პარხალი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პარხალი (მრავალმნიშვნელოვანი).

პარხალი — ქართული მონასტერი თურქეთში. სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე. ამჟამად ტაძარში მოქმედებს მეჩეთი.

პარხალი
პარხალი — თურქეთი
პარხალი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები40°58′13″ ჩ. გ. 41°23′01″ ა. გ. / 40.97028° ჩ. გ. 41.38361° ა. გ. / 40.97028; 41.38361
რელიგიური კუთვნილებაისლამი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანადროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინციაართვინი
მუნიციპალიტეტიიუსუფელი
სასულიერო სტატუსიმონასტერი
ფუნქციური სტატუსიუმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპიგვიანდელი ქართული ბაზილიკა
თარიღდება973

პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-1453) სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S 4927) და პარხლის მრავალთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A—95) გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.

არქიტექტურა

რედაქტირება

პარხლის მონასტრის ეკლესია გეგმითა და პროპორციებით უახლოვდება ოთხთა ეკლესიას და, მასთან ერთად გვიანდელი ქართული ბაზილიკების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.

ბაზილიკის შუა ნავი მაღალი და მკვეთრად გამოყოფილია. ფასადთა ჩუქურთმები აქ უკვე გარკვეულ როლს თამაშობს. ძეგლს ამკობს სარკმელთა სათაურები, გრეხილით მორთული ჯვრები, ცხოველთა რელიეფური გამოსახულებანი. პარხლის ეკლესიის განსაკუთრებული თავისებურებაა შუა ნავის სიგრძივი კედელი, რომელიც დანაწევრებულია დეკორატიული თაღებითა და შეწყვილებული ლილვებით, დამატებით შემკულია საღებავით შესრულებული გამოსახულებებით — მარაოსებრი სათაურებით სარკმლის ზემოთ, ჯვრებით, დისკოებითა და სხვა. ამავე კედელზეა უამრავი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულნი არიან ის პირნი, ვინც იღვაწა ძეგლის შესამკობად. ოსმალთა მიერ (XVI ს.) დაპყრობის შემდეგ ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბერიძე ვ., მენაბდე ლ., მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 703.
  • საქართველოს სულიერი საგანძური, წიგნი I, თბილისი, 2005 წ., გვ. 104-105
  • თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბილისი, 1960;
  • Беридзе В.В., Архитектура Тао-Кларджери, Тб., 1981;
🔥 Top keywords: ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიიოანე-ზოსიმესაქართველოქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020თამარ მეფეშოტლანდიამეორე მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძედიდგორის ბრძოლაჩუტყვავილაამაღლებაგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმამადუ სახოდავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიათბილისიქართული დამწერლობაკარლეს პუჩდემონივახტანგ I გორგასალიიოსებ სტალინიქუნთრუშასალომე კორკოტაშვილიპირველი მსოფლიო ომირაბათის ციხეფრანც ბეკენბაუერიპეტრე-პავლობის მარხვანატო ვაჩნაძეჯუმბერ ლეჟავაერეკლე IIდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენავეფხისტყაოსანი