მარია ანჟუელი

მარია ანჟუელი (ფრანგ. Marie d'Anjou; დ. 14 ოქტომბერი, 1404 — გ. 29 ნოემბერი, 1463) — საფრანგეთის დედოფალი 1422-1461 წლებში როგორც შარლ VII-ის მეუღლე. ანჟუელთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XI ვალუას დედა.

მარია ანჟუელი
Marie d'Anjou
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 დეკემბერი 1422
მმართ. დასასრული: 22 ივლისი 1461
წინამორბედი: იზაბელა ბავარიელი
მემკვიდრე: შარლოტა სავოიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ოქტომბერი 1404
გარდ. თარიღი: 29 ნოემბერი 1463 (59 წლის)
მეუღლე: შარლ VII ვალუა
შვილები: ლუი XI, საფრანგეთის მეფე
რადეგონდი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
იოლანდე, სავოიის ჰერცოგინია
მადლენი, ვიანას პრინცესა
შარლი, ბერის ჰერცოგი
ჟანა, ბურბონის ჰერცოგინია
კატრინი, ბურგუნდიის ჰერცოგინია
დინასტია: ანჟუები
მამა: ლუი II, ნეაპოლის მეფე
დედა: იოლანდა არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

მარია იყო ნეაპოლის მეფე ლუი II ანჟუელისა და მისი მეუღლის, დედოფალ იოლანდა არაგონელის ქალიშვილი. იგი დაიბადა 1404 წლის 14 ოქტომბერს, ანგერის სამეფო სასახლეში.

1413 წელს მარია დანიშნეს საფრანგეთის დოფინ შარლ დე ვალუაზე, რომელიც საფრანგეთის მეფე შარლ VI ვალუას და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის ვაჟი იყო. მარია და შარლი დაქორწინდნენ 1422 წელს, საფრანგეთის ქალაქ ბურჟეში. თუმცა 1422 წლიდან ინგლისის მეფე ჰენრი VI აკონტროლებდა ჩრდილოეთ საფრანგეთის დიდ ნაწილს. ჩრდილოეთ საფრანგეთს განაგებდა ინგლისური ლანკასტერის სახლი. ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად საფრანგეთმა წამოიწყო ომი რომელიც ასწლიანი ომის სახელითაა ცნობილი.

დედოფალი რედაქტირება

დედოფალი მარია ხშირად ასრულებდა შარლის მოვალეობას როცა იგი ომში იყო წასული, მას არაერთხელ უხელმძღვანილია საფრანგეთის სამეფო საბჭოს შეკრებისათვის. მარიამ რამდენიმეჯერ რეგენტის ტიტულიც მიიღო, რის დროსაც მან რამდენიმე ფრანგ ლეიტენანტს თავადობა უბოძა. გარდა ამისა მისი ბრძანებით ააგეს წმინდა მიქაელის სახელობის ტაძარიც.

მარია ანჟუელის გერბი

მიუხედავად იმისა, რომ მარიამ შარლს 14 შვილი გაუჩინა მას მაინც გაურბოდა თვალი სხვა ქალებისაკენ. 1442 წელს კი მეფე შარლს წარუდგინეს 20 წლის აგნეს სორელი, რომელმაც მეფე თავისი სილამაზით დაატყვევა და დიდი გავლენა მოიპოვა მასზე. სორელმა მეფეს სამი გოგონა გაუჩინა. სწორედ ის გახდა საფრანგეთის ისტორიაში პირველი ქალი რომელმაც "სამეფო საყვარლის" წოდება მიიღო. აგნესმა ასევე მიიღო ბრილიანტების ტარების უფლება, რისი უფლებაც ფრანგული ტრადიციის მიხედვით მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ჰქონდათ. მეფე მთლიანად მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, ამიტომაც 1450 წელს მეოთხე ბავშვზე ორსული აგნესი მოწამლეს, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ იგი დიზერტერიით გარდაიცვალა. ამის შემდეგ მარია უკონკურენტოდ დარჩა.

1455 წელს რობერტ ბლონდელმა დედოფალ მარიაზე დაწერა ტრაქტატი "Douze  trouble de l'enfer", ანუ "თორმეტი უბედურება ჯოჯოხეთიდან".

დედა დედოფალი რედაქტირება

1461 წელს შარლ VII გარდაიცვალა. ტახტზე ადის მარიას უფროსი ვაჟი ლუი XI ვალუა, აქედან გამომდინარე მარიას დედა დედოფლის ტიტული ენიჭება. ლუიმ დედას გასახარებლად ამბუაზის სასახლე აჩუქა და ყოველთვიური, უდიდესი პენსიაც დაუნიშნა.

1462 წლის ზამთარში მარიამ მოილოცა ფრანგული ტაძრები. შემდგომ წლებში იგი აპირებდა ესპანეთში წასვლას და იქაური ტაძრების მოლოცვას, თუმცა იმდენად საშინელი გზები იყო, რომ უკვე ხანში შესულმა მარიამ მგზავრობას ვერ გაუძლო და 1463 წლის 29 ნოემბერს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია სენ დენის ბაზილიკაში, თავისი მეუღლის გვერდით.

შვილები რედაქტირება

მარია 1422 წლის 18 დეკემბერს წელს ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ VII-ს . მარიამ მას 14 შვილი გაუჩინა:

სახელიდაიბადაგარდაიცვალატიტული
ლუი XI3 ივლისი 142330 აგვისტო 1483საფრანგეთის მეფე
ჟანი19 სექტემბერი 1426არ ჰქონია
როზალინდა29 აგვისტო 142819 მარტი 1444ავსტრიის ერცჰერცოგინია
კატრინი29 აგვისტო 142813 ივლისი 1446ბურგუნდიის ჰერცოგინია
ჯეიმსი14322 მარტი 1437არ ჰქონია
იოანდე23 სექტემბერი

1434

23/29 აგვისტო

1478

სავოიის ჰერცოგინია
ჟანა4 მაისი 14354 მაისი 1482ბურბონის ჰერცოგინია
ფილიპი4 თებერვალი

1436

11 ივნისი 1436არ ჰქონია
მარგარიტამაისი 143724 ივლისი 1438არ ჰქონია
ჯოანა7 სექტემბერი

1438

26 დეკემბერი

1446

არ ჰქონია
მარია7 სექტემბერი

1439

14 თებერვალი

1440

არ ჰქონია
ისაბელა1441არ ჰქონია
მაგდალენა1 დეკემბერი

1443

21 იანვარი 1495ვიენის ჰერცოგინია
შარლი12 დეკემბერი 144624 მაისი 1472ბერის ჰერცოგი

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Murielle Gaude-Ferragu: Queenship in Medieval France, 1300-1500
  • David Green, The Hundred Years War: A People's History, (Yale University Press, 2014), 190.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებითინათინ ბოკუჩავაქვეყნების სიასაქართველოდავით IV აღმაშენებელინილოსისეტყვათამარ მეფენონა გაფრინდაშვილიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიუფლისციხეჩუტყვავილათბილისირაბათის ციხეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ქუნთრუშაქართული დამწერლობავახტანგ I გორგასალიდემეტრე II თავდადებულიდიდგორის ბრძოლაერეკლე IIსვეტიცხოველიყინწვისის მონასტერიიოსებ სტალინიანემიაკარიბის კრიზისივარძიაცივი ომიანანურის ციხეშოთა არველაძეამერიკის შეერთებული შტატებიპირველი მსოფლიო ომიგონიერი ადამიანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისედანის ბრძოლა (1870)