საბუღალტრო აღრიცხვა

საბუღალტრო აღრიცხვა[1] ასახავს და შეისწავლის სამეურნეო პროცესებს ურთიერთკავშირში და დროში უწყვეტად. აღწერს ორგანიზაციაში შემავალ საკუთრებას, მასში არსებულ მიმდინარე პროცესებს და ახდენს მის ლეგალიზაციას.მას სხვანაირად დოკუმენტურ აღრიცხვასაც უწოდებენ, რადგან მისი მეშვეობით ვიგებთ თუ საიდან წარმოიშვა ორგანიზაცია, მასში შემავალი ქონება, პროდუქცია, მომსახურება და რა დანიშნულება აქვს მას.

საბუღალტრო აღრიცხვისათვის დამახასიათებელია სამეურნეო პროცესების განზოგადება მთლიანობაში (სინთეზური აღრიცხვა) და ამავე პროცესის დეტალური (ანალიზური) აღრიცხვა.

საბუღალტრო აღრიცხვის საბოლოო ჩანაწერები გვევლინება მხოლოდ ფულადი მაჩვენებლებით. იგი თავის კვლევებს ასახავს (ჩაწერს) სპეციალურ ანგარიშებზე, რომლის პარამეტრებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. ბუღალტრული ანგარიშები, დანიშნულების მიხედვით, დაიყოფა შემდეგ ანგარიშებად:

საბოლოოდ, ბუღალტერიამ დოკუმენტურად უნდა ასახოს და კონტროლს დაუქვემდებაროს საწარმოს კაპიტალის ტრანსფორმაციის მთელი პროცესი. რა საანგარიშგებო ვალდებულებები აქვს მწარმოებელს საფინანსო, საკრედიტო და სადაზღვეო ორგანოებისადმი, მომწოდებლების და მოიჯარეების, სახელმწიფოს, მუშა-მოსამსახურეების, სახელმწიფო ორგანოების, მყიდველების და სხვათა მიმართ. დააკვირდეს, თუ როგორ სრულდება ეს ვალდებულებები. ჯეროვნად ასახოს კომერციული საქმიანობა და დეტალურად სწორი ანალიზი გაუკეთოს მას, ასევე მიაწოდოს აუცილებელი ინფორმაცია აღრიცხვის მეთოდიკაში არსებული თანამედროვე სტანდარტებითა და ვალდებულებებით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1, თბ., 2008. — გვ. 1107
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაქართული დამწერლობათბილისიქართლის გაქრისტიანებაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოდავით IV აღმაშენებელიილია ჭავჭავაძეთამარ მეფეკორუფციადედამიწააღდგომავახტანგ I გორგასალიქუნთრუშავეფხისტყაოსანიასტრიდ ლინდგრენიმეორე მსოფლიო ომივაჟა-ფშაველადედამიწის დღეფარნავაზ Iპირველი მსოფლიო ომიბზობაქვეყნების სიანიკო ფიროსმანიევროპის პარლამენტირეზოლუციაერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისულხან-საბა ორბელიანისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკა26 აპრილილიბერალიზმიდიდგორის ბრძოლაევროკავშირისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიუქმე დღეები საქართველოში