ლინა ვერტმიულერი

ლინა ვერტმიულერი (იტალ. Lina Wertmüller; დ. 14 აგვისტო, 1928, რომი, იტალია — გ. 9 დეკემბერი, 2021) — იტალიელი სცენარისტი და რეჟისორი. პირველი ქალი რეჟისორი, რომელიც „ოსკარზე“ იყო ნომინირებული ფილმისთვის „შვიდი სილამაზე“ (1977).[1] მისი ფილმები კონცენტრირდება სქესთა შორის პრობლემებზე, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. ვერტმიულერი მეორე ქალია, ვინც თავისი კინოკარიერისთვის საპატიო ოსკარის ჯილდო მიიღო (2019).[2]

ლინა ვერტმიულერი
დაბადების სახელი არკანჯელა ფელის ასუნტა ვერტმიულერ ფონ ელგ სპანოლ ფონ ბრაუეხი
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1928
რომი, იტალია
გარდაცვალების თარიღი 9 დეკემბერი, 2021 (93 წლის)
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
მეუღლე(ები) ენრიკო ჯობი (1965-2008; ჯობის სიკვდილამდე)
შვილ(ებ)ი 1

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ვერტმიულერმა 1951 წელს რომის თეატრის აკადემიაში სწავლა დაასრულა, შემდეგ კი მსახიობად, მწერლად, რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. იყო ათეულობით ავანგარდული სპექტაკლის პროდიუსერი. იმავე წელს იმოგზაურა ევროპის გარშემო.[3] იგი ცნობილი იტალიელი რეჟისორის, ფედერიკო ფელინის ასისტენტი იყო მისი ფილმის, 81/2-ს გადაღებისას (1963).

ვერტმიულერს უსაუბრია იმის შესახებ, რომ კინოინდუსტრიასა და თეატრში მუშაობა მას ძალიან პატარა ასაკიდან უნდოდა. ახალგაზრდობაშივე შეიყვარა ცნობილი რუსი დრამატურგები, როგორებიც არიან პიეტრო შაროვი, ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო და კონსტანტინე სტანისლავსკი.[4]

კინოკარიერა რედაქტირება

ვერტმიულერი 1987 წელს

1960 წელს ვერტმიულერს სკოლის მეგობარმა, ფლორა კარაბელამ, მისი ქმარი და ცნობილი იტალიელი მსახიობი, მარჩელო მასტროიანი გააცნო. მისი საშუალებით შეხვდა ვერტმიულერი ფედერიკო ფელინის. ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ფელინიზე საუბრობს: „...ფელინი შესანიშნავი ადამიანი იყო, საოცარი ინტელექტისა და თანაგრძნობის უნარის მქონე“. [5]

ვერტმიულერის დებიუტი 1963 წელს ფილმით „ხვლიკები“ შედგა.1972 წლის დასაწყისში ფილმი, „მიმის ცდუნება“. ამის შემდეგ მან კიდევ შვიდი ფილმი გადაიღო, რომლებიც „იტალიური სტილის კომედიის“ (Commedia all'italiana) შედევრებად ითვლება. სწორედ ამ პერიოდში ვერტმიულერმა კრიტიკული და საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მისი სახელი ცნობილი იყო არამხოლოდ იტალიაში, არამედ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.

1976 წელს მან გამოუშვა ფილმი, სახელწოდებით „შვიდი სილამაზე“, რომლითაც ვერტმიულერი პირველი ქალი რეჟისორი გახდა, რომელიც „ოსკარზე“ საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

ცნობილია ფილმების გრძელი სახელწოდებებით, რომლებიც საერთაშორისო გამოშვებების დროს მოკლდება. ვერტმიულერი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა ფილმის ყველაზე გრძელი სახელწოდებისათვის: Un fatto di sangue nel comune di Siculiana fra due uomini per causa di una vedova. Si sospettano moventi politici. Amore-Morte-Shimmy. Lugano belle. Tarantelle. Tarallucci e vino. ფილმი 1979 წელს არის გადაღებული და მასში სულ 179 პერსონაჟი ჩნდება. იგი უფრო ცნობილია სახელწოდებით „მტრობა სისხლით“.[6]

მისი 1983 წელს გამოსული ფილმის, „ბედისწერის ხუმრობის“ ჩვენება 1985 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა[7], ხოლო „კამორა (ქუჩების, ქალებისა და დანაშაულის ამბავი)“ 1986 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნა მიღებული.[8]

2015 წელს ვალერიო რუიზმა ვერტმიულერზე ბიოგრაფიული ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „თეთრი სათვალეების მიღმა“, რომელიც მის ცხოვრებასა და კინოკარიერაზე მოგვითხრობს.

ამჟამად ვერტმიულერი თეატრის რეჟისორად მუშაობს.[9]

სტილი რედაქტირება

ვერტმიულერი 1972 წელს

ვერტმიულერის ფილმებში ხშირად ჩანს ემპათია იტალიელი მუშათა კლასის მიმართ. ისინი ხშირად კრიტიკულად ასახავენ იტალიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. ამის საპირისპიროდ, ხშირად ჩანს იტალიის ქუჩები და ხედები. ვერტმიულერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკური ხედვების დაფიქსირებას.[10]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1963„ხვლიკები“I basilischiრეჟისორი, სცენარისტი
1965„მოდი, ვილაპარაკოთ კაცებზე“Questa volta parliamo di uominiრეჟისორი, სცენარისტი
1966„კოღო რიტა“Rita la zanzaraრეჟისორი, სცენარისტი
1967„ნუ უკბენ კოღოს“Non stuzzicate la zanzaraრეჟისორი, სცენარისტი
1968„ბელე სტარის ისტორია“Il mio corpo per un pokerრეჟისორი, სცენარისტი
1972„მიმის ცდუნება“Mimi metallurgico ferito nell'onoreრეჟისორი, სცენარისტი
1973„სიყვარული და ანარქია“Film d'amore e d'anarchia, ovvero: stamattina alle 10, in via dei Fiori, nella nota casa di tolleranza...რეჟისორი, სცენარისტი
1974„ყველაფერი გაფუჭებულია“Tutto a posto e niente in ordineრეჟისორი, სცენარისტი
1974„განადგურებული“Travolti da un insolito destino nell'azzurro mare d'agostoრეჟისორი, სცენარისტი
1975„შვიდი სილამაზე“Pasqualino Settebellezzeრეჟისორი, სცენარისტი
1978„წვიმიანი ღამე“La fine del mondo nel nostro solito letto in una notte piena di pioggiaრეჟისორი, სცენარისტი
1978„მტრობა სისხლით“Fatto di sangue fra due uomini per causa di una vedova, si sospettano moventi politiciრეჟისორი, სცენარისტი
1983„ბედისწერის ხუმრობა“Scherzo del destino in agguato dietro l'angolo come un brigante da stradaრეჟისორი, სცენარისტი
1984„ნაზად, ნაზად“Sotto.. sotto.. strapazzato da anomala passioneრეჟისორი, სცენარისტი
1986„კამორა: ქუჩების, ქალებისა და დანაშაულის ამბავი“ Un complicato intrigo di donne, vicoli e delittiრეჟისორი, სცენარისტი
1986„ზაფხულის ღამე ბერძნული პროფილით, ნუშისებრი თვალებითა და რეჰანის სურნელით“Notte d'estate con profilo greco, occhi a mandorla e odore di basilicoრეჟისორი, სცენარისტი
1989„მთვარიანი ღამე“In una notte di chiaro di lunaრეჟისორი, სცენარისტი
1989„მეათე დამალული“Il decimo clandestinoრეჟისორი, სცენარისტი
1990„შაბათი, კვირა და ორშაბათი“Sabato, domenica e lunediრეჟისორი, სცენარისტი
1992„გამარჯობა, პროფესორო!“Ciao, Professore!რეჟისორი, სცენარისტი
1996„ნიმფა“Ninfa plebeaრეჟისორი, სცენარისტი
1996„ლურჯ საყელოიანი მუშა და პარიკმახერი სექსისა და პოლიტიკის მორევში“Metalmeccanico e parrucchiera in un turbine di sesso e politicaრეჟისორი, სცენარისტი
1999„ფერდინანდო და კაროლინა“Ferdinando e Carolinaრეჟისორი, სცენარისტი
2004„მეტისმეტად ბევრი რომანტიკა... შენახული წიწაკების დროა“Peperoni ripieni e pesci in facciaრეჟისორი, სცენარისტი

სქოლიო რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებითინათინ ბოკუჩავაქვეყნების სიასაქართველოდავით IV აღმაშენებელინილოსისეტყვათამარ მეფენონა გაფრინდაშვილიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიუფლისციხეჩუტყვავილათბილისირაბათის ციხეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ქუნთრუშაქართული დამწერლობავახტანგ I გორგასალიდემეტრე II თავდადებულიდიდგორის ბრძოლაერეკლე IIსვეტიცხოველიყინწვისის მონასტერიიოსებ სტალინიანემიაკარიბის კრიზისივარძიაცივი ომიანანურის ციხეშოთა არველაძეამერიკის შეერთებული შტატებიპირველი მსოფლიო ომიგონიერი ადამიანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისედანის ბრძოლა (1870)