ვარკეთილი (თბილისის მეტრო)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარკეთილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვარკეთილითბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც სამგორის სადგურის შემდეგ მდებარეობს. გაიხსნა 1985 წლის ნოემბერში. არქიტექტორები ვ. ბახტაძე, ა. სურვილაძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

„ვარკეთილი“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი

სამგზავრო დარბაზი 2022 წლის დეკემბრისთვის
ამოსასვლელი 41°41′30″N 44°52′12″E / 41.6915594799439° ჩ. გ. 44.86995307975718° ა. გ. / 41.6915594799439; 44.86995307975718
რაიონი სამგორის რაიონი
გახსნის თარიღი 9 ნოემბერი, 1985; 38 წლის წინ (1985-11-09)
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის ერთთაღიანი
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი ვ. ბახტაძე
ა. სურვილაძე
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი ჯავახეთის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
„ვარკეთილი“ ვიკისაწყობში

ამ ხაზზე ჯერჯერობით უკანასკნელი სადგურია, მდებარეობს ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების გადაკვეთაზე. მიწისზედა ვესტიბიული არა აქვს, ქუჩებს უკავშირდება მიწისქვეშა გადასასვლელებითა და ესკალატორით. აგებულია ღია წესით. მიწისქვეშა დარბაზი კამარით გადახურული ერთიანი სივრცეა. იატაკზე კურსების გრანიტის ფილებია დაგებული. კედლები მოპირკეთებულია ლითონის ფურცლებით.[1]

2007 წელს სადგურის რეკონსტრუქცია განხორციელდა. განახლდა კომუნიკაციები, ინტერიერის დიზაინი. დამონტაჟდა სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები.

2017 წელს მოხდა ჭერის კლდის იმიტაციის დეკორაციის დემონტაჟი და მის ადგილზე აიკრა მსუბუქი თაბაშირმუყაო. მატარებლების მოძრაობის ვიბრაციამ კი მოახდინა ამ კონსტრუქციის ჩამონგრევა. ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა. ამ ინციდენტიდან 2022 წლის დეკემბრამდე ჭერზე იყო დარჩენილი თაბაშირმუყაოს სამაგრები, ხოლო2022 წლის დეკემბრიდან მეორედ დაიწყო სადგურის რეკონსტრუქცია. [წყარო არ არის მითითებული 540 დღე]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებამოციქულთასწორი ელენედავით IV აღმაშენებელისაქართველოკატეგორია:ქართული გვარებიილია ჭავჭავაძეთამარ მეფემეორე მსოფლიო ომინონა გაფრინდაშვილიერეკლე IIბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეთბილისიქართული დამწერლობაქვეყნების სიავახტანგ I გორგასალიქუნთრუშაქარტიაფარნავაზ Iდიდგორის ბრძოლაპირველი მსოფლიო ომიცოტნე დადიანივაჟა-ფშაველაიაკობ გოგებაშვილიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“უფლისციხემიწისძვრასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეტერენტი გრანელინიკო ფიროსმანიანტარქტიდაზედსართავი სახელიბაგრატ III (საქართველოს მეფე)სულხან-საბა ორბელიანივეფხისტყაოსანისვეტიცხოველიეპითეტიკავკასიაბახტრიონი (პოემა)