დი დი ბრიჯუოთერი

დი დი ბრიჯუოთერი (ინგლ. Dee Dee Bridgewater, Denise Eileen Garrett; დ. 27 მაისი, 1950) — ამერიკელი ჯაზ-მომღერალი. სამგზის გრემის მფლობელი, სიმღერების ავტორი და ორგზის ტონის ჯილდოს მფლობელი, თეატრის მსახიობი. 23 წლის განმავლობაში იყო National Public Radio-ის შოუს წამყვანი.[7] არის გაეროს კეთილი ნების ელჩი. [8]

დი დი ბრიჯუოთერი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 27 მაისი, 1950(1950-05-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] (73 წლის)
დაბ. ადგილი მემფისი[1]
საიტი deedeebridgewater.com
დი დი ბრიჯუოთერი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

დენის ელიენ გარედი დაიბადა მემფისში, შტატ ტენესიში. მამა - მეთიუ გარედი, იყო ჯაზ-მესაყვირე და მასწავლებელი მანასას სკოლაში, რამაც გავლენა იქონია პატარა გოგონას ჯაზისადმი სიყვარულზე. 16 წლის ასაკში გახდა როკისა და R&B ტრიოს წევრი, მღეროდა მიჩიგანის კლუბებში. 1969 წელს, 18 წლის ასაკში, ჯაზ-მუსიკოსების კოლექტივთან ერთად იმოგზაურა და კონცერტები ჩაატარ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.[9]

ერთი წლის შემდეგ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, სესილ ბრიჯუოთერს. ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც მისი მეუღლე ჰორას სილვერის ჯგუფში უკრავდა. 1970-იანი წლების დასაწყისში ბრიჯუოთერმა დაიწყო მოღვაწეობა დიდ ჯაზ-ორკესტრში ლიდ-ვოკალისტად, რის შემდეგაც მას მოუწია ბევრ გამოჩენილ ჯაზ მუსიკოსთან (როგორიც იყო დიზი გილესპი, სონი როლინსი და სხვები) სიმღერა. იგი წარსდგა მონტერეის ჯაზ-ფესტივალზე 1973 წელს. 1974 წელს გამოიცა მისი პირველი ალბომი „აფრო ბლუ“ და სწორედ ამ ალბომით წარსგა იგი ბროდვეის თეატრში.[10] 1976 წელს გახდა გრემის პრემიის მფლობელი.1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-წლების დასაწყისში ბრიჯუოთერმა თანამედროვე პოპ მუსიკიდან გადაინაცვლა ჯაზში. მან მონაწილეობა მიიღო სანრემოსა და მონტრექსის ფესტივალში, ხოლო ოთხი წლის შემდეგ დაიგეგმა კოლაბორაცია ჰორას სილვერთან, რის შემდეგაც მალევე ჩაიწერა ალბომი სახელწოდებით „Love and Peace“.მისმა ერთ-ერთმა ალბომმა „Dear Ella“ მიიღო გრემის ჯილდო, როგორც საუკეთესო ვოკალურმა ალბომმა. 2009 წლის 16 ოქტომბერს მან გახსნა შანხაის ჯაზ ფესტივალი, რომელშიც ასრულებდა დიუკ ელინგტონისა და სხვა ჯაზ-მუსიკოსების სტანდარტებს. [11]

აქტივობა რედაქტირება

მიიღო მონაწილეობა 1979 წლის ფილმში „თევზი, რომელმაც გადაარჩინა პიტსბურგი“ და 1984 წლის ფილმში „ძმა სხვა პლანეტიდან“.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

დი დი-ს ჰყავს სამი შვილი, თულანი ბრიჯუოთერი (პირველი ქორწინებიდან სესილ ბრიჯუოთერთან), ჩაინა მოუზის (მეორე ქორწინებიდან გილბერტ მოუსისგან, რომელიც იყო თეატრის, ფილმისა და ტელევიზიის დირექტორი), ხოლო უმცროსი შვილი გებრიელ დურანდი უკანასნელი ქორწინებიდან ჯინ-მერიენ დურანდისგან. ტულანი ბრიჯუოთერი სწავლობდა ლოს-ანჯელესში მირმანის ნიჭიერთა სასწავლებელში, ხოლო დღეს ტულანი ხელმძღვანელობს ბრიჯუოთერის კომპანიას. შუათანა შვილი - ჩაინა მოუზის არის შემდგარი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რადიოწამყვანი.

მიღწევები რედაქტირება

ბრიჯუოთერმა ორჯერ მოიპოვა გრემის ჯილდო და 8 ჯერ იყო ნომინირებული. [12]

წელინაწარმოებიკატეგორიალეიბლი
1989Live in Parisსაუკეთესო ჯაზ-ვოკალური შესრულება, ქალინომინირებული
1994Keeping Traditionსაუკეთესო ჯაზ-ვოკალური შესრულებანომინირებული
1995Love and Peace: A Tribute to Horace Silverსაუკეთესო ჯაზ-ვოკალური შესრულებანომინირებული
1997Dear Ellaსაუკეთესო ჯაზ-ვოკალური შესრულებაგამარჯვებული
2000Live at Yoshi'sსაუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომინომინირებული
2005J'ai Deux Amoursსაუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომინომინირებული
2007Red Earth - A Malian Journeyსაუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომინომინირებული
2010Eleanora Fagan (1915–1959): To Billie With Love From Dee Deeსაუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომიგამარჯვებული

დისკოგრაფია რედაქტირება

წელისათაურიპოზიციები ჩარტშილეიბლი
US Pop[13]US R&B[14]US Jazz[15]US Tra. Jazz[16]
1974Afro BlueTrio
1976Dee Dee BridgewaterAtlantic
1977Just Family17013[17]Elektra
1979Bad for Me1825730[18]Elektra
1980Dee Dee BridgewaterElektra
1987Live in ParisEmArcy
1989Victim of LovePolydor
1992In MontreuxPolydor
1993Keeping TraditionVerve
1995Love and Peace:

A Tribute to Horace Silver

4713Verve

-

1996Prelude to a Kiss: The Duke Ellington AlbumPhilips
1997Dear Ella512Verve
2000Live at Yoshi's4420Verve
2002This Is New267Verve
2005J'ai Deux Amours3716DDB Records
2007Red Earth: A Malian Journey3116DDB Records
2010Eleanora Fagan (1915-1959):

To Billie with Love from Dee Dee Bridgewater

1914EmArcy
2011Midnight Sun (Compilation)209EmArcy
2015Dee Dee's Feathers116Sony Masterworks/OKeh
2017Memphis... Yes, I'm Ready[19]106Sony Masterworks/OKeh

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #134632516 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. MAK
  6. Munzinger Personen
  7. JazzSet Signs Off. ციტირების თარიღი: November 3, 2017.
  8. FAO Ambassabors Programme. ციტირების თარიღი: 2019-04-10
  9. Thomas, Jo (September 22, 1998). „A Singer Is Returning to a Stage Where It All Began“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2016-10-06.
  10. The Wiz Broadway @ Majestic Theatre - Tickets and Discounts en. ციტირების თარიღი: 2019-04-10
  11. Review 2009 | Shanghai JZ Festival Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-07. ციტირების თარიღი: 2020-06-06.
  12. Dee Dee Bridgewater.
  13. Dee Dee Bridgewater: Billboard 200. Billboard.
  14. Dee Dee Bridgewater: Top R&B/Hip-Hop Albums. Billboard.
  15. Dee Dee Bridgewater: Jazz Albums. Billboard.
  16. Dee Dee Bridgewater: Traditional Jazz Albums. Billboard.
  17. „Billboard's Best Selling Jazz LPs“ (PDF). americanradiohistory.com. Billboard: 58. June 10, 1978.
  18. თარგი:Cite work
  19. Russonello, Giovanni (2017-11-23). „Dee Dee Bridgewater Throws Herself a Memphis Soul Party“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-04-10.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებადავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოილია ჭავჭავაძეთამარ მეფექართული დამწერლობაპირველი რესპუბლიკის მოედანიმეორე მსოფლიო ომიერეკლე IIუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაქვეყნების სიაუფლისციხევახტანგ I გორგასალინინოობაავსტრალიადიდგორის ბრძოლათბილისივეფხისტყაოსანიკარლო ანჩელოტიწმინდა ნინოსვეტიცხოველირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღემარო მაყაშვილიპირველი მსოფლიო ომირაბათის ციხეჩუტყვავილაბაში-აჩუკიცოტნე დადიანისაქართველოს დამოუკიდებლობის დღევაჟა-ფშაველააკაკი წერეთელიმოციქულთასწორი ელენეანტარქტიდაიაკობ გოგებაშვილიკარლეს პუჩდემონიფარნავაზ I