დოგვილი

დოგვილი (ინგლ. Dogville) — 2003 წლის ფსიქოლოგიური დრამა, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ლარს ფონ ტრიერია. ფილმში მონაწილეობენ: ნიკოლ კიდმანი, ლორენ ბეკოლი, კლოი სევინი, პოლ ბეტანი, სტელან სკარსგარდი, უდო კირი და ჯეიმზ კაანი. გრეის მალიგენის ამბის მოსაყოლად სცენის მსგავსი გადასაღები მოედანია გამოყენებული. ქალი, რომელიც განგსტერებს ემალება, ჩამოდის პატარა მთიან ქალაქ დოგვილში, სადაც მას ადგილობრივები ფიზიკური სამუშაოს სანაცვლოდ შეიფარებენ. გრეისმა უნდა დაიმსახუროს ქალაქის ყოველი მცხოვრების მხარდაჭერა, რათა დარჩენის ნება დართონ, ამიტომ მისმა ყოველმა ცდამ, რომ ბევრი რამ საკუთარი ნებით გააკეთოს ან თავისი მუშაობა შეამსუბუქოს, შეიძლება კვლავ კრიმინალების ხელში დააბრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ქალს არანაირი უფლებები არ გააჩნია, მისი გოდვილში დარჩენა ცვლის ადგილობრივების ცხოვრებასა და თავად ქალაქს.

„დოგვილი
Dogville“
რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი
პროდიუსერი ვიბეკე ვინდელოვი
სცენარის ავტორი ლარს ფონ ტრიერი
როლებში ნიკოლ კიდმანი
ლორენ ბეკოლი
პოლ ბეტანი
კლოი სევინი
სტელან შარსგორდი
უდო კირი
ჯეიმზ კაანი
პატრისია კლარკსონი
ოპერატორი ენტონი დოდ მენტლი
მონტაჟი მოლი მარლენ სტენსგარდი
სტუდია Canal+
France 3
გამოსვლის თარიღი კანის კინოფესტივალი:
19 მაისი, 2003
21 მაისი, 2003
გაერთიანებული სამეფო:
13 თებერვალი, 2004
აშშ:
29 აგვისტო, 2003
3 ოქტომბერი, 2003
(ნიუ-იორკის კინოფესტივალი)
26 მარტი, 2004
(ლიმიტირებული)
ხანგრძლივობა 178 წუთი
ქვეყანა დანია
შვედეთი
ნორვეგია
ფინეთი
გაერთიანებული სამეფო
საფრანგეთი
გერმანია
ნიდერლანდები
ესპანეთი
ავსტრალია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 10 მილიონი $
შემოსავალი:
16,680,836$
შემდეგი მენდერლეი

ფილმი არის ლარს ფონ ტრიერის ტრილოგიის პროექტის „აშშ - შესაძლებლობათა მიწის” პირველი ნაწილი, რომელსაც მალევე „მენდერლეი” (2005) მოჰყვა. ტრილოგია „ვაშინგტონით”, მესამე ნაწილით - დასრულდება. ფილმი 2003 წლის კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის ერთ-ერთი ნომინანტი იყო,[1] მაგრამ ეს ჯილდო გას ვან სანტის „სპილომ” მიიღო. „დოგვილი” ნაჩვენები იყო სხვადასხვა კინოფესტივალზე, სანამ ფილმზე, 2004 წლის 26 მარტს აშშ-ი შეზღუდვები დაწესდა.

ფილმის სტრუქტურა რედაქტირება

ფილმი შედგება 9 თავისა და პროლოგისგან.

პროლოგი რედაქტირება

  • რომელიც გვაცნობს ქალაქს და მის მობინადრეებს

დოგვილი კლდოვან მთებში მდებარე ძალიან პატარა ამერიკული ქალაქია, რომელიც მიტოვებულ ვერცხლის მაღაროსთან მდებარეობს. გზა სწორედ ამ მთებისკენ მიდის და გზაც იქ წყდება. ფილმი პროლოგით იწყება, რომელშიც ვხვდებით ქალაქის თხუთმეტი მცხოვრებიდან – ათს. ისინი წარმოგვიდგებიან, კეთილი ხალხი პატარა ნაკლებით, რომლის გამოსწორებაც რთული არაა.

ქალაქს ტომ ედისონ უმცროსის გადმოსახედიდან ვხედავთ. ის მოწადინებული მწერალია, რომელიც თავისი ქალაქელების რეგულარული შეკრებისა და „მორალურ საკითხებზე” საუბრის გამო თავის საქმეს ცდება. ტომს სურს ფიზიკოსი მამის კვალს გაჰყვეს და გახდეს მასავით ქალაქის მორალური და სულიერი ლიდერი.

თავი 1-ლი რედაქტირება

  • სადაც ტომს თოფის გასროლის ხმა ესმის და გრეისს ხვდება
  • In which Tom hears gunfire and meets Grace

ტომი პირველია, ვინც გრეისს ხვდება. ქალი განგსტერებს გაურბის და ჩვენ ვიჯერებთ, რომ მას ესროლეს. გრეისი, მშვენიერი და თავმდაბალი ქალია. მას სურს, რომ გზა გააგრძელოს და გაიქცეს, თუმცა ტომი არწმუნებს, რომ მთები ძალზედ რთული გადასალახია. სანამ ისინი საუბრობენ, განგსტერები ქალაქამდე აღწევენ და ტომი მაშინვე მალავს გრეისს, ახლომდებარე მაღაროში. ერთ-ერთი განგსტერი ტომს ეკითხება თუ ნახა ქალი, რასაც ბიჭი უარყოფს. შემდეგ განგსტერი მას ჯილდოს სთავაზობს და ბარათს აძლევს, რომელზეც ტელეფონის ნომერი წერია, რათა მან დარეკოს იმ შემთხვევაში თუ გრეისი გამოჩნდება.

ტომი გადაწყვეტს, რომ მის მომდევნო შეხვედრაზე გრეისი გამოიყენოს როგორც „თვალსაჩინოება” - შანსი ქალაქის მცხოვრებთათვის, რომ მათ დაამტკიცონ თავიანთი პატივისცემა საზოგადოებრივი ღირებულებებისადმი, ასევე ის, რომ საჩუქრის მიღება ძალუძთ და სურთ უცნობის დახმარება. ხალხი სკეპტიკურაად განწყობილი. ტომი მათ არწმუნებს, რომ გრეისს შანსი უნდა მისცენ, რათა დაამტკიცოს, რომ ის კარგი ადამიანია. გრეისს ორ კვირას აძლევენ. მან ქალაქის მცხოვრებლებს თავი უნდა მოაწონოს.

თავი მე-2 რედაქტირება

  • სადაც გრეისი, ტომის გეგმას თანახმად, ფიზიკურ შრომას იწყებს
  • In which Grace follows Tom's plan and embarks upon physical labor

ტომი ურჩევს გრეისს, რომ ქალაქის მცხოვრებლებს დაეხმაროს საშინაო საქმეებში. ქალიც რჩევას იღებს: უმეგობრდება მარტოსულ, ბრმა ჯეკ მაკეის, სხვებს მაღაზიის მართვაში ეხმარება, უვლის ჩაკისა და ვერას შვილებს. თავიდან დოგვილელები ქალს ეჭვის თვალით უყურებენ და დახმარების ნებას არ რთავენ. თუმცა მალევე ხალხი იღებს გრეისის დახმარებას. ასე ქალი ნელ-ნელა ქალაქის საზოგადოების ნაწილი ხდება.

თავი მე-3 რედაქტირება

  • სადაც გრეისი, თავს ერთი, საეჭვო პროვოკაციის უფლებას აძლევს.
  • In which Grace indulges in a shady piece of provocation.

შეთანხმების თანახმად გრეისმა უნდა გააგრძელოს დოგვილელების დახმარება. ის ასეც იქცევა და ამაში მცირე ხელფასსაც უხდიან. ქალს თანდათან მეგობრები უჩნდება. მათ შორისაა ბრმა ჯეკიც, რომელსაც თავი ისე მოაქვს, რომ თითქოს ბრმა არ არის. გრეისი მას პროვოკაციას უწყობს, რათა მან აღიაროს, რომ მართლაც ბრმაა. მოხუცი თავის სიბრმავეს აღიარებს.
გრეისის გამოჩენიდან ორი კვირა გავიდა. ქალაქის მოსახლეობა კვლავ იკრიბება. ისინი თანხმდებიან, რომ ქალს დარჩენის ნება უნდა მისცენ.

თავი მე-4 რედაქტირება

  • ბედნიერი ხანა დოგვილში
  • Happy times in Dogville

დოგვილში ყველაფერი ჩვეულებისამებრ მიდის, სანამ პოლიცია დაკარგული პიროვნების პლაკატის გასაკრავად მოვა. პლაკატზე გრეისის ფოტო და სახელია. ქალაქის მცხოვრებლების აზრი ორად გაიყო: ერთნი თვლიან რომ გრეისის შესახებ პოლიციას უნდა შეატყობინონ, მეორენი კი არ ფიქრობენ ასე.

თავი მე-5 რედაქტირება

  • ასე თუ ისე ოთხი ივლისია
  • Fourth of July after all

ოთხი ივლისის ზეიმამდე ყველაფერი კვლავ ჩვეულებისამებრ გრძელდება. ტომი უცნაურ სიტუაციაში უტყდება გრეისს სიყვარულში, ქალიც სიყვარულითვე პასუხობს. მთელი დოგვილი თანხმდება, რომ გრეისის დამსახურებით ეს ქალაქი უკეთესი გახდა. ამასობაში კვლავ პოლიცია მოდის, რათა დაკარგულის პლაკატი, ძებნილის პლაკატით ჩაანაცვლოს. ირკვევა რომ გრეისს ბანკის გაძარცვაში მონაწილეობისთვის ეძებენ. დოგვილელები თვლიან, რომ ქალი უდანაშაულო იქნება, ვინაიდან იმ დროს, როდესაც ძარცვა მოხდა, გრეისი მათ ქალაქში იყო.

მაგრამ მაინც ხიფათი გაიზარდა: აღმოჩნდა რომ ქალაქის მცხოვრებლებმა შეიფარეს ძებნილი, ამიტომ გრეისმა უფრო მეტი უნდა იმუშაოს, შრომის ანაზღაურება კი მცირდება. ეს იდეა ძალიან არ მოსწონს გრეისის, თუმცა ტომის გამო ის შემოთავაზებას თანხმდება.

თავი მე-6 რედაქტირება

  • სადაც დოგვილი იღრინება
  • In which Dogville bares its teeth

დამატებითი სამუშაოების გამო გრეისი შეცდომებს უშვებს. სიტუაცია უარესდება და ხალხიც ახალი განრიგის გამო ერთიანად გაღიზიანებულია. ზოგი მამაკაცი გრეისზე სექსუალურ ძალადობას ცდილობს. ქალები კი მეტად უხეშები ხდებიან. ბავშვებიც კი თავნებობენ: ჩაკისა და ვერას 10 წლის შვილი ჯეისონი, გრეისს სთხოვს, რომ ქალმა მას გაარტყას, დიდი დავიდარაბის შემდეგ გრეისი მართლაც ასე იქცევა. მალე ისევ მოდის პოლიცია. ჩაკი მიდის თავის სახლში, სადაც გრეისი იმალება. ის მას აუპატიურებს და აშინებს, რომ თუკი წინააღმდეგობას გაუწევს, პოლიციასთან დაასმენს. პოლიცია კი მას შემდეგ მიდის, რაც ეტყვიან, რომ ქუდი გრეისს არ ეკუთვნის. გრეისი დაჭერას გადაურჩა, თუმცა მისთვის ნათელია, რომ ქალს ქალაქის მცხოვრებთაგან საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია.

თავი მე-7 რედაქტირება

  • სადაც გრეისს ბოლოსდაბოლოს მობეზრდება დოგვილი, დატოვებს ქალაქს და იხილავს დღის სინათლეს.
  • In which Grace finally has had enough of Dogville, conspires to leaves town, and again sees the light of day.

მას შემდეგ, რაც ტომი გრეისს გაქცევის იდეას სთავაზობს, ვერა ქალს შვილის ცემასა და ქმრის შეცდენაში სდებს ბრალს და ემუქრება, რომ გაანადგურებს ფაიფურის ფიგურებს, რომლებიც გრეისმა თავისი გამომუშავებული ფულით, ქალაქის მაღაზიაში იყიდა. ის პატიებას ითხოვს და ახსენებს ვერას, თუ როგორ ასწავლა მის შვილებს სტოიკოსების მოძღვრება. საპასუხოდ, ვერა ეკითხება გრეისს რამე თუ გაეგება სტოიკოსების მოძღვრებაში, რომ არ გამოხატოს არანაირი ემოცია, როდესაც ის მისი ფიგურებიდან ორს გაანადგურებს. გრეისს არ ძალუძს ცრემლების შეკავება და მაშინ ვერა შვიდივე ფიგურას ანადგურებს. გრეისს ამ ქალაქში არაფერი ესაქმება. ტომი ფულს აძლევს გრეისს, ის კი თავის მხრივ მანქანის მძღოლს - ბენს, რათა გრეისი ვაშლის ფურგონით ქალაქიდან გაეპარებინა. გზაში ბენი მანქანის საბარგულში აძვრება, სადაც გრეისი იმალება და ეუბნება, რომ რადგან ქალი პოლიციის ძებნილია, უფრო მეტი უნდა გადაუხადოს. გრეისს ფული არ აქვს. ბენი მასზე ძალას ხმარობს, ფურგონი კვლავ გზას აგრძელებს და ქალს კვლავ დოგვილში აბრუნებს.

ქალაქი თანხმდება, რომ ქალს გაქცევის ნება აღარ უნდა მისცენ. ფული, რომელიც გრეისმა ბენს გადაუხადა, რათა გაქცევაში დახმარებოდა, ტომს მამამისისთვის მოუპარავს. ქურდობაში გრეისს ადანაშაულებენ, ტომი თავის ქმედებას არ აღიარებს. გრეისს სპეციალურ საყელოს უკეთებენ და ჯაჭვით დიდ, მძიმე რკინის ბორბალზე აბამენ, რომელიც ხელს შეუშლის დოგვილიდან გაქცევაში. რკინის საყელოზე კი ზარია მიმაგრებული.

თავი მე-8 რედაქტირება

  • სადაც გაიმართება კრება, რომელზეც იტყვიან სიმართლეს და ტომი წავა.
  • In which there is a meeting where the truth is told and Tom leaves (only to return later).

ქალაქის მცხოვრები მამაკაცები თავიანთ რიგს იკავებენ და გრეისზე ყოველდღიურად ხმარობენ ძალას. გვიან ღამის ჩვეულ შეკრებაზე გრეისი, ტომის რჩევის გათვალისწინებით, ყველაფერზე მშვიდად საუბრობს, რისი ატანაც მას ქალაქის მცხოვრებთაგან მოუწია. დაბნეული ხალხი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ქალი თავიდან მოიშორონ. ტომი, რომელიც ერთადერთი ზრდასრული მამაკაცია, რომელსაც გრეისთან სექსი არ ჰქონია, მიდის ქალთან და ცდილობს ქალთან დაწოლას, თუმცა გრეისი უარით პასუხობს. ნაწილობრივ გრეისზე და ნაწილობრივ საკუთარ თავზე გაბრაზებული, რომ თავად ვერ შეძლო მასზე ძალადობა, როგორც სხვებმა, ტომი საბოლოოდ გადაწყვეტს დაურეკოს განგსტერებს. გრეისს დოგვილელები ორდღიანი დასვენების ნებას რთავენ.

თავი მე-9, დასასრული რედაქტირება

  • სადაც დოგვილი დიდი ხნის ნანატრ სტუმრებს მასპინძლობს და ფილმი მთავრდება
  • In which Dogville receives the long-awaited visit and the film ends

როცა განგსტერები მოდიან და მათ ტომი და სხვა დოგვილელები ეგებებიან. მოსულები გრეისს ათავისუფლებენ და ჩვენ საბოლოოდ ვიგებთ თუ ვინაა ის სინამდვილეში: ბანდის გავლენიანი ლიდერის ქალიშვილი, რომელიც გამოიქცა, რადგან აღარ შეეძლო მამის ბინძური საქმეების ატანა. გრეისის მამა შვილს თავის კადილაკში ხვდება და ეუბნება, რომ ის ამაყია, რადგან სხვებს ისეთივე მაღალი სტანდარტებით არ ეპყრობა, როგორც თავის თავს. თავიდან გრეისს არ სურს, რომ მას მოუსმინოს, თუმცა, როდესაც მამამისთან განხილვას ასრულებს და მანქანიდან გადმოდის, დაჰყურებს ქალაქსა და მის მცხოვრებლებს. ის ჩაფიქრდება და გადაწყვეტს, რომ მამას დაეთანხმოს: თუკი ის დოგვილელებს მათივე სტანდარტებით მოეპყრობოდა, მაშინ იქაურები ყველაზე საზიზღარი სასჯელით უნდა დაესაჯა, რაც კი შესაძლებელია და ამის არგაკეთება არაჰუმანური იქნებოდა.

გრეისი თანხმდება, რომ მოერგოს მამის ქალიშვილის როლს და დაუყოვნებლივ ითხოვს, რომ მთელი ქალაქი გაანადგურონ. ის ბრძანებას გასცემს, რომ ვერას თვალწინ დაუხოცონ მისი შვილები და უთხრან, რომ ხოცვა შეწყდება თუკი ის ცრემლებს შეიკავებს. ქალაქი დამწვარია, ყველა დოგვილელი სასტიკად მოკლული. ცოცხალი მხოლოდ ტომია, მას გრეისი თავად, მამის რევოლვერით კლავს. როდესაც დოგვილი მის გარშემო იწვის, გრეისი ხედავს ერთადერთ დოგვილელს - ძაღლ მოსეს. ბედის ირონიით ერთადერთი რომელსაც მის მიმართ სიბოროტე და უსამართლობა არ ჩაუდენია, სწორედ ქალაქის ძაღლია, რომელიც მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ქალაქი თავის ნამდვილი ბუნების გამომჟღავნებას იწყებდა.

ქალაქ დოგვილის ხედი ზემოდან, ფილმის დასაწყისში.

როლებში რედაქტირება

  • ჯონ ჰარტი - მთხრობელი
  • ნიკოლ კიდმანი - გრეის მარგარეტ მალიგენი
  • ლორენ ბეკოლი - დედილო ჯინჯერი
  • კლოი სევინი - ლიზ ჰენსონი
  • პოლ ბეტანი - ტომ ედისონ უმცროსი
  • სტელან შარსგორდი - ჩაკი
  • უდო კირი - კაცი პალტოში
  • ჯეიმზ კაანი - დიდი ზომის კაცი
  • შონა შიმი - ჯუნი
  • პატრისია კლარკსონი - ვერა
  • ჯერემი დეივისი - ბილ ჰენსონი
  • ფილიპ ბეიკერ ჰოლი - ტომ ედისონ უფროსი
  • ბენ გაზარა - ჯეკ მაკკეი
  • ბლერ ბრაუნი - მისის ჰენსონი
  • ჟელკო ივანეკი - ბენი
  • ჰარიეტ ანდერსონი - გლორია
  • შობენ ფელონ ჰოგანი - მარტა
  • კლეო კინგი - ოლივია
  • მაილზ პურინტონი - ჯეისონი
  • ჟან-მარკ ბარი - კაცი ცილინდრში

საცდელი ვერსია რედაქტირება

„დოგვილი: საცდელი” (Dogville: The Pilot) გადაიღეს 2001 წელს. ეს იყო ნამდვილი ფილმის საცდელი ვერსია, იმის გასარკვევად, რამდენად გაამართლებდა ფილმის გეგმა. თხუთმეტწუთიან საცდელ ფილმში მონაწილეობდნენ დანიელი მსახიობები: სიდსე ბაბეტ კნადსენი (გრეისის როლში) და ნიკოლაი ლი კოსი (ტომის როლში). ლარს ფონ ტრიერი კმაყოფილი იყო მიღებული შედეგით. ამის შემდეგ მან და პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, მხატვრული ფილმის გადაღება დაეწყოთ. ეს ყველაფერი მოხვდა „დოგვილის” DVD-ის მეორე დისკზე, რომელიც 2003 წლის ნოემბერში გამოვიდა.[2]

დადგმა რედაქტირება

„დოგვილის” ისტორია ჯონ ჰარტის მიერ ცხრა თავსა და პროლოგშია მოთხრობილი და მოქმედება სცენაზე, მინიმალისტური პეიზაჟების თანხლებით ვითარდება. სცენაზე დადგმულია ქალაქის ნაგებობათა ზოგიერთი კედელი და ასევე გარკვეული საგნები, თუმცა დანარჩენი დეკორაციები თეთრი და შავი ხაზების საშუალებით არსებობს. მაგალითად, ხურტკმლის ბუჩქების მონახაზს მიწერილი აქვს ტექსტი: „ხურტკმლის ბუჩქები” (Gooseberry Bushes). მიუხედავად იმისა, რომ დადგმის ეს ფორმა ნაცნობია შავი თეატრების ფანჯრებისთვის, ფილმებში მანამდე იშვიათად იყო ნაცადი (1954 წლის მუსიკალური ვესტერნი „წითელი წვივსაკრავები” და 1994 წლის ფილმი „ვანია 42-ე ქუჩაზე”). ცარიელი სცენური დადგმა იმისათვისაა, რომ აუდიტორიის ყურადღება მსახიობთა თამაშისა და ამბის გადმოცემისაკენ იყოს მიმართული და ასევე ეს ახსენებს, მათ ფილმის არაბუნებრივობის შესახებ. ფილმზე ძლიერი გავლენა იქონია ბერტოლტ ბრეხტის თეატრმა. (არის მსგავსება სიმღერა „Seeräuberjenny”-სა (რომელიც ბრეხტისა და კურტ უეილის „Die Dreigroschenoper”-შია გამოყენებული) და დოგვილის ამბავს შორის.[3] ჩიკო ბუარკეს ამ სიმღერის ვერსია - "Geni e o Zepelim" ეხება დაჩაგვრის უფრო ეროტიკულ ასპექტებს და ძალიან ჰგავს ლარს ფონ ტრიერის კინემატოგრაფიულ ვერსიას). ფილმში გამოიყენება ზედმიწევნით ფრთხილი განათება, რათა იყოს ბუნებრივი ეფექტები, მაგალითად ღრუბლების მოძრავი ჩრდილები. არარსებული დეკორაციების არსებობის განცდისთვის გამოიყენება ხმის ეფექტები (მაგალითად, არ არის კარები, მაგრამ კარის გაღებისა და დახურვის ხმა ყოველთვის ისმის).

ფილმი გადაიღეს მაღალი გარჩევადობის ფორმატით და გამოყენებულ იქნა Sony HDW-F900 კამერები.

გამოხმაურება რედაქტირება

"Ebert and Roeper"-მა ფილმი გააკრიტიკა, როგორც მკაცრად ანტი-ამერიკული გზავნილების მატარებელი. მაგალითად აღინიშნა, ფილმის ტიტრები, რომელიც ღარიბი ამერიკელების სურათებითა (ჯეიკობ ჰოლდტის 1984 წლის წიგნი „ამერიკული სურათებიდან”) და დევიდ ბოუის სიმღერით - "Young Americans"-ით არის გაფორმებული.[4] 2009 წელს, ამერიკელმა რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ თავის რჩეულ 20 ტოპ-ფილმს შორის „დოგვილიც” დაასახელა.

„ფილმის სცენარი რომ თეატრალური სცენისთვის ყოფილიყო დაწერილი, ფონ ტრიერი პულიცერის პრემიას აუცილებლად მიიღებდა.“
(კვენტინ ტარანტინო[5])

თავად რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის თანახმად, ფილმის ამომავალი აზრი არის ის, რომ „ბოროტება შესაძლოა ყველგან აღმოცენდეს, სანამ სიტუაცია მწყობრშია”.[6]

შეფასება რედაქტირება

კრიტიკა რედაქტირება

ფილმმა ფართო მასებში აღიარება მოიპოვა და ამჟამად აქვს 71%-იანი რეიტინგი, ფილმების შეფასებათა დამჯამებელ საიტზე rottentomatoes.[7]

რეკლამა რედაქტირება

აშშ-ის ბაზარზე ფილმმა 1,535,286 $ მოაგროვა, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში კი - 15,145,550 $, საერთო ჯამში მთლიანმა შემოსავალმა 16,680,836 $-ს მიაღწია. ამერიკის გახსნით უიქენდზე ფილმმა მხოლოდ 88,855 $ მოაგროვა, ფილმი მხოლოდ 9 კინოთეატრში გავიდა, თოთოეული კინოთეატრიდან დაახლოებით 9,872 $ შემოსავალი შემოვიდა.[8] დანიაში კი ფილმმა 1,231,984 $-ის შემოსავალი ნახა.[9] ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა იტალია იყო, 3,272,119 $-ით.[9]

ჯილდოები რედაქტირება

ჯილდოკატეგორიამიმღები და ნომინანტიშედეგი
ბოდილის დაჯილდოებასაუკეთესო დანიური ფილმილარს ფონ ტრიერიმოგებული
საუკეთესო ქალი მსახიობინიკოლ კიდმანინომინირებული
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი მსახიობისტელან სკარსგარდინომინირებული
რობერტის დაჯილდოებაკოსტიუმების საუკეთესო დიზაინერიმენონ რასმუსენიმოგებული
საუკეთესო სცენარილარს ფონ ტრიერიმოგებული
საუკეთესო მონტაჟიმოლი მალენ სტენსგაარდინომინირებული
საუკეთესო ფილმილარს ფონ ტრიერინომინირებული
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარიენტონი დოდ მენტლინომინირებული
პროდუქციის საუკეთესო დიზაინიპიტერ გრანტინომინირებული
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი მსახიობისტელან სკარსგარდინომინირებული
საუკეთესო რეჟისორილარს ფონ ტრიერინომინირებული
კანის კინოფესტივალიოქროს პალმის რტოლარს ფონ ტრიერინომინირებული
ევროპული კინოს დაჯილდოებასაუკეთესო ოპერატორიენტონი დოდ მენტლიმოგებული
საუკეთესო ფილმილარს ფონ ტრიერინომინირებული
საუკეთესო რეჟისორილარს ფონ ტრიერინომინირებული
საუკეთესო სცენარისტილარს ფონ ტრიერინომინირებული
ქლოტრადისის დაჯილდოებამსახიობთა საუკეთესო შემადგენლობა"დოგვილის" მსახიობთა შემადგენლობანომინირებული
საუკეთესო სცენარილარს ფონ ტრიერინომინირებული
გოიას დაჯილდოებასაუკეთესო ევროპული ფილმილარს ფონ ტრიერინომინირებული
რუსეთის კინოკრიტიკოსთა გილდიასაუკეთესო უცხოელი მსახიობინიკოლ კიდმანიმოგებული
საუკეთესო უცხოური ფილმილარს ფონ ტრიერიმოგებული
კინოჟურნალისტთა იტალიური ნაციონალური სინდიკატისაუკეთესო რეჟისორილარს ფონ ტრიერინომინირებული
გალდბეჯის დაჯილდოებასაუკეთესო უცხოური ფილმილარს ფონ ტრიერინომინირებული
ოქროს ტრეილერის დაჯილდოებასაუკეთესო დამოუკიდებელი ფილმილარს ფონ ტრიერინომინირებული
დევიდ დი დონატელოსაუკეთესო ევროპული ფილმილარს ფონ ტრიერიმოგებული
კოპენჰაგენის საერთაშორისო კინოფესტივალისაპატიო ჯილდოლარს ფონ ტრიერიმოგებული
ბრაზილიის კინოს დიდი პრიზისაუკეთესო უცხოური ფილმილარს ფონ ტრიერიმოგებული
კინოსცენარისტთა წრიული დაჯილდოება, ესპანეთისაუკეთესო უცხოური ფილმილარს ფონ ტრიერიმოგებული
გერმანული არტ-ჰაუს ფილმების გილდიასაუკეთესო უცხოური ფილმილარს ფონ ტრიერიმოგებული
სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალისაუკეთესო ფილმილარს ფონ ტრიერიმოგებული

ტოპ ათეულში რედაქტირება

[10]

  • 1-ლი — მარკ კერმოუდი, BBC Radio Five Live
  • მე-2 — ჰობერმანი, Village Voice
  • მე-3 — საერთო , Village Voice
  • მე-4 — დენის ლიმი, Village Voice
  • მე-5 — ჯეკ მეთიუსი, New York Daily News
  • მე-8 — ჯონსი, Chicago Reader
  • დევიდ სტერიტი, Christian Science Monitor
  • რონ სტრინგერი, LA Weekly

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

გეორგ ტაიფენბახი: Drama und Regie (Writing and Directing): Lars von Trier's Breaking the Waves, Dancer in the Dark, Dogville. Würzburg: Königshausen & Neumann 2010. ISBN 978-3-8260-4096-2.

სქოლიო რედაქტირება

  1. Festival de Cannes: Dogville. festival-cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-02. ციტირების თარიღი: 2009-11-05.
  2. Dogville: The Pilot on IMDb
  3. Marit Kapla: Our Town. Filmmaker Magazine, June 11, 2002.
  4. Dogville, by Roger Ebert. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-02. ციტირების თარიღი: 2021-08-28.
  5. Quentin Tarantino's Top 20 Favorite Films. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-10. ციტირების თარიღი: 2011-05-18.
  6. Scott, A. O. (2004-03-21). 'Dogville' - It Fakes a Village“. NYTimes.com. ციტირების თარიღი: 2010-02-25.
  7. Dogville (2003) დაარქივებული 2010-03-07 საიტზე Wayback Machine. Rotten Tomatoes. Retrieved on 28 March 2010.
  8. Dogville (2004). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2010-02-25.
  9. 9.0 9.1 http://www.boxofficemojo.com/movies/?page=intl&id=dogville.htm
  10. 2004 Film Critic Top Ten Lists დაარქივებული 2008-05-27 საიტზე Wayback Machine. Retrieved on 28 March 2010.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაქართული დამწერლობათბილისიქართლის გაქრისტიანებაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოდავით IV აღმაშენებელიილია ჭავჭავაძეთამარ მეფეკორუფციადედამიწააღდგომავახტანგ I გორგასალიქუნთრუშავეფხისტყაოსანიასტრიდ ლინდგრენიმეორე მსოფლიო ომივაჟა-ფშაველადედამიწის დღეფარნავაზ Iპირველი მსოფლიო ომიბზობაქვეყნების სიანიკო ფიროსმანიევროპის პარლამენტირეზოლუციაერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისულხან-საბა ორბელიანისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკა26 აპრილილიბერალიზმიდიდგორის ბრძოლაევროკავშირისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიუქმე დღეები საქართველოში