კაროტინი

ნარინჯისფერ-მოყვითალო პიგმენტი
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: კერატინი.

კაროტინი (ლათ. carota — სტაფილო) — ნარინჯისფერ-მოყვითალო პიგმენტი კაროტინოიდების ჯგუფისა; ტეტრატერპენული ნახშირწყალბადები (). მათ შორის გვხვდება როგორც ალიფატური (ლიკოპინი), ისე ციკლური იზომერები (მ.შ. α-, β-, γ-კაროტინები), რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ორმაგი ბმებისა და ციკლური ჯგუფების რაოდენობითა და მდებარეობით. მისი სინთეზი ხდება მცენარეებში, მიკროსკოპულ წყალმცენარეებში, ზოგიერთ სოკოსა და ბაქტერიაში;[1] განსაკუთრებით ბევრია ფოთლებში მცენარის ყვავილობის დაწყებისას, დიდი რაოდენობით შედის სტაფილოს ფესვში, ასკილის, მოცხარის, ცირცელის, ქაცვის და სხვათა ნაყოფებში. კაროტინი ვიტამინის წინამორბედია, რომლის ბიოსინთეზი მხოლოდ ცხოველებში ხდება. კაროტინი A აუმჯობესებს ცხოველთა ნაყოფიერებას, ზრდასა და განვითარებას, იცავს მათ ქსეროფტალმიისაგან; მონაწილეობს მცენარის ფოტოსინთეზის, სუნთქვისა და ზრდის პროცესებში.[2] ცხოველთა ქსოვილებში, ჩვეულებრივ, კაროტინის შემცველობა დაბალია, თუმცა შესაძლებელია დაგროვდეს ზოგიერთი ძუძუმწოვრის ცხიმოვან ქსოვილში, რძეში, საკვერცხეების ყვითელ სხეულებში. ადამიანის მიერ კაროტინით მდიდარი საკვების მომატებულ მოხმარებას და შეთვისების პროცესების დარღვევას შესაძლოა მოჰყვეს კანის ყვითლად შეფერვა. კაროტინის დაჟანგული წარმოებულებია ქსანტოფილები.[1]

β-კაროტინის მოლეკულის დიაგრამა

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Цыдендамбаев В. Д. Каротины // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 202.
  2. კაროტინი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 413.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიდავით IV აღმაშენებელისაქართველოდევდარაკიილია ჭავჭავაძეთამარ მეფემეორე მსოფლიო ომივახტანგ I გორგასალიქვეყნების სიავაჟა-ფშაველაანტარქტიდაჟიული შარტავალიბერალიზმიცოტნე დადიანიქართული დამწერლობაერეკლე IIვეფხისტყაოსანითბილისიევროკავშირიდარიალის ხეობაავსტრალიაფარნავაზ Iდიდგორის ბრძოლათეოკრატიაჩუტყვავილაპირველი მსოფლიო ომინიკო ფიროსმანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისულხან-საბა ორბელიანიქუნთრუშაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიტოტალიტარიზმიაჭარაბაგრატ III (საქართველოს მეფე)კარლეს პუჩდემონიუფლისციხე