პროისიშ-აილაუს ბრძოლა

პროისიშ-აილაუს ბრძოლა — ყველაზე სისხლიანი ბრძოლა რუსეთისა და საფრანგეთის ჯარებს შორის რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის ომის (1806-1807 წწ.) დროს. გაიმართა ქ. პროისიშ-აილაუს რაიონში (დღევანდელი ბაგრატიონოვსკი) 1807 წლის 7-8 თებერვალს. 16 იანვარს რუსეთის არმიამ გენერალ ლეონტი ბენიგსენის სარდლობით დაიწყო შეტევა ბიალიდან დასავლეთით ნაპოლეონის არმიის მარცხენა ფრთის იზოლირებული კორპუსების გასანადგურებლად, მაგრამ ბენიგსენის გაუბედაობის გამო ეს ვერ მოხერხდა. ნაპოლეონი დაახლოებით 70 ათასამდე ჯარისკაცით შეტევაზე გადავიდა ალენშტაინის (ახლანდელი ოლშტინი) ჩრდილოეთით, რომ მოეწყვიტა რუსეთის ჯარი რუსეთისაგან. გენერალ პეტრე ბაგრატიონის არიერგარდის მედგარი წინააღმდეგობის შედეგად რუსეთის ჯარის მთავარმა ძალებმა მოახერხა პროისიშ-აილაუს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პოზიციებზე გადასვლა, სადაც მოხდა ორდღიანი მძიმე ბრძოლა. თითოეულმა მხარემ 26-36 ათ. კაცი დაკარგა. ნაპოლეონის ცდა — შემოევლო რუსეთის ჯარის მარცხენა ფრთისათვის — უშედეგოდ დამთავრდა.

ნაპოლეონი ბრძოლის ველზე პროისიშ-აილაუს ბრძოლაში

ლიტერატურა რედაქტირება

🔥 Top keywords: მონტენეგრომთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოსეტყვადავით IV აღმაშენებელიქვეყნების სიათამარ მეფეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიმემარჯვენეობაუფლისციხედიდგორის ბრძოლავახტანგ I გორგასალისვეტიცხოველითინათინ ბოკუჩავათბილისირაბათის ციხენილოსიორნელა მუტიჩუტყვავილასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიერეკლე IIაკაკი წერეთელიქუნთრუშავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომისაქართველოს გეოგრაფიაქართული დამწერლობასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირითიღვის მუნიციპალიტეტიმონტენეგროს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანიგონიერი ადამიანიფარნავაზ Iცხინვალიიოსებ სტალინი