კარაბობოს შტატი

შტატი

კარაბობო (ესპ. Estado Carabobo) — შტატი ვენესუელაში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარაკასიდან დაახლოებით 2 საათის სავალ ნაწილზე. დედაქალაქია ვალენსია, რომელიც ამავე დროს ვენესუელის მთავარი სამრეწველო ცენტრია. შტატის ფართობი 4 650 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 2 227 000 ადამიანი (2007).[2]

შტატი
კარაბობოს შტატი
Estado Carabobo
დროშაგერბი


Ocassus servitutis
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი ვალენსია
შიდა დაყოფა ბეხუმის მუნიციპალიტეტი[1] , კარლოს-არველოს მუნიციპალიტეტი[1] , დიეგო-იბარას მუნიციპალიტეტი[1] , გუაკარას მუნიციპალიტეტი[1] , ხუან-ხოსე-მორას მუნიციპალიტეტი[1] , ლიბერტადორის მუნიციპალიტეტი (კარაბობო)[1] , Municipio Los Guayos[1] , მირანდას მუნიციპალიტეტი[1] , მონტალბანის მუნიციპალიტეტი[1] , ნაგუანაგუის მუნიციპალიტეტი[1] , პუერტო-კაბელიოს მუნიციპალიტეტი[1] , სან-დიეგოს მუნიციპალიტეტი[1] , Municipio San Joaquín[1] და ვალენსიის მუნიციპალიტეტი[1]
კოორდინატები 10°11′00″ ჩ. გ. 67°58′00″ დ. გ. / 10.18333° ჩ. გ. 67.96667° დ. გ. / 10.18333; -67.96667
დაარსდა 1864
ფართობი 4 650 კმ²
მოსახლეობა 2 227 000 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი carabobo.gob.ve

1821 წლის 24 ივნისს შტატის ტერიტორიაზე გაიმართა კარაბობოს ბრძოლა. ეს ბრძოლა გადამწყვეტი იყო ესპანეთთან ბრძოლაში ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის და მას სიმონ ბოლივარი ხელმძღვანელობდა.

გეოგრაფია რედაქტირება

რეგიონის დაახლოებით 75% მთებითაა დაფარული, რომლებიც ვენესუელის სანაპირო ზოლის მთის მასივს მიეკუთვნება. უმაღლესი მწვერვალები შტატის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში, ასევე ვალენსიის ტბის სამხრეთით მდებარეობს. მათ შორის უმაღლესია მწვერვალი კაბოლონგო (1990 მ).

ვალენსიის ტბის ირგვლივ გადაჭიმულია ცენტრალური დაბლობის ვაკე და მთისწინები სამხრეთით, სადაც ვენესუელის ლიანოსი იწყება.

ისტორია რედაქტირება

როდესაც თანამედროვე ვენესუელის ტერიტორიაზე პირველი ევროპელები გამოჩნდნენ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრები ვალენსიის ტბის მიდამოებში მდებარეობდა. ადგილობრივი ინდიელები ძირითადად ნადირობას და შემგროვებლობას, ასევე მეთევზეობას და ფერმერულ მეურნეობას მისდევდნენ. შემორჩენილია ამ პერიოდის მრავალი პეტროგლიფი და კერამიკის ნიმუში.

ვალენსიის რეგიონში აღმოჩენილია ადამიანთა ცხოვრების კვალი, რომელიც ძვ. წ. მეოთხე ათასწლეულს მიეკუთვნება. ასევე აღმოჩენილია სხვა უფრო ადრეული დასახლებები.

ვალენსიის მიდამოებში მნიშვნელოვანი დასახლებები არსებობდა ახ. წ. 200-1000 წლებში.

პირველი ათასწლეულის დასასრულს, ორინოკოს რეგიონიდან ახალი მოსახლეობა მოვიდა, სავარაუდიდ მდინარე ელ-პაოს გამოვლით.

მუნიციპალიტეტები რედაქტირება

კარაბობოს შტატი მოიცავს 14 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტიდედაქალაქიფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ბეხუმაბეხუმა46945 306
კარლოს-არველოგუიგუე835146 598
დიეგო-იბარამარიარა79110 131
გუაკარაგუაკარა165171 123
ხუან-ხოსე-მორამორონი45365 239
ლიბერტადორიტოკუიტო558175 255
ლოს-გაიოსილოს-გაიოსი64157 787
მირანდამირანდა16127 609
მონტალბანიმონტალბანი10723 712
ნაგუანაგუანაგუანაგუა188143 315
პუერტო-კაბელიოპუერტო-კაბელიო434194 593
სან-დიეგოსან-დიეგო10674 941
სან-ხოაკინისან-ხოაკინი12760 953
ვალენსიავალენსია623830 420

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიდავით IV აღმაშენებელისაქართველოდევდარაკიილია ჭავჭავაძეთამარ მეფემეორე მსოფლიო ომივახტანგ I გორგასალიქვეყნების სიავაჟა-ფშაველაანტარქტიდაჟიული შარტავალიბერალიზმიცოტნე დადიანიქართული დამწერლობაერეკლე IIვეფხისტყაოსანითბილისიევროკავშირიდარიალის ხეობაავსტრალიაფარნავაზ Iდიდგორის ბრძოლათეოკრატიაჩუტყვავილაპირველი მსოფლიო ომინიკო ფიროსმანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისულხან-საბა ორბელიანიქუნთრუშაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიტოტალიტარიზმიაჭარაბაგრატ III (საქართველოს მეფე)კარლეს პუჩდემონიუფლისციხე