რევაზ ძოძუაშვილი

რევაზ ძოძუაშვილი (დ. 15 აპრილი, 1945, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1972).

რევაზ ძოძუაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რევაზ მიხეილის ძე ძოძუაშვილი
დაბადების
თარიღი
15 აპრილი, 1945 (1945-04-15) (79 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე175 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1962–1963იმერეთი ქუთაისი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1964–1965დინამო სოხუმი50(20)
1966–1967ტორპედო ქუთაისი67(1)
1968–1976დინამო თბილისი234(4)
ეროვნული ნაკრები
1969–1974საბჭოთა კავშირი49(0)
სამწვრთნელო კარიერა
1976ასკ თბილისი
1977ლოკომოტივი სამტრედია
1978ტორპედო ქუთაისი
1979კოლხეთი ფოთი
1988–1989ტორპედო ქუთაისი
1991–1993დინამო თბილისი
1993–1995მეტალურგი რუსთავი
1995ტემპი შეპეტივკა
1998–1999ლატვია
1999–2000ლოკომოტივი თბილისი
2000–2001საქართველო
2001–2002ტორპედო ქუთაისი
2002ურალანი ელისტა
2003ალანია ვლადიკავკაზი
2005დინამო მაჰაჩყალა
2007ოლიმპი რუსთავი
2008–2009შახტიორი ყარაღანდა
2010თურანი თოვუზი
2014ტორპედო ქუთაისი
2017დინამო სოხუმი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ოთხჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო მარჯვენა მცველად.[1][2]

კარიერა რედაქტირება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ფეხბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო, მწვრთნელების — გიორგი ბზიკაძის, უშანგი სალდაძის, ბუხუტი ჩირაძის და კარლო ხურციძის ხელმძღვანელობით.[3] 16 წლის ასაკში ქუთაისის „რიონში“ იწყებს თამაშს. შემდეგ, მწვრთნელ ჯუმბერ რუსაძის მიწვევით „იმერეთში“ გადადის, სადაც თავიდან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. 1962 წელს მიხეილ იაკუშინის ინიციატივით თბილისის „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობაში იწვევენ, თუმცა მომდევნო წელს ანდრო ჟორდანიას თხოვნით ისევ ქუთაისში ბრუნდება.[4] 1966–1967 წლების სეზონს ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში თამაშობს, სადაც უმაღლესი ლიგის 67 მატჩში გამოდის მოედანზე. 1968 წლიდან თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშია. კლუბში ცხრა სეზონის განმავლობაში ასპარეზობს და უმაღლესი ლიგის 234 შეხვედრას ატარებს (4 გოლი).

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[5][6][7][8][9]

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

1969–1974 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 49 შეხვედრას ატარებს.[10] პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1969 წლის 20 თებერვალს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.[11][12]

სტატისტიკა რედაქტირება

საბჭოთა კავშირი
წელიმატჩიგოლი
196960
197080
197180
1972160
197390
197420
ჯამში490

მსოფლიო ჩემპიონატზე რედაქტირება

რევაზ ძოძუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[13][14]

ჩემპ.მასპინძელიპოზიციაშედეგი
1970  მექსიკა 4მცველი30201მეოთხედფინალი

სამწვრთნელო კარიერა რედაქტირება

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა კლუბებსა და ნაკრებ გუნდებში, მათ შორის იყო ლატვიისა (1998–1999) და საქართველოს (2000–2001) ეროვნულ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელი. 2014 წლის იანვრიდან ქუთაისის „ტორპედო“ ჩაიბარა, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესპანელი ჟერარდ სარაგოსა შეცვალა. იმავე წლის დეკემბერში, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა.[15]

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად რევაზ ძოძუაშვილი, როგორც მოთამაშე, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად, ხოლო როგორც მწვრთნელი, საქართველოს XX საუკუნის მეხუთე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[16][17]

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970[18][19]
  • კარაველას თასი: 1973 [20]

სანაკრებო რედაქტირება

საბჭოთა კავშირი
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1972
ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1972 [21]

ინდივიდუალური რედაქტირება

33 საუკეთესო
  • №1: 1969, 1971, 1972, 1973
  • №2: 1968, 1970
  • №3: 1974
  • საქართველოს წლის საუკეთესო მწვრთნელი: 1994

სამწვრთნელო რედაქტირება

დინამო თბილისი
ტორპედო ქუთაისი
ოლიმპი რუსთავი

ლიტერატურა რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
  2. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
  3. კარიერა ფრაზებში: რევაზ ძოძუაშვილი. mygoals.ge. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022
  4. კარიერა ფრაზებში: რევაზ ძოძუაშვილი. — ...ის, რომ მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშე, ეს ორი დიდებული ადამიანის, ორი ბრწყინვალე მწვრთნელის იური გრამატიკოპულოს და მიხეილ იაკუშინის დამსახურებაა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
  5. „კარაველას თასი“. fcdinamo.ge. 19 აგვისტო, 2013. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  6. „Trofeo Colombino de fútbol“. es.wikipedia.org. 1 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. „Динамо (Тбилиси) – Бенфика (Лиссабон, Португалия) 3–1“. fc-dynamo.ru. 2 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  8. „IX Trofeo Colombino de fútbol“. dinamo-tbilisi.ru. 5 მარტი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  9. "კარაველას" რაინდები“. opentext.org.ge. 22 აგვისტო, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  10. რევაზ ძოძუაშვილი — სანაკრებო სტატისტიკა (1969–1974). Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
  11. Colombia v USSR, 20 February 1969. International Friendly. Venue: El Campin, Bogota. 3–1 to USSR. Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
  12. Colombia 1–3 USSR, 20 February 1969. Колумбия 1–3 СССР – 20.02.1969. Богота, Стадион «Немесио Камачо Эль Кампин». footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
  13. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1970 (სტატისტიკა) დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
  14. Player Profile for Revaz Dzodzuashvili in the Soccer World Cups. Revaz Dzodzuashvili in the World Cups. Information about Revaz Dzodzuashvili and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
  15. რევაზ ძოძუაშვილი „ტორპედოდან“ წავიდა – 21-ე საუკუნეში ასე გუნდი ვერ აშენდება! sportall.ge. 8 დეკემბერი, 2014.
  16. XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2021
  17. საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
  18. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (29 თებერვალი, 2012). Soviet Union Cup 1970 — Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 28 იანვარი, 2022.
  19. „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი — 8 აგვისტო, 1970. "Динамо" (Москва) - "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Голы: 1:0 В.Эштреков (17), 2:0 Г.Еврюжихин (62), 2:1 Ш.Хинчагашвили (67). 8 августа 1970. 18:00. Финал. Москва. წაკითხვის თარიღი: 28 იანვარი, 2022.
  20. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2021.
  21. Olympic Football Tournament Munich 1972 — Soviet Union 2–2 German Democratic Republic — Bronze medal match; 10 September 1972; Munich / Olympiastadion; Soviet Union Bronze Medalists: Oleh Blokhin, Murtaz Khurtsilava, Yuriy Istomin, Volodymyr Kaplychnyi, Viktor Kolotov, Yevgeni Lovchev, Sergei Olshansky, Yevgeni Rudakov, Vyacheslav Semyonov, Gennadi Evryuzhikhin, Oganes Zanazanyan, Andrei Yakubik, Arkady Andreasyan, Revaz Dzodzuashvili, Yozhef Sabo, Yuriy Yeliseyev, Volodymyr Onyshchenko, Anatoliy Kuksov, Vladimir Pilgui. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებამონტენეგრომემარჯვენეობაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოქვეყნების სიადავით IV აღმაშენებელიილია ჭავჭავაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ვახტანგ I გორგასალითამარ მეფემეორე მსოფლიო ომიდიდგორის ბრძოლაჩუტყვავილაქუნთრუშაგიორგი მიქაუტაძეპირველი მსოფლიო ომითბილისიერეკლე IIევროპის სახალხო პარტიაშოთა არველაძექართული დამწერლობაევროპის პარლამენტივეფხისტყაოსანიიოსებ სტალინივაჟა-ფშაველამარინ ლე პენიაჭარამემარცხენეობაცოტნე დადიანიკარლეს პუჩდემონისეტყვადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაევროკავშირისაქართველოს გეოგრაფიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიფარნავაზ Iაკაკი წერეთელი