პავლე მილიუკოვი

პავლე მილიუკოვი (დ. 15 იანვარი, 1859, მოსკოვი — გ. 31 მარტი, 1943, საფრანგეთი) — რუსი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1882 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1886 წლიდან იქვე მუშაობდა პრივატ-დოცენტად. 1894 წელს სტუდენტთა მოძრაობასთან კავშირისთვის გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან და გადაასახლეს რიაზანში. რამდენიმე წელს იყო საზღვარგარეთ. 1905 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ჩაება ლიბერალურ მოძრაობაში. იყო კადეტთა პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თავმჯდომარე 1907 წლიდან. არჩეული იყო მე-3 და მე-4 მოწვევების სახელმწიფო სათათბიროში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. აპრილში ანტანტის ქვეყნებს გაუგზავნა ნოტა,, სადაცადასტურებდა რუსეთის მზადყოფნას, პირველი მსოფლიო ომი მიეყვანა გამარჯვებამდე. ნოტამ გამოიწვია ჯარისკაცთა პროტესტი, აპრილის კრიზისი და მილიუკოვის გადადგომა. 1920 წლიდან იყო ემიგრაციაში, ცხოვრობდა ლონდონსა და პარიზში.

ლიტერატურა

რედაქტირება
🔥 Top keywords: დიდგორის ბრძოლასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმთავარი გვერდიგიორგი მიქაუტაძედავით ყიფიანიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატითურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივილი სანიოლისპეციალური:ძიებაბუდუ ზივზივაძეკრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილიმიხეილ მესხის სტადიონითურქეთიგიორგი ქოჩორაშვილიფეხბურთის წესებიხვიჩა კვარაცხელიაარდა გიულერიკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოგიორგი ჩაკვეტაძემსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკატეგორია:საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელებიდავით IV აღმაშენებელიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფეხბურთიგერმანიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდორტმუნდილიონელ მესისაქართველოს სახელმწიფო დროშამამის დღეგურამ კაშიაოთარ კიტეიშვილიმეორე მსოფლიო ომინონა გაფრინდაშვილიქვეყნების სიადიდი თურქობა