საბა ლობჟანიძეხვიჩა კვარაცხელიაგიორგი ქოჩორაშვილიარდა გიულერიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძეფეხბურთის წესებივილი სანიოლილიონელ მესიზურიკო დავითაშვილიგურამ კაშიაპორტუგალიაკატეგორია:ქართული გვარებიფეხბურთიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდიდგორის ბრძოლამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოპეპეგიორგი ქვილითაიალაზებიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ოთარ კიტეიშვილისაბა საზონოვითამაშგარექვეყნების სიაანზორ მექვაბიშვილი