სომხეთის წყლის რესურსები

სომხეთი წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. აქ დაახლოებით 9480 მდინარეა, საიდანაც 379-ის სიგრძე 10 კილომეტრს აჭარბებს და 100-ზე მეტი ტბა, რომელთა ნაწილიც ზაფხულობით შრება; სომხეთს მთელი მისი არსებობის მანძილზე „მდინარეებისა და ტბების მიწას“ ეძახდნენ. სომხეთის ზედაპირული წყლების რაოდენობა 4,7 %-ს შეადგენს.

სომხეთის მდინარეებისა და მათი აუზების რუკა

სომხეთის ზედაპირული წყლების მარაგი 7.7 მილიარდი მ³-ით ფასდება, მათ შორის 940 მილიონი მ³ დამატებითი ტრანსსასაზღვრო წყლებია[1].

მდინარეები რედაქტირება

მდინარე აზატი

სომხეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 9480 მცირე და დიდი მდინარე არსებობს, რომელთა საერთო სიგრძე 23000 კილომეტრია, ხოლო 379 მათგანის სიგრძე 10 კილომეტრს აჭარბებს. სომხეთში მიწისქვეშა წყლებით მოსაზრდოვე მდინარეებს განეკუთვნებიან: მეწამორი, შაქი, ლიჩქი, ზედაპირული — დებედა, აღსთაფა, ახუმი, მეღრი, ვოღჯი.

სომხეთის მდინარეები სამხრეთ კავკასიის ორი უდიდესი მდინარის არაქსისა და მტკვრის შენაკადებია. სომხეთის უდიდესი მდინარეა — არაქსი, რომელიც სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვარზე გაედინება. მისი მთავარი შენაკადებია — ახურიანი, ქასაღი, რაზდანი, აზატი, არფა, ვოროტანი და ვოღჯი. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შედარებით დიდი მდინარეებია — დებედა და აღსთაფა, შედარებით მცირე — ძორაგეტი და ფამბაკი.

ამ ცხრილში მოცემულია სომხეთის ტერიტორიაზე გამდინარე 50 კილომეტრზე უფრო გრძელი მდინარეების სია:

მდინარესიგრძე სომხეთის ტერიტორიაზე (კმ)
ახურიანი186
ვოროტანი119
არაქსი158
რაზდანი141
არფა126
აღსთაფა99
დებედა152
ქასაღი89
ვოღჯი88
ფამბაკი86
ძორაგეტი71
გეტიკი58
ვედი58
აზატი56
არგიჭი51[2]

ტბები რედაქტირება

სევანის ტბა

სომხეთის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი მცირე ტბაა, რომელთა ნაწილიც მშრალ სეზონზე შრება. სიდიდითა და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ტბებია სევანი და არფი. დანარჩენ ტბებს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვთ. ფართობის მიხედვით სომხეთის უდიდესი ტბაა სევანი, მას მოჰყვენიან არფილიჭი, სევლიჭი და აკნალიჭი.[3] სომხეთის ტბების წყლის რესურსების საერთო მარაგი 39,3 მილიარდი მ³-ით ფასდება.

ამ ცხრილში მოცემულია სომხეთის უდიდესი ტბების სია:

ტბაპროვინციაფართობი (კმ²)
სევანიგეღარქუნიქი1 243 км²
არფიშირაკი22
სევლიჭისიუნიქი2
აკნალიჭიკოტაიქი0,53
ქარიარაგაწოტნი0,12
აიგრლიჭიარმავირი-
ლესინგლიჭიტავუში-
პარზიტავუში0,03

წყალსაცავები რედაქტირება

აზატის წყალსაცავი

სომხეთში 74 წყალსაცავია, რომელთა საერთო მოცულობა 988 მილიონი მ³-ია. კიდევ 13 მშენებლობის პროცესშია. სომხეთის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი წყალსაცავია — ახურიანის, მისი მოცულობა 525 მილიონ მ³-ს შეადგენს. აღნიშნული წყალსაცავები გამოიყენება სარწყავად, ენერგეტიკაში, თევზჭერისა და რეკრეაციისთვის[4].

მიწისქვეშა წყლები რედაქტირება

სომხეთის მიწისქვეშა წყლების მარაგი 4.017 მილიარდი მ³-ით ფასდება და არათანაბრად არის განაწილებული. დაახლოებით 70% არარატის ვაკისკენ მიედინება, რომელთა წყლის რესურსები 40-დან 300 მეტრ სიღრმეზე მდებარეობენ. სომხეთში მიწისქვეშა წყლები წყლის ბალანსის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სომხეთის სასმელი წყლის დაახლოებით 96 %, მიწისქვეშა წყაროების შედეგად წარმოიქმნება. ეს წყალი ძალიან სუფთა და მაღალი ხარისხით ხასიათდება. წლის განმავლობაში წარმოიქმნება დაახლოებით 3 მილიარდი მ³ მიწისქვეშა წყალი, საიდანაც დაახლოებით 1,6 მილიარდი მ³ წყაროების სახით წარმოიქმნება, 1,4 მილიარდი მ³ ტბებისა და მდინარეების სახით გამოიყენება[5].

წყაროები რედაქტირება

სომხეთის ტერიტორიაზე სულ დაახლოებით 8000-მდე წყაროა[6].

ჩანჩქერები რედაქტირება

ქასაღის ჩანჩქერი

ქვემოთ მოცემულია სომხეთის ჩანჩქერებისა და მათი სიმაღლეების სია.

ჩანჩქერისომხური სახელიმდინარესიმაღლე (მ)პროვინცია
ქასაღისՔասախի ջրվեժქასაღი70არაგაწოტნი
ჯერმუკისՋերմուկի ջրվեժჯერმუკი68ვაიოცძორი
ტრჩკანიԹռչկան ջրվեժჩიჩხანი25,5ლორე
შაქისՇաքիի ջրվեժშაქი18სიუნიქი
წავისԾավի ջրվեժწავი15სიუნიქი
შიკაჰოღისՇիկահողի ջրվեժშიკაჰოღი10სიუნიქი[7]
ხოსროვისԽոսրովի ջրվեժგოხტი8კოტაიქი
ლალვარისԼալվարի ջրվեժლალვარი8ლორე
გეღაროტისԳեղարոտի ջրվեժგეღაროტი6არაგაწოტნი
ვოროტანისՈրոտանի ջրվեժვოროტანი6სიუნიქი
ჰერჰერისԳերգերի ջրվեժჰერჰერი6ვაიოცძორი
ამასიისԱմասիաի ջրվեժამასია6შირაკი
მანთაშისՄանթաշի ջրվեժმანთაში5შირაკი
ამბერდისԱմբերդի ջրվեժამბერდი4არაგაწოტნი
აღსტევისԱղստևի ջրվեժაღსტევი3ტავუში
გეტიკვანქიԳետիկվանք ջրվեժვაიოცძორი
ქარავაზიՔարավազ ջրվեժვაიოცძორი
ქაპუნჯუხისიუნიქი
შინუაირისიუნიქი
აღვანისიუნიქი
ვარდანიძორისიუნიქი
აჯიბაჯისიუნიქი
ფარავაძორისიუნიქი

ჭაობები რედაქტირება

მდინარე არაქსის ხეობაში ბევრი დაჭაობებული ტერიტორიაა. სომხურ მხარეს აღსანიშნავია ხორ-ვირაპის ჭაობი, რომელიც მდინარე არაქსის ისტორიულ კალაპოტში მდებარეობს, ასევე მეწამორის ჭაობიანი სისტემა, რომელშიც შედის აიგრლიჭის ტბა, მდინარე სევჯური და მისი მიმდებარე ჭაობიანი ადგილები[8].

სომხეთის ტერიტორიაზე ჭაობები აგრეთვე გვხვდება ლორეს ქვაბულში[9], მასრიკის ვაკეზე.[9], სევანის ნახევარკუნძულიდან სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრში[10], სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერ — ხორ-ვირაპის სიახლოვეს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

🔥 Top keywords: