კალიმაქე

კალიმაქე (დ. დაახლ. ძვ. წ. 315, კირენე, ჩრდ. აფრიკა — გ. დაახლ. ძვ. წ. 240, ალექსანდრია) — ელინიზმის ეპოქის ბერძენი პოეტი და მეცნიერი, ალექსანდრიის პოეტთა წრისა და ბიბლიოთეკის მეთაური. შეადგინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცულ თხზულებათა კომენტირებული 15-წიგნიანი კატალოგი, ე. წ. პინაკები. შექმნა მცირე მოცულობის პოემის ჟანრი — ეპილიონი, რის გამოც დავა ჰქონდა აპოლონიოს როდოსელთან. ჩვენამდე მოღწეულია კალიმაქეს 60 ეპიგრამა, 6 ჰიმნი, კრებულ „მიზეზების“ ფრაგმენტები, ეპილიონის „ჰეკალესა“ და იამბების ნაწყვეტები. მცირე მოცულობის პოემა „იბისი“ დაკარგულია.

დაბადების თარიღი დაახლ. ძვ. წ. 315
კირენე, ჩრდილოეთი აფრიკა
გარდაცვალების თარიღი დაახლ. ძვ. წ. 240
ალექსანდრია
საქმიანობა პოეტი, ბიბლიოთეკარი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: დიდგორის ბრძოლასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმთავარი გვერდიგიორგი მიქაუტაძედავით ყიფიანიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატითურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივილი სანიოლისპეციალური:ძიებაბუდუ ზივზივაძეკრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილიმიხეილ მესხის სტადიონითურქეთიგიორგი ქოჩორაშვილიფეხბურთის წესებიხვიჩა კვარაცხელიაარდა გიულერიკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოგიორგი ჩაკვეტაძემსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკატეგორია:საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელებიდავით IV აღმაშენებელიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფეხბურთიგერმანიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდორტმუნდილიონელ მესისაქართველოს სახელმწიფო დროშამამის დღეგურამ კაშიაოთარ კიტეიშვილიმეორე მსოფლიო ომინონა გაფრინდაშვილიქვეყნების სიადიდი თურქობა