ჟულიო სეზარი

ჟულიო სეზარ სოარეს დე ესპინდოლა (პორტ. Júlio César Soares de Espíndola დ. 3 სექტემბერი, 1979), საყოველთაოდ ცნობილი, როგორც ჟულიო სეზარიბრაზილიელი ფეხბურთელი, ბრაზილიის ნაკრების პირველი მეკარე.

ჟულიო სეზარი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჟულიო სეზარ სოარეს დე ესპინდოლა
დაბადების
თარიღი
3 სექტემბერი, 1979 (1979-09-03) (44 წლის)
დაბადების
ადგილი
დუკი-დი-კაშიასი, ბრაზილია
სიმაღლე189 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტორონტო
ნომერი30
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1998–2005ფლამენგო130(0)
2005–2012ინტერნაციონალე228(0)
2005–კიევო (იჯარით)0(0)
2012-კუინზ პარკ რეინჯერსი24(0)
2014-ტორონტო7(0)
ეროვნული ნაკრები
2004-2014ბრაზილია87(0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 აპრილი, 2014

2009 წელს ფისსსფ-მ დაასახელა მსოფლიოს მესამე მეკარედ იკერ კასილიასის და ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ.[1] ის ასევე დაასახელეს სერია A-ს წლის საუკეთესო მეკარედ 2009 და 2010 წლებში.[2]

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ფლამენგო

რედაქტირება

სეზარმა კარიერა დაიწყო „ფლამენგოში“ 1997 წელს, როგორც ვეტერანი მეკარის, კლემერის შემცვლელმა. 2000 წლიდან, ის იყო კლუბის პირველი მეკარე და ლიგა კარიოკა მოიგო ოთხჯერ. 2004 წლის კოპა ამერიკას გათამაშებაზე ის იყო ბრაზილიის ნაკრების პირველი მეკარე. მან დაიმსახურა „ფლამენგოს“ გულშემატკივრების დიდი სიყვარული.

2005 წლის იანვარში გადავიდა იტალიის სერია A-ს კლუბ „კიევოში“, მაგრამ ვარაუდობდნენ, რომ მალე გადავიდოდა „ინტერში“.[3]

იტალიის ჩემპიონატში მოქმედი წესის გამო, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვას არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე, სეზარი ჩაირიცხა თავდაპირველად „კიევოში“.[4] ვერონაში გატარებული ექვსი თვის განმავლობაში, ის გუნდის მეორე მეკარე იყო. მიუხედავად ამისა, მას მაინც იძახებდნენ ბრაზილიის ნაკრებში.

2005 წლის ივლისში, მან ოფიციალურად გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი „ინტერთან“.

სეზარი შეუერთდა „ინტერს“ 2005-06 წლების სეზონის დასაწყისში და თავიდან იყო ფრანჩესკო ტოლდოს შემცვლელი. მისი დებიუტი კლუბში შედგა 2005 წლის იტალიის სუპერთასზე, რომელიც მოიგო „ინტერმა“. მალე მან შეცვალა ტოლდო პირველი მეკარის პოზიციაზე, როცა ინტერი გავიდა მესამე ადგილზე იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსის“ და „მილანის“ შემდეგ, მაგრამ 2006 წლის იტალიური ფეხბურთის სკანდალის დროს დაუწესდა სანქციები ჩაწყობილი მატჩების გამო, იტალიის სხვა რამდენიმე კლუბთან ერთად.

2009 წლის ნოემბერში მან გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე.[5] ინტერში შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჯანლუკა პალუკამ განაცხადა, რომ ჟულიო სეზარი არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე.[6] მან ასევე დაიმსახურა იტალიელი ლეგენდის, დინო ძოფის და თანაგუნდელის, ფრანჩესკო ტოლდოს დიდი სიმპათია.[7][8] ის დაასახელეს 2008-09 და 2009-10 წლების სეზონების სერია A-ს საუკეთესო მეკარედ. 2012 წელს ის გადავიდა პრემიერ-ლიგის კლუბში კუინზ პარკ რეინჯერსი

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

ჟულიო სეზარის სანაკრებო კარიერა დაიწყო 2003 წლიდან, როცა ის გამოიძახეს დიდას შემცვლელად. ის იმყოფებოდა ბრაზილიის ნაკრების განაცხადში 2003 წლის კოპა ამერიკაზე, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცემია. პირველად ნაკრებში ითამაშა 2004 წლის კოპა ამერიკაზე. მან ამ გათამაშებაში ჩაატარა ექვსი მატჩი. არგენტინის ნაკრებთან ფინალურ მატჩში პენალტების სერიაში მან მოიგერია პირველი პენალტი, ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო 4-2.

თუმცა, მომავალი სამი წლის განმავლობაში ჟულიო იყო ნაკრების სათადარიგო მეკარე, მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა ნაკრებში ამ ხნის განმავლობაში. 2005 და 2007 წლის კოპა ამერიკის გათამაშებებზე ის არ ყოფილა სანაკრებო განაცხადში, მაგრამ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეყვანილი იყო განაცხადში, როგორც სათადარიგო მეკარე დიდას და ვეტერანი როჟერიო სენის შემდეგ.

დიდას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, სეზარი გახდა ნაკრების პირველი მეკარე. ნაკრების ახალი მწვრთნელი დუნგა თავიდან უპირატესობას ანიჭებდა ეურელიო გომესს ტოტეჰნემ ჰოტსპურიდან, ელტონს პორტოდან და დონის რომადან. თუმცა, 2007 წლის სექტემბრიდან მან შეცვალა დონი პირველი ნაკრების პოზიციაზე.

სეზარმა მიიღო მონაწილეობა 2009 წლის კოპა ამერიკაზე. დუნგამ ის შეიყვანა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში. ეს იყო მისი მეორე მსოფლიო ჩემპიონატი. სეზარი ნაკრების ძირითადი მეკარე იყო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

კარიერის სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 24 May 2011.[9]
კლუბიჩემპიონატითასი[10]საკონტინენტთაშორისოl[11]ჯამში
მატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
ფლამენგო199700100010
199810000010
199900000000
20001601000170
20012606000320
20021600050210
20033709000460
200434011000450
ჯამში1300280501630
კიევო2004–0500000000
ჯამში00000000
ინტერი2005–062904070400
2006–073200060380
2007–083501080440
2008–093602070430
2009–1038040130550
2010–1124030100370
ჯამში19401405102590
ჯამში კარიერაში32404205604220

ტიტულები

რედაქტირება
ფლამენგო
  • კარიოკა ლიგა: 1999, 2000, 2001, 2004
  • ბრაზილიის ჩემპიონთა თასი: 2001
  • რიოს თასი: 2000
  • გუანაბარას თასი: 1999, 2001, 2004
ინტერი

სანაკრებო

რედაქტირება
ბრაზილია

ინდივიდუალური

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. The world's best Goalkeeper 2009 IFFHS.de Retrieved 1 March 2010
  2. Ex-Inter Star Zlatan Ibrahimovic Wins 2009 'Oscar Del Calcio' goal.com 19 January 2010
  3. Chievo unveil keeper Sky Sports.com 25 February 2005
  4. Inter land Brazilian keeper Sky Sports.com 8 July 2005
  5. „Inter, Julio Cesar together until 2014“. inter.it. 10 November 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2009. ციტირების თარიღი: 15 December 2009.
  6. Gianluca Pagliuca: Inter's Julio Cesar is the World's Best Goalkeeper დაარქივებული 2019-10-29 საიტზე Wayback Machine. goal.com 10 October 2010
  7. Italy Great Dino Zoff Crowns Inter 'Keeper Julio Cesar goal.com 6 March 2009
  8. Inter's Toldo Praises Jose Mourinho & Julio Cesar goal.com 9 April 2009
  9. Júlio César. ESPN. ციტირების თარიღი: 21 October 2010.[მკვდარი ბმული]
  10. შეიცავს ბრაზილიის თასს, იტალიის თასს და იტალიის სუპერთასს
  11. შეიცავს კოპა ლიბერტადორესს და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა