ვუპი გოლდბერგი

ვუპი გოლდბერგი (ინგლ. Whoopi Goldberg, ნამდვილი სახელი კერინ ჯონსონი; დ. 13 ნოემბერი, 1955, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მსახიობი-კომედიანტი და ტელეწამყვანი. გოლდბერგი იმ ცამეტ ადამიანთა შორისაა, რომელთაც მოგებული აქვთ ემის, გრემის, ოსკარისა და ტონის ჯილდოები, ასევე დღის პროგრამებისთვის დაწესებული ემი. 1990 წელს ის ჰოტი მაკდენიელის შემდეგ მეორე აფრო-ამერიკული წარმოშობის მსახიობი გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. მას ორი ოქროს გლობუსი და ორი სატურნის ჯილდო აქვს მიღებილი „ვარსკვლავური გზის თაობასა“ და „მოჩვენებაში“ შესრულებული როლებისთვის.

ვუპი გოლდბერგი
დაბადების სახელი კერინ ელეინ ჯონსონი
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი, 1955
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, დიჯეი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი, ავტორი, კომიკოსი
აქტიური 1981–დღემდე
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1990 — მოჩვენება
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში
1985 — იისფერი
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1990 — მოჩვენება
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1990 — მოჩვენება

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

გოლდბერგი დაიბადა ნიუ-იორკის მეტწილად ემიგრანტებით დასახლებულ უბან ჩელსიში, ღარიბ ოჯახში. მეტსახელი ვუპი („whoopee cushion“-იდან, რაც ბალიშას ნიშნავს) კერინმა ბავშვობაშივე აირჩია როგორც სამსახიობო ფსევდონიმი. რვა წლიდან ერინ რუბენსტაინის სამოყვარულო თეატრის სცენაზეა; სწორედ ბავშვობაში მიიღო პირველად და უკანასკნელად სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილები. პედაგოგები გოგონაში ადრეგაღვიძებულ ნიჭს მაღალ შეფასებას აძლევდნენ. სრულფასოვანი განათლება გოლდბერგს არ მიუღია, ის რამდენიმე წელიწადს ჩამორჩენილთა სიაში ირიცხებოდა, შემდგომ კი სკოლის სულ მიტოვებაც მოუწია, რადგან დისლექსია სჭირდა და კითხვაც კი არ შეეძლო გამართულად.

60-იანი წლების დამლევს გოლდბერგი სახლიდან წავიდა, ჰიპებს შეეკედლა და კომუნაში დაიწყო ცხოვრება, სადაც ჯერ მარიხუანას, შემდეგ კი უფრო ძლიერ პრეპარატებს მიეძალა. დიდხანს არსად უმუშავია, უმუშევართა დახმარებით გაჰქონდა თავი. ნარკოტიკებისთვის თავის დაბებება არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება მხოლოდ 70-იანი წლების დამდეგს რეჟისორ ელვინ მარტინთან შეხვედრის შემდეგ მოახერხა, რომელიც ანტინარკოტიკულ კამპანიის წარმომადგენელი იყო. მარტინმა გოლდბერგი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნა და ნარკოტიკებისთვისაც თავი დაანებებინა. მარტინი და კერინი მალე დაქორწინდნენ, ერთი წლის თავზე მათ ქალიშვილი ალექსანდრა შეეძინათ.

კერინი ღამის გუშაგად, აგურების დამწყობად და მიცვალებულთა გრიმიორად მოუწია მუშაობა, სანამ საბოლოოდ, 1974 წელს, ერთ-ერთი თეატრალური სააგენტოს მეშვეობით ქალაქ სან-დიეგოს ახალგახსნილ თეატრში მსახიობის ვაკანსის არ მიაგნო. მეუღლემ ნიუ-იორკის დატოვებაზე უარი განუცხადა, ვუპის კი გული თეატრისკენ მიუწევდა. მათ განქორწინება მოუხდათ, გოლდბერგი ქალიშვილთან ერთად დასავლეთ სანაპიროზე გადაბარგდა.

თეატრალური კარიერა კერინმა უკვე ვუპი გოლდბერგის ფსევდონიმით დაიწყო. სან-დიეგოშო გოლდბერგმა საქალაქო თეატრის „რეფერთერი სიეთას“ შექმნაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი სან-ფრანცისკოს „ბლეკ სტრიტ სიეთაში“ გადავიდა. ის რამდენიმე სამოყვარულო ჯგუფში თამაშობდა. ერთ-ერთი მისი მთავარი და მნიშვნელოვანი როლი პიესა „დედილო კურაჟში“ შედგა. სწორედ მაშინ გოლდბერგმა, მთავარი პერსონაჟის განსახიერებასთან ერთად, ავადგამხდარი მსახიობის როლის შესრულებაც იკისრა და თავი წარმატებით გაართვა. გოლდბერგი ასრულებდა ყველანაირ როლს ღატაკიდან მილიონერ ქალამდე. იმ ხანად გოლდბერგს აზრად მოუვიდა ერთი მსახიობის თეატრი დაეარსებინა და მარტოს შეესრულებინა ხუთი-ექვსი როლი.

ვუპის ამერიკისა და კანადის გარდა, ევროპის თეატრებშიც უკრავდნენ ტაშს. მას ცნობილ როკ-მიუზიკლში „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ ერთ-ერთი როლი აქვს განსახიერებული. კინოკარიერამ მას იმდენი დრო წაართვა, რომ თეატრში მოღვაწეობისთვის პრაქტიკულად ვეღარ მიიცალა. თუმცა, მაინც თვალშისაცემია მისი ნამუშევარი სპექტაკლში „სასიყვარული წერილები“ ტიმოთი დალტონთან ერთად.

1985 წელს გოლდბერგმა შეიტყო, რომ ელის უოკერის ეპიკური რომანის „იისფერის“ გადაღება იგეგმებოდა, რომელიც აფროამერიკულ „ქარწაღებულებად“ მიიჩნევა, ავტორს წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვა რაიმე როლი მიეცათ მისთვის. ელის უოკერმა, რომელიც ვუპის თეატრალურ ნამუშევრებს უკვე იცნობდა, რეჟისორ სტივენ სპილბერგს სთხოვა ვუპისთვის როლი მიეცათ; რეჟისორის გადაწყვეტილებით, გოლდბერგს მთავარი როლი, ამერიკელი შავკანიანი ქალის სესილი ჯონსონის პერსონაჟის განსახიერება ერგო. გოლდბერგის თვალშისაცემი შესრულების მანერა უყურადღებოდ არ დარჩენილა და ოქროს გლობუსითა და ოსკარზე წარდგენით აღინიშნა.

ვუპიმ კინოკარიერა ღრმადდრამატული როლით დაიწყო, მაგრამ კომედიური, კრიმინალურ-კომედიური და გასართობი ხასიათის პერსონაჟების თამაშით გააგრძელა; მას არც სერიალებსა და ფანტასტიკურ ფილმებში უთაკილია მონაწილეობა. მისი ფილმოგრაფიიდან ყველაზე ცნობილ ფილმებად მიიჩნევა „ქურდი ქალი“, „საბედისწერო ლამაზმანი“, „იმოქმედე დაო!“, „მოჩვენება“ და „კამელოტის რაინდი“.

ვუპის ოდნავ ექსცენტრული, მომხიბლავი და დამოუკიდებელი ქალის იმიჯი აქვს ფილმებში, რომელსაც არანაირი პირობითობა ჩირად არ უღირს და უბრალო, ყოველდღიური ქალის სახეს ამჯობინებს. აღსანიშნავია მისი დრამატული ხასიათის კინოროლებიც ფილმებში: „მისისიპის მოჩვენებები“, „გრძელი გზა შინისაკენ“ და სხვ. გოლდებრგმა აახმოვანა ბევრი ამერიკული ანიმაციური ფილმის კომიკური პოერსონაჟი.

1991 წელს ვუპი გოლდბერგმა მიიღო ოსკარი კინორეჟისორ გარი ცუკერის ფილმ „მოჩვენებაში“ განსახიერებული მკითხავ ოდა მეი ბრაუნის მეორეხარისხოვანი როლისთვის.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1982 მოქალაქე Citizen ანონიმი
1985 იისფერი The Color Purpleსელია
1986 დეტექტივთა სააგენტო მთვარის შუქი Moonlighting კამილა ბრენდი
1986 ხტუნია ჯეკი Jumpin' Jack Flashტერი დულიტლი
1987 ქურდი ქალი Burglarბერნი
1987 სასიკვდილო ლამაზმანი Fatal Beautyრიტა რიცოლი
1988 ტელეფონი The Telephoneვაშტი ბლუ
1988 კლარას გული Clara's Heart კლარა მეიფილდი
1988–1993 ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა Star Trek: The Next Generationგაინანი
1989 ნგრევის სკოლა My Past Is My Ownმარია ჯონსთონი
1989 ჰომერი და ედი Homer and Eddieედი ჩერვი
1990 მოჩვენება Ghost ოდა მეი ბრაუნი
1990–1991 კაფე ბაღდადი Bagdad Cafe ბრენდა
1990 გრძელი გზა შინისაკენ The Long Walk Home ოდესა კოტერი
1990–1993 კაპიტანი პლანეტა და პლანეტელები Captain Planet and the Planeteers გაია
1991 საპნის ქაფი Soapdish როზი შვარცი
1991 განსხვავებული სამყარო A Different Worldდოქტორი ჯორდანი
1991 ზღაპრები აკლდამიდან Tales from the Crypt პელიგი
1992 დინატრონის დამცველები Defenders of Dynatron City მისის მეგავატი
1992 მოთამაშე The Player დეტექტივი სიუზენ ევერი
1992 იმოქმედე, დაო! Sister Act დელორის ვან კარტიე
1992 სერაფინა Sarafina მერი მოსუმბოკუ
1993 შიშველი ნიუ-იორკში Naked in New York ტრაგიკული ნიღაბი
1993 დატენილი იარაღი National Lampoon's Loaded Weapon სერჟანტი ბილი იორკი
1993 დამზადებულია ამერიკაში Made in Americaსარა მეთიუზი
1993 იმოქმედე, დაო! 2 Sister Act 2დელორის ვან კარტიე
1994ანფ მეფე ლომი The Lion Kingაფთარი შენზი
1994 პატარა არამზადები The Little Rascalsბაკუითის დედა
1994 კორინა, კორინა Corrina, Corrinaკორინა ვაშინგტონი
1994 ვარსკვლავური გზა: თაობები Star Trek Generationsგაინანი
1994ანფ გვერდების მბრძანებელი The Pagemaster ფენტეზი
1995 მზიური ბიჭები The Sunshine Boysმედდა
1995–1999 და ბედნიერად ცხოვრობდნენ: ზღაპრები ყველა ბავშვისათვის Happily Ever After: Fairy Tales for Every Child მთხრობელი
1995 ბიჭები გვერდით Boys on the Sideჯეინ დე ლუკა
1995ტფ მთვარის შუქი და ვალენტინო Moonlight and Valentinoსილვია მოროუ
1995 თეოდორ რექსი Theodore Rexკეთი ქოლთრეინი
1996 სისხლიანი საროსკიპო Bordello of Bloodპაციენტი
1996 ედი Eddie ედვინა ფრანკლინი
1996 პატარა და ბოგუსი Bogusჰარიეტ ფრენკლინი
1996 კომპანიონი The Associateლორენ ერიესი
1996 მისისიპის მოჩვენებები Ghosts of Mississippiმირლი ევერსი
1997ანფ საშობაო სიმღერა A Christmas Carolშობის სული
1997 დაიწვი ჰოლივუდო დაიწვი An Alan Smithee Film: Burn Hollywood Burn კამეო
1997 ბინდ-ბუნდში In the Gloamingდა მაიმა
1997 საითაც გნებავს Destination Anywhereქებბი
1998 ალერგია Alegría პატარა ჯამბაზი
1998 სტელას გატაცებები How Stella Got Her Groove Back დელაიდა აბრაამი
1998ანფ ცხვირწითელა შვლის ნუკრი რუდოლფი Rudolph the Red-Nosed Reindeer სტორმელა, თოვლის ავი დედოფალი
1998 კამელოტის რაინდი A Knight in Camelot გოქტორი ვივიენ მორგენი
1998ანფ კარაპუზები The Rugrats Movie მარგარეტი
1998ანფ ჩვენი მეგობარი მარტინი Our Friend, Martin მისის პეკი
1999ტფ ალისა საოცრებათა ქვეყანაში Alice in Wonderland ჩეშირული კატა
1999ტფ ჯეკი ბრუნდება! Jackie's Back და ჯეკი
1999 ოკეანის ღრმა ფსკერზე The Deep End of the Ocean ქენდი ბლისი
1999–2000 მელიების მომთვინიერებლები Foxbusters რენსამი
1999ტფ ფერიის ქვეყანა The Magical Legend of the Leprechauns ბანში
1999 გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს Girl, Interrupted ვალერი ოუენსი
2000 როკისა და ბულვინქლის თავგადასავლები The Adventures of Rocky and Bullwinkle მოსამართლე
2000 ოქროს ოცნებები Golden Dreams დედოფალი კალაფია
2001ტფ რა ჰქმნის ოჯახს? What Makes a Family თერი ჰარისონი
2001 იმქვეყნად Kingdom Come რეინელ სლოქამბი
2001 მაიმუნის ძვალი Monkeybone სიკვდილი
2001 ვირთხების რბოლა Rat Race ვერა ბეიკერი
1998 ჰოლივუდის ნიშანი The Hollywood Sign ქალი დაკრძალვის სცენაში
2001ტფ კლაუსი დამიძახე Call Me Claus ლუსი ქალინსი
2002ტფ თოჯინების საშობაო ისტორია It's a Very Merry Muppet Christmas Movie დანიელის შეფი
2002 ვარსკვლავური გზა: სამაგიერო Star Trek Nemesis გაინანი
2002 აბსოლუტური ფანტასტიკა Absolutely Fabulous გოლდი
2001ტფ კეთილი მეზობლები Good Fences მეიბლ სფეიდერი
2003–2004 ვუპი Whoopi მევის რეი
2004ანფ პინოქიო 3000 Pinocchio 3000 სიბერინა
2005 გიჟური რბოლა Racing Stripes ფრანი
2001ანფ პინგვინთა ფარსი Farce of the Penguins ელენი
2005ანფ დუგალი Doogal ერმინთრუდა
2006 კანონი და წესრიგი Law & Order: Criminal Intent ჩელსი უოტკინსი
2006ანფ ყოვლადგმირი Everyone's Hero დარლინი
2006 კრისი ყველას ეჯავრება Everybody Hates Chris ლუიზა
2006 რომ მცოდნოდა, გენიოსი ვარ If I Had Known I Was a Genius დედა
2008ანფ შთამომავლები Descendants წითელი ყვავილი
2010ანფ სათამაშოების ისტორია 3 Toy Story 3 სტრეჩი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიიოანე-ზოსიმესაქართველოქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020თამარ მეფეშოტლანდიამეორე მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძედიდგორის ბრძოლაჩუტყვავილაამაღლებაგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმამადუ სახოდავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიათბილისიქართული დამწერლობაკარლეს პუჩდემონივახტანგ I გორგასალიიოსებ სტალინიქუნთრუშასალომე კორკოტაშვილიპირველი მსოფლიო ომირაბათის ციხეფრანც ბეკენბაუერიპეტრე-პავლობის მარხვანატო ვაჩნაძეჯუმბერ ლეჟავაერეკლე IIდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენავეფხისტყაოსანი