უდმურტები

უდმურტები (უდმ. удмурт, удморт[1], მრ. რ. удмуртъёс; მოძველებული რუსული სახელი — вотяки) — ფინურ უგორული ერი, რომელიც ძირითადად სახლობს უდმურტის რესპუბლიკაში და რუსეთის მეზობელ რეგიონებში. XIV-XVI სს. რუსეთის წერილობით წყაროებში იხსენიებიან „არების“, „ოტიაკების“ სახელწოდებით. ცხოვრობენ უდმურტეთში, ასევე მცირე ჯგუფები ცხოვრობენ ბაშკირეთში, თათრეთში, მარეთში, პერმის, სვერდლოვსკისა და კიროვის ოლქებში, ყაზახეთში, ბელარუსში, უზბეკეთსა და უკრაინაში. 2002 წლის აღწერის მიხედვით რუსეთში ცხოვრობს 637 ათასი უდმურტი. მორწმუნეები მართლმადიდებლები არიან.

ეთნოგენეზი რედაქტირება

უდმურტების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ძველმა ტომებმა. I ათასწლეულის დასასრულსა და II ათასწლეულის დასაწყისისათვის მათზე დიდი გავლენა მოახდინეს ვოლგა-კამის ბულგარებმა. XI-XIII სს-ში შეინიშნება უდმურტების კავშირი რუსებთან. 1236 წლიდან მოექცნენ მონღოლ-თათართა უღელქვეშ. ჩრდილოეთის უდმურტები შედიოდნენ ვიატკის ქვეყნის (1489 წლიდან ნაწილი მოსკოვის სამთავროს) შემადგენლობაშია, სამხრეთისა — ყაზანის სახანოში, რომლის დაშლის შემდეგ (1552) შევიდნენ რუსეთის სახელმწიფოში (1558). ამ დროიდან დაიწყო მათი ხალხად ჩამოყალიბება. ძველთაგანვე მისდევენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას და ნადირობას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიდავით IV აღმაშენებელისაქართველოდევდარაკიილია ჭავჭავაძეთამარ მეფემეორე მსოფლიო ომივახტანგ I გორგასალიქვეყნების სიავაჟა-ფშაველაანტარქტიდაჟიული შარტავალიბერალიზმიცოტნე დადიანიქართული დამწერლობაერეკლე IIვეფხისტყაოსანითბილისიევროკავშირიდარიალის ხეობაავსტრალიაფარნავაზ Iდიდგორის ბრძოლათეოკრატიაჩუტყვავილაპირველი მსოფლიო ომინიკო ფიროსმანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისულხან-საბა ორბელიანიქუნთრუშაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიტოტალიტარიზმიაჭარაბაგრატ III (საქართველოს მეფე)კარლეს პუჩდემონიუფლისციხე