ეროვნული ლიგა 2017

ეროვნული ლიგა 2017საქართველოს უმაღლესი დონის ჩემპიონატის ოცდამერვე გათამაშება. ამ სეზონამდე ჩემპიონატს ერქვა უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით დაიწყო. ასევე ჩემპიონატისთვის შეიქმნა ლოგო და ჰიმნი. შეიქმნა ოფიციალური საიტი, დაიწყო ყველა მატჩის გაშუქება. ჩემპიონატის საიტზე შესაძლებელია ფენტეზის თამაშიც. გამარჯვებული გახდა ტორპედო ქუთაისი, მეორე ადგილზე გავიდა დინამო თბილისი.

ეროვნული ლიგა
სეზონი 2017
ჩემპიონი ტორპედო ქუთაისი
მე-4 წოდება
დაქვეითდა შუქურა
ჩემპიონთა ლიგა ტორპედო ქუთაისი
ევროპა ლიგა დინამო თბილისი
სამტრედია
გატანილი გოლი 506
საშუალო გოლი/თამაშში 2.49
ბომბარდირი საქართველოს დროშა ირაკლი სიხარულიძე (25)

ფორმატი რედაქტირება

2016 წლის საქართველოს გარდამავალ ჩემპიონატში 16-ის ნაცვლად 14-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის დასრულბის შემდეგ 4 გუნდი დაქვეითდა, რის შემდეგადაც ეროვნულ ლიგაში დარჩა 10 კლუბი.

დრამატული დასასრული რედაქტირება

ჩემპიონობისთვის ბრძოლა რედაქტირება

მეტად დაძაბული გამოდგა ტურნირის უკანასკნელი ორი ტური. პირველ ადგილზე მყოფი თბილისის „დინამო“ ოთხი ქულით უსწრებდა მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოს“.„სამტრედიას“, რომელიც ამ გუნდებთან ყველაზე ახლოს იყო სატურნირო ცხრილში, ჩემპიონობის ყოველგვარი შანსი დაკარგული ჰქონდა. ბოლოს წინა ტურში „დინამო“ გასვლაზე „საბურთალოს“ უპირისპირდებოდა, რომელსაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის შესაძლებლობა უჩნდებოდა „ტორპედოს“ ჩემპიონობისას, ხოლო „ტორპედო“ - „ლოკომოტივს“, რომელიც მე-4 ადგილისთვის პაექრობდა „საბურთალოსთან“. თბილისურმა გუნდმა სენსაციურად თავისი თამაში ფრედ, 0:0 დაასრულა, ხოლო ქუთაისურმა 5:2 იმარჯვა, რითაც ლიგის მიგების შანსი დაიტოვა. ბოლო ტურის მატჩი ფინალის ტოლფასი იყო, რადგანაც „დინამო“ საკუთარ მოედანზე იღებდა „ტორპედოს“, რომელიც ორი ქულით ჩამორჩებოდა ლიდერს და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვებდა ჩემპიონის ტიტულს. თამაში 26 ნოემბერს შედგა. მე-18 წუთზე ქუთაისურმა გუნდმა ანგარიში გახსნა, თუმცა მსაჯმა თამაშგარის გამო ანგარიში უცვლელი დატოვა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის 74-ე წუთზე კი ანგარიში თორნიკე კაპანაძემ გახსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდეგ მდგომარეობა მოედანზე უკიდურესად დაიძაბა. ბოლო წამებზე თბილისური გუნდის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ოთარ კიტეიშვილს გოლი რომ გაეტანა, "დინამო" ჩემპიონი ხდებოდა, მაგრამ მეტოქეთა მეკარემ როინ კვასხვაძემ ბურთი მოიგერია და "ტორპედოს" ნანატრი, ისტორიაში მე-4 ჩემპიონის ტიტული მოუპოვა.


მონაწილე კლუბები რედაქტირება

2017 ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდების მდებარეობა.
გუნდიმდებარეობასტადიონიტევადობა
დილა გორიგორითენგიზ ბურჯანაძე5 000
დინამო ბათუმიქობულეთიჩელე არენა6 000
დინამო თბილისითბილისიბორის პაიჭაძე54 549
კოლხეთი-1913ქობულეთიჩელე არენა6 000
ლოკომოტივი თბილისითბილისიმიხეილ მესხის სტადიონი25 000
საბურთალოზესტაფონიბენდელა2 000
სამტრედიასამტრედიაეროსი მანჯგალაძე2 000
ტორპედოქუთაისირამაზ შენგელია14 700
შუქურაქობულეთიჩელე არენა6 000
ჩიხურასაჩხერეცენტრალური2 000

სატურნირო ცხრილი რედაქტირება

გუნდიგტგშბშკვალიფიკაცია
1ტორპედო ქუთაისი3623765927+3276უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2018-19 პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
2დინამო თბილისი3623677929+5075უეფა-ს ევროპა ლიგა 2018-19 პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
3სამტრედია3620886239+2368
4საბურთალო თბილისი36186126142+1960
5ჩიხურა საჩხერე36174154754−755
6ლოკომოტივი თბილისი36165156353+1053
7დილა გორი36118174151−1041
8დინამო ბათუმი36103232860−3233ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი-ოფი
9კოლხეთი ფოთი3668223173−4226
10შუქურა ქობულეთი3649233578−4321დაქვეითდა ეროვნულ ლიგა 2-ში

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

🔥 Top keywords: დიდი პარასკევიმთავარი გვერდიაღდგომასპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიერთიანი ნაციონალური მოძრაობაიესო ქრისტევეტოწმინდა ცეცხლიარასამთავრობო ორგანიზაციაენდროქვეყნების სია9 აპრილის ტრაგედიავალპურგის ღამეტიტუშკებისაქართველომერაბ კოსტავავნების კვირადიდი ხუთშაბათიგამარჯვების დღეილია IIმიხეილ სააკაშვილიბიძინა ივანიშვილიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიქუნთრუშაზვიად გამსახურდიაილია ჭავჭავაძეთამარ მეფედიდი შაბათიუქმე დღეები საქართველოშიმეორე მსოფლიო ომიჭონადავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქალაქები ქვეყნების მიხედვითქრისტეს თორმეტი მოციქულიიუდა ისკარიოტელიქრისტეს ვნებანიევროკავშირიტრისტან სარალიძე