თორნიკე ოქრიაშვილი

თორნიკე ოქრიაშვილი (დ. 12 თებერვალი, 1992) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.

თორნიკე ოქრიაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
თორნიკე ოქრიაშვილი
დაბადების
თარიღი
12 თებერვალი, 1992 (1992-02-12) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
რუსთავი, საქართველო
სიმაღლე181 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
2007–2008ოლიმპი რუსთავი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2009–2010გაგრა7(1)
2010  შახტარი13(3)
2011–2014შახტარი დონეცკი0(0)
2011–2014  ილიჩევეცი48(4)
2014  ჩერნომორეცი10(3)
2014–2016გენკი34(2)
2016  ესქიშეჰირსფორი12(2)
2016–2018კრასნოდარი20(3)
2019–2021ანორთოსისი34(12)
2021–2022აპოელი23(3)
ეროვნული ნაკრები
2009–2010საქართველო 19-წლ.3(1)
2009–2012საქართველო 21-წლ.11(1)
2010–საქართველო46(12)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

ოდესის „ჩერნომორეცში“

ოქრიაშვილმა კარიერა დაიწყო რუსთავის „ოლიმპის“ ახალგაზრდულ გუნდში. 2008-2009 წლების სეზონში 1 მატჩი ჩაატარა კლუბ „გაგრაში“. შემდეგ სეზონში კლუბის შემადგებლობაში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 1 გოლი. „გაგრამ“ იმ სეზონში ბოლო, მე-10 ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს ლიგაში და ჩამოქვეითდა პირველ ლიგაში.

2010 წლის ივნისში სინჯებზე იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“. მასთან კონტრაქტის გაფორმებით იყვნენ ასევე დაინტერესებულები ბელგიური „ანდერლეხტი“ და ზოგიერთი ნიდერლანდური, თურქული და გერმანული კლუბი.

2010 წლის ბოლოს ოქრიაშვილი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანა „დონეცკის შახტარმა“, მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის პირობით[1]. კლუბმა მის იჯარაში გადაიხადა 1 მილიონი ევრო.

2011 წლის იანვარში ის იჯარით აიყვანა მარიუპოლის „ილიჩევეცმა“, რომლის მთავარი მწვრთნელიც იყო „შახტარის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ვალერი იარომჩენკო.[2]

უკრაინის პრემიერ ლიგაში ოქრიაშვილის დებიუტი შედგა 2011 წლის 4 მარტს „ზაპოროჟიეს მეტალურგთან“ 0-4 წაგებულ მატჩში[3].

2014 წლის 28 ივლისს კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ „გენკთან“. 2016 წლის იანვრიდან ნახევარწლიანი იჯარით შეუერთდა ესქიშეჰირის საფეხბურთო კლუბ „ესქიშეჰირსფორს“.[4]

სანაკრებო რედაქტირება

2009 წელს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში ირლანდიელ თანატოლებთან ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში, სადაც მან სრულად მიიღო მატჩში მონაწილეობა.

2010 წლის 17 ნოემბერს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სლოვენიასთან სტუმრად 2-1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში.[5] იმ მატჩში ოქრიაშვილი მოედანზე შევიდა 62-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის ნაცვლად.

2012 წლის 7 სექტემბერს 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩში ეროვნული ნაკრების მაისურით ბელარუსის ნაკრებთან ოქრიაშვილმა გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი.

კარიერის სტატისტიკა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

განახლდა: 12 ოქტომბერი 2014
კლუბისეზონილიგათასიევროპაჯამში
თამაშიგოლითამაშიგოლითამაშიგოლითამაშიგოლი
გაგრა2008–0910000010
2009-102211000231
ჯამში2311000241
ილიჩევეცი მარიუპოლი2010–111000000100
2011–12901100101
2012–132841000294
2013–141001000110
ჯამში5743100605
ჩერნომორეცი ოდესა2013–141032020143
ჯამში1032020143
გენკი2014–1581100091
ჯამში81100091
ჯამში კარიერაში989712011010

სანაკრებო გოლები რედაქტირება

#თარიღიადგილიმეტოქეანგარიშიშედეგიტურნირი
1.7 სექტემბერი, 2012დინამო არენა, თბილისი, საქართველო  ბელარუსი1–01–02014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
2.29 მაისი, 2014მუნისიპალ დე შაპინ, ხერესი, ესპანეთი  საუდის არაბეთი1–02–0ამხანაგური მატჩი
3.7 სექტემბერი, 2014დინამო არენა, თბილისი, საქართველო  ირლანდია1–11–22016 წლის უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. «Шахтёр» взял грузинского «технаря». Официальный сайт ФК «Шахтёр» (Донецк). დაარქივებულია ორიგინალიდან — 06.07.2012. ციტირების თარიღი: 13.03.2011.
  2. Трансферы клуба. Официальный сайт ФК «Шахтёр» (Донецк). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 13.03.2011.
  3. «Ильичёвец» феерит в Запорожье. Football.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 06.07.2012. ციტირების თარიღი: 13.03.2011.
  4. თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორში" წარადგინეს [PHOTO], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 12 იანვარი, 2016.
  5. Протокол матча. soccerway.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 13.03.2011.
🔥 Top keywords: დიდი პარასკევიმთავარი გვერდიაღდგომასპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიერთიანი ნაციონალური მოძრაობაიესო ქრისტევეტოწმინდა ცეცხლიარასამთავრობო ორგანიზაციაენდროქვეყნების სია9 აპრილის ტრაგედიავალპურგის ღამეტიტუშკებისაქართველომერაბ კოსტავავნების კვირადიდი ხუთშაბათიგამარჯვების დღეილია IIმიხეილ სააკაშვილიბიძინა ივანიშვილიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიქუნთრუშაზვიად გამსახურდიაილია ჭავჭავაძეთამარ მეფედიდი შაბათიუქმე დღეები საქართველოშიმეორე მსოფლიო ომიჭონადავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქალაქები ქვეყნების მიხედვითქრისტეს თორმეტი მოციქულიიუდა ისკარიოტელიქრისტეს ვნებანიევროკავშირიტრისტან სარალიძე