ვიკიპედია:წყაროს მითითება

ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. სტატიებში შეძლებისდაგვარად მითითებული უნდა იყოს ეს წყაროები. ნებისმიერი მასალის მართებულობა წყაროს მითითების გარეშე შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და წაიშალოს. იდეალში, წყარო უნდა იყოს მითითებული თითოეული წინადადების ბოლოს, მაგრამ ამგვარი იდეალიზაციის შემთხვევაში ვიკიპედიის შინაარსის აღქმა ძალზედ რთული იქნება. აქედან გამომდინარე, არსებობს კომპრომისი, რომ წყარო სტატიის ყოველი აბზაცის ბოლოს უნდა არსებობდეს.

მაგრამ, ისმის კითხვა — როგორ ჩავსვა წყარო სტატიაში. მიუხედავად თავდაპირველი სირთულისა, რომელზეც ხშირად ვიკიპედიის ახალი რედაქტორები საუბრობენ, წყაროს ჩასმა ძალზედ მარტივია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ რედაქტირების პანელის უკეთ გაცნობა.

  • რედაქტირებისას ამ ხატულაზე დაჭერისას ჩამოიშლება ორი ახალი ველი. ავარჩიოთ საბაზისო:
  • რომელშიც სპეციალური ველია. ამ ველში ჩაწერეთ თქვენი წყარო. მაგ. „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
  • შემდეგ დააჭირეთ ჩასმა ღილაკს და ისიამოვნეთ რეზულტატით. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე წყაროს გამოყენება რამდენჯერმე გახდება საჭირო, შეგიძლიათ გამოიყენოთ „ხელახლა გამოყენება“ - აირჩიოთ უკვე გამოყენებული წყარო და ჩასვათ იმ ადგილებში, სადაც საჭიროდ ჩათვლით.

არ დაგავიწყდეთ გვერდის შენახვა - უარეს შემთხვევაში თქვენი რედაქტირება უბრალოდ არ შეინახება. თუ აქამდე წაიკითხეთ, გილოცავთ, წყაროს ჩასმა უპრობლემოდ შეგიძლიათ — იყო რაიმე სირთულე? ;)

წყაროების კლასიფიკაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული აკადემიური მუშაობის საფუძვლები: პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის (ავტორები: თინათინ ქავთარაძე, ნათია ქასრაშვილი, ნათია საღინაძე, სალომე პატარიძე და თინათინ საბაური) ნაშრომის IV თავში - 4.3. პირველადი, მეორეული და მესამეხარისხოვანი წყაროები - ახასიათებს პირველად, მეორეულ და მესამეხარისხოვან წყაროებს იხ. ელექტრონული ვერსია:

პირველადი წყაროები - ყველა საკვლევი საგანი არის პირველადი წყარო. პირველადი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები გამოიყენება კვლევაში ვარაუდის გასამყარებლად.[1] პირველადი წყაროების გამოყენება ვიკიპედიაში არ არის მიზანშეწონილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოწვეულია გამოუვალი აუცილებლობით.

პირველადი წყაროები

    • დედანი ნაწარმოებები:
      • ლიტერატურული ტექსტები
      • ვიზუალური კულტურის ობიექტები / სახვითი
      • ხელოვნების ნიმუშები
      • ფილმები, სცენარები
      • მუსიკალური ნაწარმოებები, აუდიო-ჩანაწერები
      • ქანდაკება
    • საგნები:
      • მონეტები
      • ინსტრუმენტები
      • ტანსაცმელი
    • მონაცემები:
      • სტატისტიკა
      • ინტერვიუ
      • ექსპერიმენტი
      • სიტყვით გამოსვლა
      • გამოკითხვის შედეგები

მეორეული წყაროები

მეორეული წყაროები - კრიტიკული სამეცნიერო ტექსტები, რომლებიც პირველადი წყაროების შესწავლას ემსახურება და ძირითადად მკვლევრებს ეკუთვნის, მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერებებში - სტატია ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლაზე აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტებისათვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ; ისტორიაში - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ანალიზი.[1]

მეორეული წყაროები გვეხმარებიან:

  • შევაგროვოთ ცოდნა საკვლევი საკითხის შესახებ
  • გავეცნოთ განსხვავებულ შეხედულებებს საკვლევი საგნის შესახებ
  • ავირჩიოთ პირველად წყაროებზე დაკვირვების, ინტერპრეტაციის მიმართულება
  • დავიცვათ აკადემიური ნაშრომის სტილი (თურაბიანი 2007, 46)

მეორეული წყაროების მაგალითები

  • მეორეული წყაროები
    • სტატიები
    • წიგნები
    • თემატური ენციკლოპედიები და ლექსიკონები
    • დისერტაციები და მონოგრაფიები
NB ნუ გადმოიტანთ მეორეულ წყაროში დედანი ტექსტიდან დამოწმებულ ციტატს თქვენს ნაშრომში ისე, თითქოს იგი თავად გქონდეთ პირველწყაროდან მოძიებული!

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია პირველად და მეორეულ წყაროთა დახარისხება დარგების მიხედვით. ამ ინფორმაციის გააზრება დაეხმარება დამწყებ მკვლევრებს ციტირებისა და კვლევის ჰიპოთეზის/საკვლევი კითხვების დასაბუთების პროცესში[1]


დარგებიპირველადი წყარომეორეული წყარო
მხატვრული ლიტერტურა, ხელოვნება

ნოველები, პოემები, წერილები, ხელნაწერები, ავტობიოგრაფიები, ფილმები, დღიურები, სპექტაკლები, მხატვრული ტილოები, სკულპტურა, რეპროდუქცია, მუსიკალური ნაწარმოებები

სამეცნიერო ჟურნალები, მიმოხილვები, ბიოგრაფიები, კრიტიკული წიგნები ავტორსა და მის შემოქმედებაზე

პოლიტიკური მეცნიერებები, ისტორიასიტყვით გამოსვლები, დეპარტამენტთა ანგარიშები, საპარლამენტო სხდომათა ჩანაწერები, ისტორიულ პირთა მიერ ხელმოწერილი / დაწერილი დოკუმენტებისაგაზეთო სტატიები, პოლიტიკური ჟურნალები და მასში გამოქვეყნებული სტატიები, ისტორიული წიგნები
სოციალური მეცნიერებებიგამოკითხვის შედეგები, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების ანგარიშები, case studiesკვლევის შედეგების ანალიზი ანგარიშებსა და დოკუმენტებში, სტატიები ჟურნალებში, წიგნები
საბუნებისმეტყველომეცნიერებებიექსპერიმენტები, მეთოდები, მიგნებები, დაკვირვებები და აღმოჩენები, პირველადი ნიმუშებიაღმოჩენებისა და ექსპერიმენტების ანალიზი -ინტერპრეტაცია წიგნებსა და სამეცნიერო ჟურნალებში
ეკონომიკაბაზრის კვლევის შედეგები, მემორანდუმები, გამოგონებები, დიაგრამები, ცხრილები, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიდისკუსიები ეკონომიკურ საკითხებზე დარგის ჟურნალებსა და გაზეთებში, წიგნები, სამთავრობო დოკუმენტები
განათლების მეცნიერებებისაპილოტე სწავლება და მისი შედეგები, დაკვირვებები სასწავლო პროცესზე, გამოკითხვები, ინტერვიუები, სტატისტიკური მონაცემებისაგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული ექსერიმენტებისა და ახალი მიდგომების ანალიზი და შეფასება დარგობრივ ჟურნალებსა და წიგნებში

მესამეხარისხოვანი წყარო

მესამეხარისხოვანი წყარო - მესამეხარისხოვანი წყაროები მეორეულ წყაროებს ეფუძნება და ხშირად არ არის დარგის სპეციელისტის მიერ დაწერილი, თუმცა მათში წარმოდგენილია მრავალი თემის მოკლე განხილვა.[1]

მესამეხარისხოვანი წყაროების მაგალითები

  • ლექსიკონები
  • ზოგადი ენციკლოპედიები
  • გაზეთები
  • ჟურნალები

იხილეთ აგრეთვე

თუ თვლით, რომ ცოდნის გაღრმავება გჭირდებათ, შეგიძლიათ შემდეგ გვერდებს გაეცნოთ:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული აკადემიური მუშაობის საფუძვლები: პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის (ავტორები: თინათინ ქავთარაძე, ნათია ქასრაშვილი, ნათია საღინაძე, სალომე პატარიძე და თინათინ საბაური) ნაშრომის IV თავში - 4.3. პირველადი, მეორეული და მესამეხარისხოვანი წყაროები - ახასიათებს პირველად, მეორეულ და მესამეხარისხოვან წყაროებს იხ. ელექტრონული ვერსია
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიილია ჭავჭავაძესპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიდავით IV აღმაშენებელიბირთვისის ციხევაჟა-ფშაველასაქართველოობობებიარტანუჯის ციხეკავკასიური სალამანდრათამარ მეფეასი ათასი მოწამელომიალექსანდრე ყაზბეგიკატეგორია:ქართველი მოჭიდავეებიტოლერანტობაასურელი მამებინიკოლოზ ბარათაშვილივახტანგ I გორგასალიექვთიმე თაყაიშვილიგალაკტიონ ტაბიძეწეროვნის დევნილთა დასახლებადემეტრე II თავდადებულისულხან-საბა ორბელიანითბილისიტაო-კლარჯეთიერეკლე IIმსოფლიოს შვიდი საოცრებალარიქსიარსებითი სახელისვეტიცხოველიანა კალანდაძესაქართველოს გეოგრაფიაალექსანდრე მაკედონელიზედსართავი სახელიარწივიბაქტერიებიშოთა რუსთაველი